იტალიური არდადეგები

დუდა სანაძე – კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი

წელიწადის რომელ სეზონს გამოარჩევდი?

სწორედ ზაფხულია ის ერთადერთი სეზონი, როდესაც შემიძლია დავისვენო, გადავიტანო ყურადღება კალათბურთიდან და მეტი დრო დავუთმო ოჯახსა თუ მეგობრებს. 

მიყვარს მთა, თუმცა, ზღვის გარეშეც არ წამომიდგენია ჩემი ზაფხული. მეტი დოზით მთა, დანარჩენი – ზღვა. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, რადგან აქტიური სპორტსმენი ვარ, ზაფხულში დასვენება ჩემთვის, მაქსიმუმ, ორი კვირა გაგრძელდეს. 

სად გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები?

ზაფხულის დასაწყისში მოვასწარი ძალიან საინტერესო მოგზაურობა იტალიის სხვადასხვა ქალაქში. ამის შემდეგ, მთელი ზაფხული გავატარე ეროვნულ ნაკრებში და თამაშებში…

როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურადაც ძალიან დატვირთული ზაფხული გამოვიდა. 

სანაძე დუდა

რითი გამოარჩევ ამ ზაფხულს?

როგორც აღვნიშნე, თითქმის მთელი ზაფხულის გატარება მომიწია ეროვნულ ნაკრებთან. კულმინაცია იყო ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა. ეს, თავისთავად, გამოარჩევს ამ სეზონს სხვა დანარჩენებისგან.

ეს ევროპის ჩემპიონატი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. იყო საკმაოდ მტკივნეული ფინალი, რადგან საკუთარ კედლებში ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და ეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გამყვება სულ. თუმცა, ასევე ენით აღუწერელი იყო ქართველი გულშემატკივრის გვერდში დგომა, რაც ასევე, საოცრად დასამახსოვრებელია ჩემთვის. 

მომავალი ზაფხული თუ გაქვთ დაგეგმილი?

რაც ნამდვილად ვიცი, ისევ იტალიას ვესტუმრები. თუმცა, ამჯერად სამხრეთ ნაწილს. დანარჩენი ვნახოთ, ბევრი დროა წინ……

ტექსტი: ქეთა მიქელაძე

ასევე წაიკითხეთ