Get ready for Spring!

თებერვლის ბოლო დღეს, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩვენს ქალაქში გაზაფხული, მეტი მზე და სითბო შემოაბიჯებს, იმ პროდუქტებზე უნდა მოგიყვეთ, რომლებიც ვფიქრობთ, რომ გაზაფხულს ყველაზე მეტად მოუხდება. მაშ ასე, “სითის” აზრით, ტოპ 5 პროდუქტი გაზაფხულისთვის ასე გამოიყურება:

ამ სიაში პირველი, გამორჩეული სახელით – SPORT IN A TUBE, ფრანგული ბრენდის Esthederm-ის სხეულის მორფო კონცენტრატია.

ესტედერმი

ეს საშუალება უჯრედულ დონეზე დაგროვილი ცხიმის წვას უზრუნველყოფს, ამავდროულად, ხელს უშლის მათ კვლავ დაგროვებას და საგრძნობლად ამკვრივებს კანს.

ამ შედეგის მიზეზი კი მორფო კონცენტრატაგარდაქმნის ენერგიად) და ოლიგოსაქარიდი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს.

გამოყენება: დილა-საღამოს დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე. გაიკეთეთ კანის მასაჟი ზედა მიმართულებით. განსაკუთრებით რეკომენდირებულია როგორც დამატებითი მკურნალობა რეგულარული ფიზიკური აქტივობისას. არაა რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციისას.

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული მოდის, ამინდების გათვალისწინებით, ფინჯანი ჩაის დალევა ჯერ კიდევ სასიამოვნოა. მითუმეტეს თუ ეს ჩაი დეტოქსიკაციის საუკეთესო საშუალებაა. ჩაუდალიე-ის მცენარეული ჩაი, რომელიც ჩვენი თებერვლის ტოპ პროდუქტების სიაში შედის ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს, ხასიათდება დრენაჟის ეფექტით და მატებს ტონუსს.

ჩაის შემადგენლობაში შედის წითელი ყურძენი, მოცვი, ტკბილი ფორთოხლის ცედრა და დარიჩინი.

მიღების წესი კი ორნაირია, შეგიძლიათ 1 ცალი ჩაის პაკეტი 1 ჭიქა ადუღებულ წყალში მოათავსოთ, გააჩეროთ 5 წუთის განმავლობაში და მიირთვათ ან 3 ჩაის პაკეტი 1,5 ლიტრ ცივ ან ცხელ წყალში ჩადოთ და მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში. მოკლედ რომ ვთვათ, ეს ის შემთხვევაა როცა ინსტრუქცია მარტივია- მიირთვათ და დატკბეთ როგორც არომატებით, ასევე შედეგებით.

სიაში შემდეგი პროდუქტი ისევ ფრანგულ ბრენდს, Caudalie-ის ეკუთვნის. ოღონდ ამჯერად, სხეულის გამამკვრივებელი კრემის, Vinosculpt Lift & Firm-ის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ეს კრემი 97 %-ით ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს- ყურძნის პოლიფენონს, ირისის ექსტრაქტს, შის ხისა და ურძნის წიპწების ზეთს.

კოდალი Vinosculpt Lift & Firm

პროდუქტის მთავარი დანიშნულება – კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის აღდგენაა. მასში შემავალი ზეთები კი ამშვიდებს და ხანგრძლივად ატენიანებს კანს.

გამოიყენება სხეულის 4 ზონაზე: ხელებზე, მკერდზე, მუცელსა და დუნდულებზე. დაიტანეთ სუფთა, მშრალ კანზე დღეში 2 ჯერ, მსუბუქი, წრიული მასაჟური მოქმედებით.28 დღის შემდეგ კი ნახავთ, რომ თქვენი სხეულის გარშემოწერილობა 1 ზომით შემცირდა.

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ორსულთათვისაც.

სიაში ბოლო ორი პროდუქტი, უნიკალური ფრანგული პრემიალური ბრენდს Algologie-ს ეკუთვნის.

პირველი, ესაა Algologie-ს თმისა და ტანის მრავალფუნქციური, მსუბუქად პარფიუმირებული ზეთი, რომელიც მომენტალურად ანიჭებს კანს აბრეშუმისებურ იერს. ალგო 4®-ისა და სხვა მკვებავი და აღმდგენი თვისებების მქონე ინგრედიეტების წყალობით, ეს ზეთი მყისიერად აღადგენს კანს და უბრუნებს მას სილამაზეს.

Algologie-ს თმისა და ტანის ზეთი

ზეთს აქვს მსუბუქი, ჰალოფილური სურნელი, რომელიც მთელი დღის განამვლობაში სასიამოვნოდ მიგყვებათ. გამოყენების წესი ასეთია- წაისვით დილით ან/და საღამოს მსუბუქი მოძრაობებით სხეულზე ან თმაზე.

და ბოლოს, Algologie-ს ზეთი მშრალი კანისთვის. ზეთის ფორმულათა მთავარი შემადგენლობა ასეთია-ალგო 4, ექსკლუზიური ბიო-მიმეტური კომპლექსი, რომელშიც გაერთიანებულია სანაპიროსა და ზღვის წყალმცენარეების, ძლიერმოქმედი თვისებები.

ალგოლოჯი

ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მთელი წლის განმავლობაში შეძლებთ იყოთ ისეთივე ლამაზი და მშვენიერი, როგორიც ზღვის სანაპიროზე ყოფნის დროს.

ზეთში გაერთიანებულია ALGO 4®-ის დადებითი თვისებები, ეთერზეთების კოქტეილი (ლიმონი, გერანიუმი, კედარი) და ფუკუსის ექსტრაქტი, რომელიც აღადგენს კანს და ეხმარება მას, რომ გახდეს უფრო ელასტიური და ერთგვაროვანი.

გამოყენების წესი: წაისვით სხეულზე წრიული მოძრაობებით შხაპის მიღებამდე ან ჩაასხით 2 წვეთი აბაზანაში.

ყველა ამ პროდუქტის შეძენა PSP-ს აფთიაქებშია შესაძლებელი.

ასევე წაიკითხეთ