“Elite Model Look Georgia 2023”-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

Elite Model Look -ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, რომელიც უკვე მე 15-ედ, წარმატებით ჩატარდა საქართველოში კომპანია ელიტის ექსლკუზიური წარმომადგენლის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ.

კონკურსი მიზნად ისახავს გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში, Elite Model Look-ი რჩება ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის ავანგარდში.  იგი სთავაზობს ათასობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან, რომ აქციონ თავიანთ ოცნებები რეალობად და მიჰყვნენ მოდის ისეთი ვარსკვლავების კვალს, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, სტეფანი სეიმური, ვიტორია სერეტი, მონა ტუგარდი, ფეი ფეი სან, მაიოვა ნიკოლასი, ბირგიტ კოსი, მინგ ქსი, ვალერია ბულდინი, ნინა მარკერი, მეთიუ ბელი, დევიდსონ ობენებო და სხვები.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა  იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ შთამბეჭდავი საერთაშორისო სამოდელო კარიერა.

კონკურსში ყოვლწლიურად 70 ქვეყნიდან 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. მე-40, საიუბილეო მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  სააგენტო “Elite Model Management”-თან და აქტიური საერთაშორისო სამოდელო კარიერა.

Elite Model Look Georgia 2023-ში ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა კანდიდატმა და მათგან  იქნა შერჩეულია 19 გოგონა და 4 ვაჟი კონკურსანტი, რომლებიც იბრძოდნენ გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად.

6 დეკემბერს, სასტუმროში “თბილისი ფილარმონია  მერკურისაგან“ ჩატარდა  Elite Model Look Georgia 2023-ის ფინალური ღონისძიება, სადაც პირდაპირი ჩართვის მეშვეობით,  საერთაშორისო სამოდელო კონკურსის  ELITE MODEL LOOK WORLD-ის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჯენიფერ მეიმ და ELITE MODEL LOOK Georgia- ორგანოიზატორმა ნმა ია კიწმარიშვილმა, დაასახელეს გამარჯვებული გოგონა და ვაჟი, რომლებიც საქართველოს სახელით გაემგზავრებიან მსოფლიო ფინალზე.

მე 15-ე საიუბილეო კონკურსის Elite Model Look Georgia 2023-ის  გამარჯვებულები გახდნენ:  17 წლის დიანა ჯინჭარაძე და 18 წლის საბა ცქვიტიშვილი. 

დიანა და საბა 2024 წლის დასაწყისში წარადგენენ  ჩვენს ქვეყანას მე 40 საიუბილეო  მსოფლიო ფინალის ღონისძიებაზე ELITE MODEL LOOK WORLD FINAL.

ასევე წაიკითხეთ