0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

#StealHerLook – ბელა ჰადიდის იდეალური საზაფხულო სტილი კანის კინოფესტივალიდან

ბელა ჰადიდის ფოტოები კანის კინოფესტივალიდან ჩემი პინტერესტის ალბომში – Perfect Summer Outfits – დანახვისთანავე მოხვდა.

Ბელა საინტერესო ჩაცმულობით ყოველთვის გამოირჩევა, მაგრამ ის არასდროს არ გამოიყურებოდა ისე კარგად, როგორც სასტუმრო “მარტინესიდან” გამოსვლის მომენტში.

Მოკლედ, თუ ბელას ჩაცმულობაზე ისევე აღფრთოვანდით როგორც მე, გირჩევთ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხოთ. თქვენ აქ იპოვით ზუსტად იმ ტანსაცმელს, რომელიც მოდელმა მოირგო და გაიგებთ, თუ სად შეიძინოთ ისინი.

Happy Shopping!

ტოპი ყვავილებიანი პრინტით

ზედა აშკარად შთაგონებული იყო ჯიჯი ჰადიდის ბოლო “ლუქით”. დის მსგავსად, ბელამ ყვავილებიანი პრინტის საცურაო კოსტუმი ჯიჯის და Frankies Bikinis-ს კოლაბორაციიდან შეარჩია.

Frankies Bikinis x Gigi Hadid
Frankies Bikinis Fawn Ruffle One Piece Swimsuit

მინი ქვედაბოლო

ეს Პლისირებული, ქამრიანი, ქვედაბოლო ნიუ-იორკში დაფუძნებული ჩემი საყვარელი ბრენდის Orseund Iris-ის უახლესი კოლექციიდანაა.

Orseund Iris Cream Skirt
Orseund Iris Pleated Micro Mini Skirt

აქსესუარები

Ბელას მიერ შერჩეულმა აქსესუარებმა  მისი ჩაცმულობა მარტივი, მაგრამ ამავდროულად ელეგანტური გახადა. ბელამ არჩევანი Prada-ს ყავისფერ ჩანთაზე, ქუსლიან სანდლებსა და 90-იანების სტილის სათვალეებზე გააკეთა.

Prada Tan Hobo Bag
Prada Hobo Bag
Lu Goldie Sunglasses
Lu Goldie Nina Sunglasses
Chanel PVC heeled sandals
Chanel PVC Sandals

ასევე წაიკითხეთ