IPEKYOL – ის შემოდგომა

როდესაც ქარი ფეხქვეშ ჭადრის ფოთლებს გაგიფენს, მაშინ იწყება ფოთოლცვენის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც თბილისის მყუდრო უბნებში გაგიყოლებს და საუკუნოვანი თუ თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშების წინ ისე გაგატარებს, როგორც ღია ცის ქვეშ გამართულ გამოფენაზე.

სწორედ ასეთმა, საუკუნოვანი ისტორიის, თანამედროვე არქიტექტურასთან არაჩვეულებრივად შერწყმულმა, ახლად გახსნილმა სასტუმრომ, Radisson RED Tbilisi უმასპინძლა ორი თაობის მშვენიერ ქალს, ეკა კახიანსა და ნინი ბადურაშვილს, რომლებიც IPEKYOL-ის საშემოდგომო კოლექციის წარსადგენად ჩვენი მკითხველისთვის  შევარჩიეთ.

IPEKYOL-ი ქალის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა მასალების დამუშავებას,  გამოყენებას და ამით მდგრადი ბრენდების სიაში ეწერება. „ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მომხმარებლისა და მსოფლიოს წინაშე. განვსაზღვრავთ მდგრადობას – როგორც ღირებულებას, ცვლილებას – როგორც პრინციპს, ვვითარდებით და ვარსებობთ იმისთვის, რომ შევქმნათ ინოვაციური ცხოვრების კულტურა“.

nini badurashvili eka kakhiani

37 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც 240-ზე მეტ ფილიალს თურქეთში, ხოლო 48 ფილიალს მსოფლიოს 10 ქვეყანაში აერთიანებს, Retail Group Georgia-მ საქართველოს ბაზარზე 2020 წელს შემოიყვანა.

ეკა კახიანიმომღერალი, მსახიობი

„ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კარგად ჩაცმა და ამის შესაძლებლობაც მქონდა. მაშინ , როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო და, შესაბამისად, რთულიც, სამოსის შეძენა, მე, „მზიურის გოგოს”, შედარებით მარტივად შემეძლო ეს. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. სულ პატარა ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მრჩეველი არავინ მყავდა, ძალიან ლამაზ ტანსაცმელს ვარჩევდი ჩემთვისაც და მთელი ოჯახისთვისაც, თითქოს ინტუიციურად ვხვდებოდი.

„რაც შეეხება „იპეკიოლის“, მას დიდი ხანია ვიცნობ. სტამბოლს ხშირად ვსტუმრობ და შესაბამისად, ” იპეკიოლსაც”. ყველაზე მეტად, რაც ამ ბრენდში მომწონს, სწორედ ის არის, რომ მოდის თანამედროვე ტენდენციებს, ქალურ სილუეტებსა და ელეგანტურ ფორმებს არაჩვეულებრივად უხამებს ერთმანეთს. ჩემთვის მატერია განსაზღვრავს ხარისხს. შეიძლება კარგი სილუეტის მქონე, არაჩვეულებრივად შეკერილმა სამოსმა მიიქციოს ყურადღება, მაგრამ ახლოს რომ მიხვალ , ისეთი უხარისხო ქსოვილი იყოს, მომენტალურად კარგავს ხიბლს. მომწონს “იპეკიოლის” ჰაეროვანი, მსუბუქი ქსოვილები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ამ ბრენდის კოლექციების მთავარი მახასიათებელია. ზოგადად, საყიდლებისას ბევრი ყოყმანი არ მიყვარს. ვყოყმანობ მხოლოდ მაშინ, თუ ბევრი კარგი ტანსაცმელია მაღაზიაში და ხშირად ასე ხდება „იპეკიოლში“. თუმცა, ამ ბევრშიც, ზუსტად ვიცი რა მომიხდება და ამიტომ არ ვწვალობ“.

ჩემთვის  ხშირად უთქვამთ ზოგიერთ სამოსზე, რომ  „ეს ეკა კახიანია“.  მიხარია, რომ ეს შევქმენი და ხალხს, კონკრეტული სამოსის დანახვაზე აქვს ასოციაცია, რომ ეს „ეკა კახიანია“. ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს ჩემი სტილი.

– ურჩევთ თუ არა ერთმანეთს   რა ჩაიცვათ, რა შეიძინოთ?

ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. როდესაც შეძენაზე მიდგება საქმე, აუცილებლად ვუზიარებ სავარაუდო შენაძენს, ვისმენ ნინის და გოგოების აზრს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ.

ნინი ბადურაშვილი –  მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი

ნინი გვიზიარებს, რომ მისი სტილის ფორმირებაზე ოჯახმა და კარიერამ დიდი გავლენა იქონია. ამბობს, რომ მოსწონს მისი სტილი, თუმცა , რომ არა გარკვეული შეზღუდვები, შესაძლოა მეტად თამამიც ყოფილიყო ჩაცმულობაში, ვიდრე ახლა არის.

„პატარა რომ ვიყავი, მახსოვს მინდოდა მოკლე ქვედაბოლოები ან კაბები მცმოდა და აუცილებლად ბებია კომენტარს დამაწევდა: „ ეს ძალიან მოკლე, გამომწვევია და უნდა გაიხადო“. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომწონს ასეთი შეზღუდვები, ჩემს ოჯახში ასე იყო და ამის გამო დღემდე მაქვს შეზღუდვები – მაგალითად, ზედმეტად ამოღებული არ მომწონს ჩემზე, შეიძლება სცენა ითხოვდეს ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩარჩოებში ვზივარ. სხვათა შორის, ძალიან ხშირად უთქვამთ და ბევრს მოსწონს ეკას გემოვნება, სტილი და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შთაგონებაც არის ეკა, რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებ, ის ყოველთვის მკარნახობდა რა ჩამეცვა. როდესაც რაღაცას ვყიდულობ, აუცილებლად ეკას ვეკითხები აზრს. ზოგჯერ არის რაღაც საკითხებში უთანხმოება, თუმცა, ძირითადად, ჩემი და ეკას გემოვნება მაინც ემთხვევა.

 – “იპეკიოლშირას გამოარჩევდით და რა მოგწონთ ამ ბრენდში ყველაზე მეტად

რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე  სწორედ თურქეთში და მას შემდეგ, ყოველი მოგზაურობისას აუცილებლად შევისეირნებ ხოლმე მათ მაღაზიებში. მიხარია, რომ ბოლო წლებში საქართველოშიც მომეცა ამის შესაძლებლობა. აქ ყოველთვის შეგიძლია აღმოაჩინო რაღაც ისეთი, რაც თან მოდურია, თან განსხვავებული და ხარისხიანი. ვფიქრობ, მათი სამოსი ჩემი სტილის შესაბამისია. ყოველთვის ვიცი რა არის აქტუალური, მაგრამ ყველაფერს არ ვიცვამ, რადგან ვიცი რა მიხდება. საყიდლების დროს იშვიათად მაქვს წინასწარ განსაზღვრული რის საყიდლად მივდივარ, რა მჭირდება. ზოგადად, გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს, ხშირად ვყოყმანობ  თუმცა, როცა ბრენდის და ჩემი სტილი ერთმანეთს ემთხვევა, ყველაფერი გაცილებით მარტივდება. ასეა “იპეკიოლის ” შემთხვევაშიც.

ტექსტი: თაკო გუნთიაშვილი

ფოტო: Cloud Studio

სამოსი:Ipekyol Georgia, Cenomi Retail Georgia 

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

თმა: ნატა ლომაშვილი

გადაღების ადგილი: Radisson RED Tbilisi:

ასევე წაიკითხეთ