ჯანსაღი სილამაზე – CITY X VARIXINAL

ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით ვზრუნავთ ჩვენს სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე.

ამიტომ, ბევრი სწორედ ამ პერიოდში იწყებს ვარჯიშს, ჯანსაღ კვებას და სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ აქტივობას. ხშირად, ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიუხედავად, თავს იჩენს ისეთი შემაწუხებელი სიმპტომები, როგორიცაა: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი წვივის მიდამოში, შეშუპება, დაღლილი ფეხის შეგრძნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ აღნიშნულ სიმპტომებს, მით უფრო მაშინ, როცა ვიზუალურად ვხედავთ “ობობის ქსელის” მსგავს ვენებს, გვაქვს ფეხების სიჭრელისკენ და კანის ფერის ცვლილებისკენ მიდრეკილება, გამოხატული ვარიკოზი ან ცელულიტი და შეშუპება.

რადგან პრობლემა ძალიან აქტუალურია, ამასთანავე, შემაწუხებელი და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი, დავიწყეთ უნივერსალური საშუალების მოძიება, რომელიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ შემაწუხებელ სიმპტომებს და მოვახდინოთ ვარიკოზული დაავადების განვითარების პრევენცია. ძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არსებობს ბრენდი “ვარიქსინალი”, რომელიც ევროპის ქვეყნებში გამოცდილი, პოპულარული და აღიარებულია, როგორც “ვენური სისტემის ჯანმრთელობის ექსპერტი”. როდესაც ვცდილობდით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, გავიგეთ, რომ “ვარიქსინალის” ერთ-ერთი მომხმარებელი ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტანმოვარჯიშე, უმშვენიერესი ქეთი ხატიაშვილია. შესაბამისად, ჯანსაღ სხეულზე, ცხოვრების აქტიურ წესზე, რისკებზე, რომელიც ვარჯიშს თან ახლავს და “ვარიქსინალზე” სწორედ მას ვესაუბრეთ. “სითის” და ბრენდ “ვარიქსინალის” ერთობლივი რუბრიკისთვის გადაღება “მზიურის პარკში” დავიწყეთ, საიდანაც ქეთი ყოველ დილას, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, სასარგებლო და მარტივ ვარჯიშებს გვასწავლის. შემდეგ კი, ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ადგილას, “ვაკის საცურაო აუზზე” გადავინაცვლეთ. ფოტოსესიის შემდეგ, აუზის კაფეში ქეთისგან ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მივიღეთ:

ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე

Khatiashvili Keti

ოთხი წლის ასაკში ცოტა პუტკუნა ბავშვი ვიყავი და პედიატრის რჩევით, დედამ მე და ჩემი და ტანვარჯიშზე მიგვიყვანა. 6-7 წლის ასაკში ჩამოვედით თბილისში და ვარჯიში აქაც გავაგრძელეთ. საბოლოოდ, სპორტის ამ სახეობას გავყევი. წლების შემდეგ, როცა აქტიურ სპორტს თავი დავანებე, ორგანიზმი სულ მთხოვდა მოძრაობას. ამავდროულად, ძალიან მინდოდა ახალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესი დამენერგა და დავაარსე ტანვარჯიშის აკადემია, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებულია.

დღის უმეტესი ნაწილი სპორტით ვარ დაკავებული. ჩემი დილა იწყება 7 საათზე, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” პირდაპირი ჩართვით და ძალიან მეამაყება, რომ პანდემიის პერიოდში ეს ვარჯიშები ბევრმა სხვადასხვა ასაკის ადამიანმა აიტაცა. ექიმებიც უწევდნენ რეკომენდაციას. შემდეგ უკვე, ბავშვებთან ერთად ვაგრძელებ აკადემიაში ვარჯიშს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სპორტს, ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღ კვებას უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა, დაზღვეულები არ ვართ სხვადასხვა დაავადებისგან. სპორტი, თავის მხრივ, ტრავმის შემცველიც არის და მისი სწორად შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად გვსმენია, რომ სირბილის, ვარჯიშის, ცურვის და სხვა აქტივობის შემდეგ, ადამიანებს სტკივათ წვივები, ფეხის კუნთები, აქვთ სიმძიმის შეგრძნება…

