Formula 505- იარე შენი გზით

წყალი იცვლის ფორმას, მაგრამ არასოდეს არსს. სწორედ ამ დინებით დაიბადა Formula 505 — ვერცხლის და მარგალიტის სამკაულების კოლექცია, სადაც სილაღე ხვდება სიზუსტეს, ხოლო სიჩუმე-ფორმას.

მოძრაობის სილამაზე

კოლექცია შთაგონებულია წყალში თევზის მშვიდი მოძრაობით. ეს შინაგანი ჰარმონია არასოდეს ჩერდება. სამკაულები თითქოს სუნთქავენ, შუქს იჭერენ და სიცოცხლეს ასხივებენ.

დიზაინის სული

Formula 505 აერთიანებს მეტალის სიმყარეს და წყლის მოქნილობას. რბილი ხაზები, წრიული ფორმები, ელეგანტური სიმარტივე — თითოეულ ნამუშევარში მოძრაობის ილუზია იბადება.

ეს კოლექცია მახასიათებელია სკანდინავიური მინიმალიზმისთვის — სუფთა ფორმა, წონასწორობა, თავშეკავებული ელეგანტურობა. Formula 505 განკუთვნილია ქალისთვის, რომელიც სილამაზეს სიჩუმეში ხედავს, ძალას — სიმარტივეში.

თითოეული ნამუშევარი ადაპტირდება მფლობელთან ერთად — მარტივად, ჰარმონიულად, შეუმჩნევლად. როგორც წყალი — ყოველთვის ცოცხალი, ყოველთვის ახალი, ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია, მაგრამ მისი არსი უცვლელია.

დიზაინი: Sidonia Nun

ფოტოგრაფი: Sasha Mazur (უკრაინა)

მოდელი:  Angelina Tumakova (უკრაინა)

თმა/ვიზაჟი : Sofiia Yakovchuk (უკრაინა)

ასევე წაიკითხეთ