City x Geox – ლაშა ღუღუნიშვილი

წლების წინ, როცა “სითიში” მუშაობა დავიწყე, ლაშა ერთ-ერთი პირველი  იყო, ვინც გავიცანი. წლების განმავლობაში  არაერთ საინტერესო პროექტზე გვიმუშავია ერთად. თუმცა, ამჯერად ფოტოობიექტივის მეორე მხარესაა და უსაყვარლეს შვილებთან, ირიშკასთან და ნინასთან ერთად “სითისა” და “ჯეოქსის” ერთობლივ პროექტში მონაწილეობს.

ლაშა ღუღუნიშვილი

ფოტოგრაფი

“სითისთან” უკვე წლებია ვთანამშრომლობ. თუმცა, დღევანდელი დღე განსხვავებულია. კამერის მეორე მხარეს ვარ.

City x Geox - ლაშა ღუღუნიშვილი

ზოგადად, ფოტოგრაფის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანი და აქტიურია. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ლოკაციებსა და სიტუაციებში გიწევს მუშაობა. ხანდახან ისეც ხდება, რომ ერთი დღის განმავლობაში  ჯერ შედარებით ოფიციალურ სიტუაციაში ხარ,  შემდეგ — ბუნებაში…. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კომფორტულად ყოფნა. ფეხსაცმელი კი ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.

ლაშა ღუღუნიშვილი ჯეოქსი

რასაკვირველია მეც, ისევე როგორც ალბათ ყველა მშობელს, საკუთარი შვილისთვის საუკეთესო მინდა და მაქსიმალურად ვარ ჩართული მათი აღზრდის  პროცესში. ბავშვებისთვის ფეხსაცმლის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ხარისხია. მათი ასაკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობების დროს, სწორად შერჩეული, ხარისხიანი და კომფორტული ფეხსაცმელი ეცვათ. ვიზუალს რაც შეეხება, ხშირად ბავშვები თავად არჩევენ ხოლმე. დღესაც, გადაღებისთვის თავად, საკუთარი გემოვნებით შეარჩიეს მე კი, როგორც მშობელმა, ზუსტად ვიცი, რომ “ჯეოქსის” ნებისმიერი მოდელი რომელსაც შეარჩევენ, ხარისხით გამორჩეული იქნება.

ღუღუნიშვილი ლაშა ჯეოქსი

ავტორი: ანა არაბიძე

ფოტო: ნათია ასანიძე (LIG Studio)

ასევე წაიკითხეთ