Keti Khatiashvili

რამდენიმე წლის წინ, მეც შემაწუხა ქვედა კიდურებში ტკივილმა. ყურადღება არ მივაქციე მანამ, სანამ ფეხზე ვენა არ გამომივარდა. როდესაც ჩავიტარე დიაგნოსტიკა, დადგინდა, რომ ეს ვენური უკმარისობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და მეც უფრო ღრმად დავინტერესდი ამ საკითხით. აღმოჩნდა, რომ ვენური უკმარისობა და მისი ჩივილები ვითარდება მაშინ, როდესაც ირღვევა კუნთების და ვენების ტონუსი, სისხლის ფეხებიდან გულისაკენ ადინება და მიკროცირკულაცია. ამ დროს, სითხე კავდება ფეხის ქვედა ნაწილში და გვაქვს სიმძიმის ძლიერი განცდა და შეშუპება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქრონიკული პროცესია, გართულების პრევენციისთვის აუცილებელია სამი ფაქტორის დაცვა: სპეციალური ვარჯიშები, ცურვა და სირბილი – წვივის კუნთების ტონუსისთვის და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის. ასევე, ჯანსაღი კვება – ჭარბი წონის კორექციისთვის.ამავდროულად, სპეციალური საშუალებების მიღება, რომლებიც რეკომენდებულია როგორც შემაწუხებელი სიმპტომების მოსახსნელად, ასევე, დაავადების პროფილაქტიკისთვის და გართულების თავიდან ასაცილებლად. ჩემს შემთხვევაში, საუკეთესო შედეგი მომცა “ვარიქსინალის” აბისა და გელის კომბინაციამ. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და რადგან ჯანმრთელობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ვეცადე კარგად შემესწავლა “ვარიქსინალი”. რაც ძალიან მომეწონა არის ის, რომ არის ბუნებრივი და სრულიად უსაფრთხო. მის შემადგენლობაში შედის კუნთებისა და ვენური ტონუსისთვის, სისხლძარღვებისა და ლიმფური სადინრების სტრუქტურისთვის აუცილებელი კომპონენტები. ხომ იცით კოლაგენი? კოლაგენი არის კუნთების და სისხლძარღვების სიჯანსაღის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი, რომლის სინთეზსაც ხელს უწყობს “ვარიქსინალის” კომპონენტები. აწესრიგებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას და გვიცავს შეშუპებისგან. ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ პირველი შედეგი რაც ვიგრძენი, იყო ტკივილის და სიმძიმის შეგრძნების მოხსნა, რადგან სწორედ ეს ჩივილები მაწუხებდა ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, სწორი თერაპიის ფონზე, ვენის გამოვარდნის ეპიზოდიც აღარ მქონია. რადგან ერთხელ მქონდა უკვე შემთხვევა, ცხელი დღეების მოახლოებასთან ერთად, ვიწყებ “ვარიქსინალის” გამოყენებას. ახლა სწორედ გელს ვიყენებ დილა-საღამოს, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ, რომელიც ძალიან მიყვარს, რადგან მთელი დღე მიტოვებს ფეხებში სიმსუბუქის და თავისუფლების შეგრძნებას. გამომდინარე იქიდან, რომ არის ევროპული და სანდო, უსაფრთხო საშუალება, შემიძლია ჩემი გამოცდილება სხვებსაც თამამად გავუზიარო.

ვინც ახლა იწყებს ვარჯიშს, მათ ვურჩევდი – პირველ რიგში, მოიწესრიგეთ ძილი. ეს ყველაზე კარგი აღმდგენი საშუალებაა. არ ივარჯიშოთ უზმოზე და გახსოვდეთ, პირველ ეტაპზე მსუბუქად უნდა დაიტვირთოთ. წონის დასაკლებად ძალიან ეფექტურია და ყველაზე მარტივია ლახტით ვარჯიში. კარგი იქნება თუ გააკეთებთ კალენდარს, სადაც დღეების მიხედვით გადაანაწილებთ აქტივობებს (მაგალითად, 2 დღე მუცლის კუნთების ვარჯიში, 2 დღე ფეხების, 2 დღე ზურგის და ა.შ) ბევრს ჰგონია, რომ სიარული არასაკმარისია. პირიქით, დღეში, საშუალოდ, 10 000 ნაბიჯი სწრაფი ტემპით, არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. მთავარია ერთბაშად დიდი დატვირთვა არ აიღოთ საკუთარ თავზე და რაც მთავარია, ყოველთვის უსმინეთ თქვენს ორგანიზმს, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი ნიუანსი, რომელიც ვენური უკმარისობის ან სხვა დაავადების მანიშნებელი იქნება.

“ვარიქსინალი აბი”

1 აბი 24 საათიანი მოქმედებით

სწრაფად და ხანგრძლივი დროით ახდენს ქვედა კიდურებში სიმძიმის, ტკივილის, შეშუპების, წვის და დისკომფორტის კუპირებას;

აუმჯობესებს სიხლის მიმოქცევას;

ასტიმულირებს მიკროცირკულაციას და ლიმფოდრენაჟს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, შლაკების გამოდევნას და იცავს ცელულიტის განვითარებისგან;

იცავს კაპილარული ქსელის და ვარიკოზული ვენების განვითარებისგან;

იცავს ქრონიკული ვენური უკმარისობის, ვარიკოზული ვენებისა და ლიმფოსტაზის განვითარებისა და გართულებისგან;

“ვარიქსინალი გელი”

მხოლოდ 2-ჯერ დღეში 12 საათიანი მოქმედებით

მთელი დღის განმავლობაში სძენს ქვედა კიდურებს სიმსუბუქისა და თავისუფლების შეგრძნებას. ამცირებს საღამოს შეშუპების, ტკივილის, წვის და დისკომფორტის განვითარების რისკს;

ასტიმულირებს სისხლის და ლიმფის მიკროცირკულაციას _ იცავს ცელულიტის განვითარებისგან;

აუმჯობესებს ვარჯიშის შედეგს და იცავს ვარჯიშის შემდგომ დაჭიმულობის და ტკივილის განვითარებისგან;

სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს კანზე ლაქებს და არ იწვევს კანის გამოშრობას.

აქვს სასიამოვნო სურნელი და გამაგრილებელი ეფექტი

ფოტო: ლიზა გაბუნია

ასევე წაიკითხეთ