რა შევუკვეთოთ? ” იდილიას” სუფრა უკვე ” ვოლტზეა”

კვირის ნებისმიერ დღეს, დღის თორმეტი საათიდან ღამის თერთმეტამდე, “იდილიას” განსაკუთრებული სუფრა თქვენ განკარგულებაშია. ჩვენს ახალ დროებაში, განსაკუთრებით კი სადღესასწაულო დღეებში, დიდი ხიბლი აქვს კერძების სახლში გამოძახებას. არც დროში ხართ შეზღუდული და არც რეგულაციებში. თუ ამას თან ერთვის გემრიელი სუფრა და მიტანის უმაღლესი ხარისხი, თქვენი სადილი თუ ვახშამი ძალზე კარგად ჩაივლის.

ვინც ლერმონტოვის ხუთში მდებარე “იდილიაში” ჯერ არ ყოფილხართ, შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში, გამორჩეულად გემრიელი კერძების ადგილი გაიხსნა. კერძები ქართულია, ევროპულ ყაიდაზე დამზადებული, კახური აქცენტით. მიუხედავად იმისა, რომ “იდილიას” მენიუ “ვოლტზე”, არც მეტი და არც ნაკლები, 39 კერძს, 3 დესერტსა და 7 სოუსს ითვლის, ეს მაინც მხოლოდ მცირე ნაწილია “იდილიას” მრავალფეროვანი მენიუდან.

გრაფიკა რესტორანი

მოგიყვებით ყველაზე პოპულარულ კერძებზე.

ყველაზე ხშირად, “იდილიადან” სახელგანთქმულ ხინკლებს, აჭარულ ხაჭაპურს, ქაბაბს, წიწილას და სხვადასხვა სახეობის დაფას უკვეთავენ. დავიწყოთ დაფებით: ფხალის დაფა, რომელიც, ფხალის ასორტის გარდა, ძალიან გემრიელ მჭადებს ითვალისწინებს. იდილიური მჭადები განსაკუთრებულია, შეფების სპეციალური რეცეპტით გამომცხვარი. გირჩევთ, დამატებით პორციად შეუკვეთოთ. თითოს თითო მჭადი ნამდვილად არ დაგაკმაყოფილებთ. ლეჩხუმური დაფა “ვოლტით” გამოძახებისას ოდნავ ადაპტირებული სახით მოდის – ლობიო, მჟავეული და კვლავ მჭადები. რაც ეხება აჭარულ ხაჭაპურებს, აქ იგი ორი სახეობისაა: ერთი, შეფების ექსკლუზივი -მზის ფორმის აჭარული და მეორე, კლასიკური აჭარული ხაჭაპური. არჩევანი თქვენზეა.

ქართული საჭმელი ვოლტზე

“იდილიას” პოპულარულ კერძთა შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ პურეული. ასორტი სამი სახეობის პურისგან შედგება: ნიგვზიანი შავი, ჭვავისა და პროვანსული. ის ადგილზე ცხვება და ძალიან გემრიელია. ამას ადასტურებს მომხმარებელთა უცნაური შეკვეთებიც: პურის ასორტს ისეთ კერძებთან ერთად უკვეთავენ (მაგალითად, ხინკლის ჩაქაფულთან), პურს რომ საერთოდ არ ითხოვს. ასე რომ, მონიშნეთ შეკვეთის დროს ” იდილიას” პურის ასორტიც.

გემრიელი და პოპულარულია ღორის ნეკნები მოთუშული ბოსტნეულით. “იდილიას” გუნდი დიდხანს ფიქრობდა და ტესტავდა კიდეც სპეციალურ შეფუთვას, რომლითაც კერძი მომხმარებლამდე საჭირო ტემპერატურის მივა . დღეს “იდილიას” კერძები ოპტიმალური შეფუთვით მოგზაურობენ. დაცულია არა მხოლოდ ტემპერატურა, არამედ, კერძისა თუ ლამაზი დესერტის იერსახე. არცერთი პაწაწინა ყვავილი არ უნდა ჩამოვარდეს, მაგალითად, ვარდის დესერტიდან. ხოლო შოკოლადის ბურთი ნაყინით, მოვა ისეთი, როგორსაც თქვენ ელოდებით.

ხარისხი დეტალებსა და ნიუანსებშია. კერძებისა და პურეულის გარდა, “იდილიას” მომხმარებელი ძალიან გემრიელი მურაბებით, სოუსებითა და კახური ზეთებით არის განებივრებული. დიახ, ეს ყველაფერი თქვენ, ასევე, შეგიძლიათ “ვოლტით” გამოიძახოთ სახლში.

ნაპოლეონი დესერტი

კერძი შეკვეთიდან 20-25 წუთის განმავლობაში მზადდება. იფუთება “იდილიურ” ყუთებში და, “ვოლტის” ენერგიული და მხიარული კურიერების დახმარებით, თქვენი სახლებისა და ოფისებისკენ მოემართება.

ტექსტი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: ლიზა გაბუნია

ასევე წაიკითხეთ