BDC — ახალი კულტურული ჰაბი თბილისში

BDC-ის სცენაზე „მეხუთე სტიქიის“ პრემიერა შედგა

თბილისში, გურამ ფანჯიკიძის #1-ში, ოფიციალურად გაიხსნა მრავალფუნქციური კულტურული ჰაბი BDC (Bachana Dance Company), სადაც მაყურებლის წინაშე მასშტაბური ქორეოგრაფიული დადგმის — „მეხუთე სტიქიის“ — პრემიერა შედგა.

BDC წარმოადგენს თანამედროვე კულტურულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს სცენას, მრავალფუნქციურ დარბაზს, ხმის ჩამწერ სტუდიას, საპროდიუსერო ინფრასტრუქტურას, ვოკალის და ქორეოგრაფიულ სტუდიებს, ასევე ბარს ქართული კოქტეილების კონცეფციით. ეს არის პლატფორმა, სადაც ხელოვნება იქმნება, იწარმოება და ცოცხლდება — ერთიან ეკოსივრცეში.

„მეხუთე სტიქია“ წარმოადგენს ქართული ტრადიციული ცეკვისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზს — ფოლკლორული და თანამედროვე ფორმების შერწყმას სრულიად ახალ ინტერპრეტაციაში. დადგმაში მონაწილეობს 80 მოცეკვავე და მომღერალი, რაც მას განსაკუთრებულ მასშტაბსა და ენერგიას სძენს.

დადგმის იდეა, სიუჟეტი და ქორეოგრაფიული გადაწყვეტა ეკუთვნის ბაჩანა ჭანტურიას, რომელმაც გუნდთან ერთად მუსიკის არანჟირებაზეც იმუშავა.

პროექტი გამოირჩევა ვიზუალური გადაწყვეტითაც — კოსტიუმები, რომლებიც ზუსტად ასახავს თითოეული სტიქიის ხასიათს, შექმნილია დიზაინერისა და BDC-ის თანადამფუძნებლის ეკატერინე ჯავახიშვილის მიერ და არ ჰგავს აქამდე შექმნილ არცერთ კოლექციას.

პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ფართო აუდიტორიის მხრიდან. წარმოდგენას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ბაჩანა ჭანტურია, BDC-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი:

„„მეხუთე სტიქია“ არის მცდელობა, რომ ქართული ცეკვა წარმოვაჩინოთ ახალი ხედვით — ისე, რომ შევინარჩუნოთ მისი ფესვები და ამავე დროს  მოვარგოთ თანამედროვე ხედვას. ეს არის სინთეზი ტრადიციისა და თანამედროვეობის, სადაც მოძრაობა, მუსიკა და ვიზუალური მხარე ერთ მთლიან ისტორიად ერთიანდება და სტიქიად გარდაიქმნება.

BDC სწორედ ასეთი მასშტაბის პროექტებისთვის შეიქმნა — სივრცე, სადაც იდეა ვითარდება და სრულყოფილ ფორმას იღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და კიდევ უფრო განვითარდეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.“

პრემიერის შემდეგ დასმა უკვე მიიღო მოწვევები და მიმდინარეობს საერთაშორისო გასვლების დაგეგმვა.

„მეხუთე სტიქია“ და BDC-ის სხვა დადგმები მაისიდან უმასპინძლებს მაყურებელს, ხოლო ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება TKT.ge-ზე.

BDC-ის მედია პარტნიორია ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ხოლო მხარდამჭერი ბაზისბანკი.

Facebook: https://www.facebook.com/BDC.stage
Instagram: https://www.instagram.com/bdc.stage/

ასევე წაიკითხეთ