IT GIRL – ზინი ქაჯაია

როდის და როგორ გახდით მოდელი?

ჩემი სამოდელო კარიერა, დაახლოებით, 1 წლის წინ დაიწყო, როდესაც სამოდელო სააგენტოს Look Models დამფუძნებელმა, ნინო ცქიტიშვილმა დამიბარა. შემდეგ ამირჩიეს და აქედან დაიწყო ყველაფერი.

მილანის 2020/2021 წლის შემოდგომა – ზამთრის კოლექციების ჩვენებაზე გამოვედი და გავხსენი ემპორიო არმანის შოუ. ასევე, გამოვედი ჯიორჯიო არმანის და დოლჩეგაბანას შოუებზე.

ვინ არის თქვენი შთაგონების წყარო?

ზოგადად, შთაგონებას ჩემი მიზნებისგან ვიღებ და არა სხვისგან. რასაკვირველია, არიან ადამიანები ჩემ ირგვლივ, ვისგანაც შეიძლება რაიმე დავიმახსოვრო და შემდეგ გამოვიყენო ან მოვირგო ოდნავ განსხვავებულად. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ჩემით ვახერხებ ამ ყველაფერს.

Zini Kajaia

რა არის ის, რის შესახებაც მეტის გაგებას ისურვებდით?

ბევრი კითხვა მაწუხებს გალაქტიკებთან, სამყაროს წარმოქმნასთან დაკავშირებით. მაინტერესებს, ზოგადად, საიდან მოდის ეს ყველაფერი, აქვს თუ არა დასასრული.

თქვენი საყვარელი მოდელი

ბევრი საყვარელი მოდელი მყავს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევ კენდალ ჯენერს. თავად, როგორც მოდელი და მისი ცხოვრების სტილი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

Zini Kajaia Model

როგორ იქმნება თქვენი სტილი?

სტილის ინსპირაციის წყარო არ მყავს. როცა დილით ვიღვიძებ, როგორ ხასიათზეც ვარ აი, ისე ვიცვამ და ვცდილობ თანამედროვედაც გამოიყურებოდეს ჩემი ჩაცმულობა.

ტანსაცმლის საყვარელი ბრენდი?

ფრანგული ბრენდი “ჟაკმუსი”.

ისტორიული ეპოქის რომელ პერიოდში იცხოვრებდი და რას გააკეთებდი?

ვიცხოვრებდი რენესანსის ეპოქაში და ვიქნებოდი რომელიმე სასახლეში მცხოვრებთა შორის, ერთ-ერთი წევრი. უბრალოდ, იმის გამო, რომ ძალიან მომწონს ჩაცმულობის იმდროინდელი სტილი: დიდი კაბები და კორსეტები.

ქაჯაია ზინი

ტექსტი: ნატალია პაპუაშვილი

ფოტო : ლიზა გაბუნია

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

თმა : ნატა ლომაშვილი

ასევე წაიკითხეთ