0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

H&M-ის საზაფხულო კოლექციის პრეზენტაცია

დღე, რომლის შემდეგაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ – Finally Summer is here!

H&M-ის ქართულმა წარმომადგენლობამ, 4 ივნისს, თბილისის ზღვის იახტ კლუბში „La Cote” ახალი კოლექციის პრეზენტაცია გამართა.

სალომე ღვინიაშვილი H&M

ხანგრძლივი, პანდემიური პაუზის შემდეგ, კომპანიის  პირველი ღონისძიება მართლაც გამორჩეული იყო.  სტუმრებს კოლექციის დათვალიერების გარდა, მიეცათ საშუალება მთელი დღე გაეტარებინათ იახტ კლუბის ულამაზეს გარემოში, მიეღოთ რუჯი, გაესეირნათ იახტით და დასწრებოდნენ იოგას გაკვეთილს.

რაც შეეხება კოლექციას, ზაფხულის დადგომასთან ერთად, H&M-მა სეზონის შესაფერისი. მკვეთრი და კაშკაშა საცურაო კოსტიუმების, საზღვაო სამოსისა და აქსესუარების კოლექცია წარადგინა. კოლექცია დამზადებულია მდგრადი მასალებისაგან, როგორებიცაა, გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებული ელასტინი, რომელიც ეხმიანება H&M-ის მთავარ მიზანს, რომ ბრენდის კოლექციებში 2030 წლისათვის 100% მდგრადი და გადამუშავებული მასალები იქნას გამოყენებული.

Mariam Sanogo HM Tbilisi

კარინ ვიკლუნდ ჰეინიგი, H&M-ის დიზაინერი:

H&M-ის საცურაო კოსტიუმების უახლესი კოლექცია მკვეთრ ფერებსა და განსხვავებული სტილის მოდელებს აერთიანებს, რომელთა მორგებაც ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად არის შესაძლებელი. კოლექციაში მკვეთრი იასამნისფერი, მწვანე და თეთრი ფერი ერთიანდება შოკოლადისფერ ყავისფერთან. ასევე, გამოვიყენეთ უფრო მდგრადი მასალები, როგორებიცაა, გადამუშავებული პოლიესტერი, გადამუშავებული პოლიამიდი და გადამუშავებული ელასტინი. 

HM მანიკა ასათიანი
HM ღონისძიება თბილისში
თეონა თავართქილაძე მანიკა ასათიანი

ასევე წაიკითხეთ