Entourage – სივრცე თქვენი სილამაზისთვის

დღესდღეობით, სხვადასხვა მომსახურების მისაღებად, სულ უფრო და უფრო ხშირად ვეძებთ საუკეთესო სივრცესა თუ პროფესიონალ სპეციალისტებს. ამისათვის, ვისმენთ მეგობრებისა და ნაცნობების რეკომენდაციებს. ძირითადად კი, მაინც სოციალურ ქსელებს მივმართავთ, სადაც ინფორმაციას და ყველაზე გულწრფელ შეფასებებს მარტივად ვპოულობთ. სახელი და გვარი, რომელიც უკვე დიდი ხანია განსაკუთრებულ შეფასებებთან ასოცირდება – ბაია კონდრატიევაა. ბაია ესთეტიკური მედიცინის სფეროში უკვე 9 წელია მოღვაწეობს. მის პროფესიონალიზმსა და პაციენტების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მისი პაციენტები ყოველთვის გამორჩეულად საუბრობენ. სულ ახლახანს, ბაიამ არაჩვეულებრივი სივრცე, სახელად “ანტურაჟი” გახსნა. “ანტურაჟი”, ეს ლამაზი ჟღერადობის სიტყვა, გარემო პირობების ერთობლიობას აღნიშნავს. აქ მართლაც განსაკუთრებული, დახვეწილი გარემოა. ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც სილამაზისა და ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. რაც მთავარია, მოსულ სტუმრებს პროფესიონალთა საოცრად თავაზიანი და მოწესრიგებული გუნდი მასპინძლობს.

ესთეტიკური ცენტრი ანტურაჟი ბაია

რამდენი ხანია რაც ესთეტიკური ცენტრი “ანტურაჟი” გაიხსნა?

ესთეტიკური ცენტრი “ანტურაჟი” დაახლოებით, ერთი თვეა რაც გავხსენი, თუმცა, ესთეტიკური მედიცინის სფეროში უკვე 9 წელია ვმოღვაწეობ. ხშირად მითქვამს, რომ გზა, რომელიც დღემდე გავიარე, მარტივი არ ყოფილა. საქმისა და პაციენტებისადმი სიყვარული, მთავარი მოტივაციაა ამ გზაზე.

რა ტიპის მომსახურების მიღება შეიძლება კლინიკაში?

ჩვენს ესთეტიკურ ცენტში შესაძლებელია სრული კოსმეტოლოგიური მომსახურება, დერმატოლოგის კონსულტაცია და ლაზერული ეპილაცია. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ესთეტიკური ცენტრის ლოგო, რომელიც თანასწორობის სიმბოლოა და მოიაზრებს ესთეტიკური მედიცინის მნიშვნელობას როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც.

მომიყევით გუნდზე, რომელიც ქმნის “ანტურაჟს”

“ანტურაჟი” – ეს ლამაზი ჟღერადობის სიტყვა, გარემო პირობების ერთობლიობას აღნიშნავს. იმ პოზიტიური გარემო პირობების ერთობლიობას, რომელსაც ჩემი გუნდი და მე ვქმნით: ცოდნის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, პაციენტისადმი დიდი სიყვარულის, ზრუნვის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით… ყველა სპეციალისტი გახლავთ ექიმი და საკუთარი საქმის პროფესიონალი.

ბაია კონდრატიევა

როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ესთეტიკურ მედიცინაში მთავარი გამოწვევა?

დღევანდელ რეალობაში სტერეოტიპული გახდა სილამაზის აღქმა და სამწუხაროდ, ხშირად ზომიერების შეგრძნება ეკარგებათ პაციენტებს. ესთეტიკური მედიცინის მთავარი გამოწვევა დღეს ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაა. მეცნიერების დამსახურებით, უამრავი საშუალება არსებობს დაბერების პროცესის შესაჩერებლად. ამავდროულად, არ უნდა დავკარგოთ მთავარი ხიბლი, შარმი და ის ინდივიდუალიზმი, რაც თითოეულ ადამიანს გააჩნია.

ახლა გაზაფხულია. როგორია ზოგადი რეკომენდაციები ამ პერიოდისთვის. რა პროცედურების გაკეთებაა რეკომენდებული კანის ზაფხულისთვის მოსამზადებლად?

არსებობს ზოგადი რეკომენდაციები კანის ზაფხულისთვის მოსამზადებლად. ესენი გახლავთ – გარქოვანებული (ზედაპირული) უჯრედების ექსფოლიაცია (აშრევება), წმენდა, მსუბუქი პილინგი და კანის დატენიანება (ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმალიფტინგი) ასაკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ დატენიანება სჭირდება ყველა ტიპის კანს. ასევე, ნებისმიერი სქესისთვის უმნიშვნელოვანესია მზისგან დამცავი ნელსაცხებლის გამოყენება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენი და თქვენი გუნდის შესახებ, სოციალურ ქსელებში ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით წერენ. პროფესიონალიზმის გარდა, ყველა ხაზგასმით აღნიშნავს თქვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას პაციენტების მიმართ… მსგავსი სიყვარულის დამსახურება ნამდვილად არაა მარტივი…

ჩემთვის ყოველი პაციენტი თანასწორია და თითოეული მათგანი საოცრად დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, რადგან პაციენტი მანდობს ყველაზე ძვირფასს რაც მას გააჩნია – საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეს. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია მოხდეს მისი სურვილისა და ჩემი შესაძლებლობების თანხვედრა. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ გავარკვიო პროცედურის არსში, შევადგინო მისი ანამნეზი, გავაფრთხილო მოსალოდნელი გართულების შესახებ… ვთვლი, რომ პაციენტის ინფორმირებულობა წარმატებული პროცედურის საწინდარია.

ბოლოს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეულია. ნახევრად უკრაინელი ვარ, უკრაინაში ცხოვრობს ბევრი ჩემი ნათესავი და იმის ყურება, რაც ახლა იქ ხდება, ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია.

ფოტო: ნათია ასანიძე/ LIG Studio

მისამართი: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი #49

ასევე წაიკითხეთ