GEOX  – ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს

ჩვენი მკითხველისთვის ამ ბრენდის შესახებ ბევრჯერ მოგვიყოლია, არაერთი ფოტოპროექტითა და საინტერესო ინტერვიუთი. „აი სი არის“  30 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი გადავწყვიტეთ მოკლედ მოგიყვეთ ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ბრენდი –  GEOX  და ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს.

უკვე 30 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მარიო მორეტი პოლეგატომ, Geox-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ფეხსაცმლის ძირების რევოლუციური გადაწყვეტა  მოიფიქრა.

 1992 წელს, პროფესიით მეღვინე მორეტი, ოჯახური ღვინის ბიზნესის საქმეებით, რენოში, (ნევადა, აშშ) გაემგზავრა.

ნევადის ცხელი მზის ქვეშ, სიცხითა და მაღალი ტენიანობით დატანჯულს,  რევოლუციური იდეა გაუჩნდა –  ფეხსაცმლის ძირებზე  ხვრელები გაეკეთებინა. ასე, ერთი შეხედვით მარტივად დაიწყო მსოფლიოში პირველი ფეხსაცმლის ისტორია, რომელიც სუნთქავს და დღეს უკვე ფეხსაცმლის მსოფლიო ინდუსტრიის ერთერთ ლიდერს წარმოადგენს.

 მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, პოლეგატომ თავისი იდეის განხორციელება ოჯახურ სახელოსნოში სცადა. ახალი, ჯერ არარსებული ძირების შექმნის იდეაც და თავად პროდუქტიც იმდენად გენიალური იყო, რომ მაშინვე დააპატენტა.

თვიდან მორეტი ფეხსაცმლის მსხვილ მწარმოებლებს სთავაზობდა საკუთარი პატენტის გამოყენებას. თუმცა, მოგვიანებით დამოუკიდებლად შეუდგა წარმოებას. პირველი პროდუქტი, ბავშვის ფეხსაცმელი იყო, რასაც ეტაპობრივად ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი, ქურთუკები, ჩანთები და აქსესუარები ემატებოდა.

წლების განმავლობაში, GEOX-მა მოახერხა და გახდა ფეხსაცმლის მსოფლიო ბრენდი.  

GEOX-ის ხარისხის და კომფორტის სრული თანხვედრა უზრუნველყოფს ბრენდის იდენტურობას. ბრენდის ფეხსაცმელი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონდე ადამიანისთვის, ვისაც იზიდავს ინოვაციები, სიახლეები და თანამედროვე სტილი.

GEOX Amphibiox™ უახლესი ტექნოლოგიაა, რომლის დამსახურებითაც, ნებისმიერ ამინდში შესაძლებელია ფეხის სიმშრალის შენარჩუნება. წვიმიან და ქარიან ამინდშიც, გარანტირებულია სრული დაცულობა და კომფორტი. GEOX-ის ფეხსაცმელები, იდეალურადაა მორგებული ტერფზე, დამატებითი ამორტიზაცია, სიმსუბუქე და ტენიანობის კონტროლი, უზრუნველყოფს მომხმარებლების ლოალობას და სიყვარულს ბრენდის მიმართ.

სხვათაშორის, GEO -ბერძნული სიტყვაა და “დედამიწას” ნიშნავს. ხოლო X-ით გამოიხატება ბრენდის მცდელობა, ინოვაციების მეშვეობით თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი დროის გარემოს დაცვით და სოციალურ გამოწვევებში.

ავტორი: ანა არაბიძე

ასევე წაიკითხეთ