Compagnie de Provence

ფრანგული პრემიუმ ნიშ ბრენდი საქართველოში

იანვრის შუა რიცხვებში დედაქალაქში  პრემიუმ ნიშ ბრენდის, Compagnie de Provence– ის, პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს მედიის წარმომადგენლები,  ბლოგერები და ინფლუენსერები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციას დერმატო-კოსმეტოლოგი ნათია თოდუა უძღვებოდა, რომელმაც  კანის მოვლისა  და ამ პროცესში  Compagnie de Provence-ის პროდუქტების როლზე ისაუბრა.

natia todua

Compagnie de Provence-ის ისტორია 1990 წლიდან იწყება, როდესაც ორმა მარსელელმა მეგობარმა ლეგენდარული მარსელის საპნის ტრადიციის აღდგენა და მისი გათანამედროვება გადაწყვიტა. მარსელის ლეგენდარული საპნის კუბი მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა მათ კულტურულ და ინდუსტრიულ მემკვიდრეობაში, სწორედ ამიტომ ბრენდის დამფუძნებლებმა მისი აღორძინება გადაწყვიტეს.

Compagnie de Provence-ს საპონი მზადდება სწორედ ისე, როგორც საუკუნეების წინ: ქოქოსის მცენარეული ზეთითა და ნატურალური გლიცერინით, ხელოვნური საღებავების, ცხოველური ცხიმის, სინთეზურად აქტიური ნივთიერებების გარეშე, 95%-ზე მეტი ბუნებრივი ინგრედიენტის შემცველობით.

პროდუქცია Compagnie de Provence

დღეს ეს სახელგანთქმული ბრენდი თანამედროვე იერითა და თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. მას  საქართველოში მხოლოდ ,,ავერსის“ სააფთიაქო ქსელში იპოვით.

ასევე წაიკითხეთ