Gritti Venezia – აღმოსავლურ-ვენეციური სურნელების ისტორია “არომატეკაში”

სურნელს ისტორია უნდა ჰქონდეს. ადამიანი არომატში საკუთარ ისტორიასაც ეძებს, თითქოს. და თუ პოულობს, მას იყვარებს და თითქმის არასდროს ივიწყებს.

ცნობილი იტალიური ნიშ-პარფიუმერული ბრენდის, Gritti-ს ისტორია ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნიდან იწყება. ვენეციაში ცნობილი გვარის წარმომადგენელი, ალვიზე გრიტი დოჟებისა და სამეფო კარის წარმომადგენლების გარემოცვაში იზრდებოდა. პროფესიით ქიმიკოსსა და მოწოდებით მოგზაურს, ძალიან მალე მობეზრებია ცხოვრების ჩვეული რიტმი და აღმოსავლეთში გამგზავრებულა. უკან, ვენეციაში, ალვიზე გრიტი, მისი ბიოგრაფების ცნობით, სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნებულა. თანამედროვეებისთვის აღმოსავლური შთაბეჭდილებების გაზიარება მას პარფიუმით უცდია. ასე იქმნება მსოფლიოში პირველი “გრიტი”. ცხადია, შუა საუკუნეების ვენეციაში შექმნილი პარფიუმი, სერიული წარმოების ვერ იქნებოდა. ის მხოლოდ რჩეულთათვის იყო ხელმისაწვდომი და იმთავითვე ნიშ პარფიუმერიის სტატუსით მოიპოვა.

დღევანდელი Gritti Venezia ალვიზეს შთამომავლის, ლუკა გრიტის დაფუძნებულია. ცნობილი პარფიუმერი და ბრენდის არტდირექტორი პროფესიით ქიმიკოსი იყო. თუმცა, ცხოვრების ადრეულ ეტაპზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გვარის ტრადიციის გაგრძელებას და ფინანსური კონსულტანტობა დაუწყია. ალვიზეს გენებმა, ლუკა გრიტის ცხოვრებაში, თავი 30 წლის ასაკში იჩინა. სწორედ მაშინ, ლუკა გრიტი უბრუნდება საგვარეულო საქმეს და 2010 წელს, ნიშ პარფიუმერულ ბრენდს აფუძნებს.

Luca Gritti Venezia

ბრენდის კონცეფცია ძველი არომატების გაცოცხლება და უნიკალურობაა. ფლაკონის დიზაინი ძველებურ წიგნს მოგაგონებთ. მაგალითად, შავი ხავერდის წიგნს, რომლის სილუეტს მძიმე და პრიალა თავსახური ასრულებს. სახელწოდება და მინიშნება არომატის სახეობის შესახებ, ოქროსფერ ფირფიტაზეა ამოტვიფრული. ყუთში ის შავ აბრეშუმშია ჩაფლული. არომატთან გაცნობის პრელუდია ჯერ სხვადასხვა ტექსტურასთან შეხებით იწყება — ხავერდიდან მარმარილოსკენ, მარმარილოდან ოქროსფერ, პრიალა ფირფიტასთან . . აღნიშნული შავი კოლექცია 12 არომატს მოიცავს. 12 უნიკალურ არომატს, რომელთა შორის, ლუკა გრიტის ჩანაფიქრით, თქვენ აუცილებლად იპოვით თქვენსას. ბრენდის ლოგოტიპზე საგვარეულო გერბია და იქვე გრიტის გვარის დევიზიც, რომელიც ლათინურიდან ასე ითარგმნება: ” არ მისცე წინააღმდეგობებს შენი გატეხვის საშუალება”.

ლუკას გრიტის მიერ შექმნილი ერთ-ერთი პირველი არომატი “ანტალიაა”, თანამედროვე თურქეთის ერთ-ერთი პოპულარული კურორტის სახელი. ეს არომატი ალვიზე გრიტის აღმოსავლური მოგზაურობის ისტორიაა, გაცოცხლებული მისი შთამომავლის მიერ.

“ანტალიას” მოჰყვა პარფიუმის სხვა, არაერთი საინტერესო სერია. მათი სრული შემადგენლობა თბილისში, “არომატეკაში” დაგხვდებათ. ძველებური წიგნების დარად ჩამწკრივებულნი, ძალიან მალევე მიიპყრობენ თქვენს ყურადღებას. სურნელთა სპექტრი მრავალფეროვანია – აკვა სერიიდან დაწყებული, მძიმე აღმოსავლურით დასრულებული. პარფიუმი, თავისი არსითა და კონცეფციით, იმთავითვე უნისექსი იყო. თუმცა, “არომატეკაში” “გრიტების” შავ, თეთრ, აკვა ფლაკონებს შორის, თქვენ აუცილებლად შენიშნავთ წითელი ხავერდის “გრიტს”. ითვლება, რომ ის საგანგებოდ ქალებისთვის შეიქმნა. სცადეთ და აუცილებლად გაეცანით. “გრიტის” წიგნების თაროზე თქვენ საოცარი აღმოჩენები გელით – ძველი აღმოსავლურ-ვენეციური სურნელების აღმოჩენები, ცხადია, თანამედროვე აქცენტებით ლუკას გრიტისგან. იპოვეთ თქვენი ისტორია “გრიტის” სამყაროში.

ასევე წაიკითხეთ