FAME By Paco Rabanne

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა,  „ისი პარი”  მედიას  პაკო რაბანის ახალი  სუნამო, FAME  წარუდგინა.

პრეზენტაცია 10 ნოემბერს, ულამაზეს ადგილას, „შატო მუხრანში” ჩატარდა. შეხვედრას ინფლუენსერები და ბლოგერებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება ფრანგული კლასიკური სულით და კულტურით იყო შთაგონებული.   

„შატო მუხრანის”  მთავარმა შეფმა, ალექსანდრე ტატიშვილმა შესანიშნავი ფრანგული სადილი დაახვედრა სტუმრებს.

„ისი პარის” კონტენტმენეჯერმა,  ლინა ქალდანმა სტუმრებს პაკო რაბანის ახალი სუნამოს კონცეფცია და არომატები გააცნო.

 „მოძრაობის თეატრის” ცეკვამ კი, შეხვედრას განსაკუთრებული ემოციურობა შესძინა.

ტრადიციულად, „ისი პარიმ” ყველა სტუმარი  დაასაჩუქრა. შემდეგ კი,  შატოს ულამაზეს ეზოში მიიწვია და ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დაასრულა.

ფოიერვერკთან ერთად, სტუმრებმა  ჰაერში ბუშტები გაუშვეს და სურვილებიც ჩაიფიქრეს.

ასევე წაიკითხეთ