ირაკლი როდონაია

პროდიუსერი, მსახიობი

ჩემი ბავშვობა გაგრასა და ბიჭვინთაში მაქვს გატარებული. მახსოვს კაშკაშა, მზიანი დღეები სანაპიროზე, ხეების სურნელი… ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი, ლაღი და ბედნიერი დღეები სწორედ იქ მაქვს გატარებული. სამწუხაროდ, ახლა ეს ყველაფერი სადღაც წარსულშია დარჩენილი. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა… ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, კარგად გავიაზროთ რა მოხდა და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სამომავლოდ.

ამ არაჩვეულებრივი, სიმბოლური პრიზის, მანდარინის მიღება, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულოა. ეს ჯილდო ჩემთვის სტიმულის მომცემია იმისათვის, რომ ვეცადო უფრო მეტი გავაკეთო. სწორედ ამიტომაა ის ჩემთვის განსაკუთრებული.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

ასევე წაიკითხეთ