Must-have Summer Shoes by Geox – აჩიკო სოლოღაშვილი

აჩიკო სოლოღაშვილიმსახიობი, ტელეწამყვანი

ჩვენს პროფესიაში იმიჯი და სტილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანია  სტილი იყოს კომფორტული. ვთვლი, რომ თუ ჩაცმულობაში რაიმე შემზღუდავს, ვერ ვიქნები თავისუფალი.  სხვანაირს კი, უბრალოდ,  ვერ მიმიღებს მაყურებელი. ამიტომ, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ კომფორტსა და ხარისხს. წლებია, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ „ჯეოქსი“ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ბრენდია. როდესაც მაღაზიაში შედიხარ, ირჩევ სასურველი სტილის მოდელს, ხარისხზე კი, კითხვას  უბრალოდ, არ სვამ.

წელიწადისა და სამი თვის წინ, სრულიად ამოუცნობი და ახალი ამპლუა მოვირგე. სანის გაჩენის დღიდან უდიდესი პასუხისმგებლობა შევიგრძენი და  ეს გრძნობა არ მტოვებს არცერთი წამით. სანის ახლა უმნიშვნელოვანესი ეტაპი აქვს, ფეხი  აიდგა.  მისი ტერფის სწორი განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს. როცა საქმე სანის ეხება, თითოეულ დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. საბოლოოდ,  სანის შემთხვევაშიც,  არჩევანი „ჯეოქსზე“ შევაჩერეთ. მიზეზი ხარისხია, რომელსაც ეს ბრენდი გვთავაზობს. თითოეული ფეხსაცმელი შექმნილია უმაღლესი ხარისხის მასალითა და სპეციალური ტექნოლოგიით.  დამეთანხმებით, რომ მშობელს  საკუთარი შვილისთვის საუკეთესო უნდა.  უდიდესი კომფორტია  როდესაც იცი, რომ არსებობს ბრენდი, რომელსაც შეგიძლია ენდო.

ასევე წაიკითხეთ