Kologne By Kilian

დაანონსდა ჩვენი საყვარელი და ამოჩემებული ბრენდის, By Kilian, ახალი სუნამოს შემოსვლა საქართველოში, მას Kologne ჰქვია და მისი გაცნობა და ნახვა „არომატეკას“ სივრცეში შეგეძლებათ.

ამ მნიშვნელოვან ამბავს ბრენდმა King David-ში, სნეპ პრემიუმ აუზზე, სპეციალური მიღება-საღამოც მიუძღვნა, რომელსაც ბრენდის მოყვარულები და „არომატეკას“ მეგობრები ესწრებოდნენ.

ბრენდის დამფუძნებელი,  კილიან ჰენესი,  საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  დინასტიის Hennessy-ს შთამომავალია. მოგეხსენებათ, ჰენესების გვარი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ალკოჰოლურ სასმელებს უკავშირდება, გარკვეული დროის შემდეგ შეძენილი მდიდარი გამოცდილების გადმოტანა გვარმა პრფიუმერიაში გადაწყვიტა და ასე შეიქმნა By Kilian-ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ბრენდი მსოფლიოში.  

Kilian

ხშირად By Kilian-ის ამა თუ იმ ხაზში ნახავთ რეპლიკებს მიმართულს ცნობილი კონიაკებისკენ, მაგალითისთვის, სუნამოს მოთავსებულს კონიაკის ბოთლში, რომელსაც გარეგნულად ვერც გაარჩევთ ნამდვილი ჰენესის კონიაკისგან.

იმ საღამოს” ქინგ დევიდის ” აუზთან კიდევ ერთი ასეთი კონიაკ-აქცენტის მომსწრე გავხდით: სტუმრებს „ კილიანის“ კოკტეილების ხაზის სუნამო Angel’s Share წარუდგინეს, მისი სახელწოდება კონიაკის წარმოებასა და შექმნას უკავშირდება. როგორც გავარკვიეთ, „ანგელოზების წილი“ ეწოდება იმ დანაკარგს, რომელიც მუხის კასრებში კონიაკის აორთქლებისას იქმნება-ანუ ის აორთქლილი უხილევი მშვენიერი კონიაკი თითქოს ანგელოზებისთვისაა განკუთვილი. ბრენდმა იფიქრა და მოიფიქრა, რომ ეს მშვენიერი დანაკარგი მისი თაყვანისმცემლებისთვის გაეზიარებინა და ასე და ამგვარად შეიქმნა 50 მლ -იანი სუნამო სახელად Angel’s Share . ეს სუნამო მხოლოდ ამ შეფუთვით  არსებობს, რადგანაც  სწორედ  50 მლ -ის  ოდენობის ყოფილა ანგელოზებისთვის აორთქლილი ფანტასტიური კონიაკი. სურნელს, ისტორიას და საინტერესო კონცეფციას რომ თავი დავანებოთ, შეფუთვა თანამედროვე ადამიანებისთვის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.

“ქინგ დევიდის ” აუზზე გამართულ საღამოზე სტუმრებმა სპეციალურად მომზადებული კოკტეილი გასინჯეს, რომლის მთავარი ინგრედიენტი, ცხადია, “ჰენესის ” კონიაკი იყო.

ასე რომ, გაიკეთეთ  გრილი კოკტეილი „ჰენესის“ კონიაკისგან, არ დაგავიწყდეთ ბევრი ყინულის ჩაყრა და მოემზადეთ By kilian-ის ახალ ვარსკვლავებთან შესახვედრად. მისამართს მაინც შეგახსენებთ, თბილისი, იოანე შავთელის 17, სასტუმრო „ამბასადორი“, „არომატეკა“!

ასევე წაიკითხეთ