Estel Holding – მა  ბრიტანული სამეფო ბრენდი Roja Parfums -ის გალა წვეულება თბილისში,  „რესპუბლიკაში“ გამართა

15 სექტემბერს, ბრიტანული სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის ბრენდისადმი მიძღვნილი, გალა ღონისძიება გაიმართა. ბრენდი, ექსკლუზიურად, ,,ესტელ ჰოლდინგმა” წარმოგვიდგინა.

Roja Parfums მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პარფიუმერიის სახლის ბრენდია, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, ლონდონში, როჟე დავის მიერ, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი ინგლისელი პარფიუმერი და დიდი ბრიტანეთის პროგრამა ,,THE GREAT-ის“ კრეატიული ელჩია. ამასთანავე, მის მიერ შექმნილი პარფიუმერული კომპოზიციები მსოფლიოში ყველაზე ელეგანტურად მიიჩნევა და კომპონენტები, რომელთაგანაც ისინი შედგება, ხშირად ოქროზე ძვირფასია.

სპეციალურად, ღონისძიებისთვის, ,,როჟე პარფამის“ ბრენდის ხელმძღვანელი, ჯეკ ქესიდი, ბრიტანეთიდან ჩამოვიდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ბრენდის შესახებ საინტერესო დეტალები თავადვე გააცნო. 

სტუმრებს, რესტორან ,,რესპუბლიკაში“, შესაძლებლობა ჰქონდათ, სუნამოების გამოფენა მოენახულებინათ, სადაც ყოველი პარფიუმი, თავისივე შემადგენლობაში არსებული, ბუნებრივი ინგრედიენტებით იყო გაფორმებული, ასევე ერთ-ერთი ბესტსელერი სუნამოს, Manhattan-ის შთაგონებით შექმნილ, უზარმაზარ 3D ფლაკონის ფოტოზონაში ულამაზესი ფოტოსესია მოეწყოთ და ტერასაზე, მოწვეული მუსიკოსების ყველაზე გემოვნებიანი მუსიკით დამტკბარიყვნენ.

Roja Parfums-ის ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა, Estel Georgia-მ, 15 სექტემბრის ერთი ჩვეულებრივი საღამო, მუსიკის, ხელოვნებისა და პარფიუმერიის იდეალური შერწყმის შედეგად, ჯადოსნურ დღესასწაულად გარდაქმნა, რათა სტუმრები მთელი არსებით გადაშვებულიყვნენ ,,როჟეს“ თავბრუდამხვევ თავგადასავლებში და თავად გამოეცადათ ხელოვნებისა და პარფიუმერიის იდეალური ტანდემი.

აღნიშნული ბრენდი, ამჟამად, წარმოდგენილია ლუტეციას გალერიის, სითი მოლის, ისთ ფოინთისა და ჭავჭავაძის ფილიალებში.

ასევე წაიკითხეთ