IPEKYOL

Retail Group Georgia-მ ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდ IPEKYOL-ის  უკვე რიგით მეორე მაღაზია გახსნა საბურთალოს  „სითი მოლში“, რომელიც  ცენტრალურ ატრიუმშია წარმოდგენილი.

ბრენდის ლოიალურმა მომხმარებელმა ზუსტად იცის, რომ აქ თანამედროვე და მოდურ სამოსს შეიძენს როგორც ყოველდღიური, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

IPEKYOL-ის შემოდგომა-ზამთრის   კოლექციაში წარმოდგენილია ყოველდღიური სტილის სამოსი, ფემინური შტრიხებით.  ჭარბობს ვინტაჟური სტილის პიჯაკები და შარვლები, ტიულის ქსოვილის  ბლუზები, მაღალწელიანი შარვლები.

ამავე კოლექციაში  აღმოაჩენთ გათანამედროვებულ, 1980-1990-იანი წლების გავლენით შექმნილ მოდელებს, რომლებიც მუდმივად შეგიძლიათ გქონდეთ გარდერობში და არასდროს დაკარგავს აქტუალობას.  თრენჩი, გამორჩეული დეტალებით, რომელიც განსაკუთრებულობის შეგრძნებას მოგანიჭებთ, ელეგანტური კაბები და ბლუზები, ტვიდის პიჯაკები კლასიკური შტრიხებით.

აქსესუარი ჩვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პატარა დეტალსაც შეუძლია მთლიანი ლუქი სრულყოფილად წარმოაჩინოს.  სწორედ ამიტომ, IPEKYOL  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მიმართულებას.  თითოეულ დეტალში იგრძნობა ბრენდის იდენტობა. 

ასევე წაიკითხეთ