ბათუმის მეხსიერება ახალ სიცოცხლეში 

Hotel Indigo Batumi Old Town-ის ისტორია და ხედვა

ბათუმის ძველი ქალაქის გულში მდებარე ისტორიულმა შენობამ  ახალი სიცოცხლე შეიძინა. ეს არის სივრცე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული სხვადასხვა ეპოქის ნაწილად იქცა – ქალაქის სწრაფი ინდუსტრიული განვითარების, საბანკო ისტორიისა და არქიტექტურული ტრანსფორმაციების ცოცხალ მეხსიერებად.

შენობა, რომელიც თავდაპირველად სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილებისთვის აშენდა, წლების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის ფუნქციას და მნიშვნელობას, ხოლო მოგვიანებით, თანამედროვე რეკონსტრუქციის შედეგად, მას ახალი არქიტექტურული შრეები დაემატა – მათ შორის გამორჩეული ასტრონომიული საათი, რომელიც დღეს ბათუმის ერთ-ერთ სიმბოლოდ არის ქცეული.

ეს ადგილი მხოლოდ არქიტექტურული მემკვიდრეობა არ არის. ის არის ქალაქის ისტორიის, დროის ციკლურობისა და ცვლილებების მეტაფორა – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ერთ მთლიან გამოცდილებად ერთიანდება.

დღეს კი, სწორედ ამ ისტორიულ კონტექსტში, შენობა ახალ ფუნქციას იძენს როგორც Hotel Indigo Batumi Old Town  ბრენდი, რომელიც გლობალურ გამოცდილებას ადგილობრივი იდენტობისა და უბნის უნიკალური სულის გადმოცემით აერთიანებს.

ეს პროექტი არა მხოლოდ შენობის გაცოცხლება, არამედ ქალაქის მეხსიერების გააქტიურებაა – მცდელობა, რომ ბათუმის ავთენტური ისტორია თანამედროვე სტუმრის გამოცდილების ნაწილად იქცეს.

ინტერვიუ თეო გიორგაძესთან (Chief Marketing Officer) – კომერციული ხედვა და ახალი სიცოცხლე ისტორიულ შენობაში.

როგორ ხედავთ ამ შენობის ახალ სიცოცხლეს კომერციული თვალსაზრისით?

ამ შენობას ძალიან ძლიერი იდენტობა აქვს და სწორედ ეს გახდა ჩვენი მთავარი საწყისი წერტილი. კომერციული პროექტის წარმატება დღეს აღარ განისაზღვრება მხოლოდ ინფრასტრუქტურით ან ლოკაციით – ის განისაზღვრება გამოცდილებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს სივრცე არ ყოფილიყო უბრალოდ განთავსების ადგილი. ის უნდა გამხდარიყო ისტორიის გაგრძელება, სადაც სტუმარი ერთდროულად გრძნობს ქალაქსაც, შენობასაც და მის შიგნით არსებულ ამბავს.

რა განასხვავებს ამ სასტუმროს ბათუმის სხვა სასტურმოებისგან?

განსხვავება სწორედ კონცეფციაშია. ჩვენ არ ვცდილობთ ვიყოთ მხოლოდ სასტუმრო. ჩვენი მიზანია ვიყოთ კონკრეტულად ამ ადგილის გაგრძელება.

ბრენდი Indigo სწორედ ამას ეფუძნება – თითოეული მათი სასტუმრო უკავშირდება იმ უბანს, სადაც მდებარეობს. ამიტომ აქ ყველაფერი – დიზაინი, მასალები, დეტალები – ბათუმის ისტორიიდან და ხასიათიდან არის შთაგონებული.

როგორ ხდება ისტორიული ავთენტურობისა და თანამედროვე კომერციული მოთხოვნების დაბალანსება?

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე საინტერესო პროცესი. ჩვენი მიდგომა იყო ძალიან მარტივი პრინციპი – არაფერი დაგვეკარგა, რაც ამ შენობას უნიკალურს ხდის.

ისტორიული ელემენტები შენარჩუნდა როგორც საფუძველი, ხოლო თანამედროვე ფუნქციები ისე დაემატა, რომ მათ ისტორია არ დაეფარათ, არამედ გაეგრძელებინათ.

ეს ბალანსი კომერციულადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს სტუმარი ეძებს ნამდვილ გამოციდლებას.

რა როლს ასრულებს ეს პროექტი ქალაქის ტურიზმის განვითარებაში?

ბათუმი უკვე აღარ არის მხოლოდ სეზონური ტურისტული მიმართულება. ის თანდათან იქცევა ქალაქად, რომელსაც აქვს კულტურული სიღრმე და მრავალშრიანი გამოცდილება.

ასეთი პროექტები სწორედ ამ გარდაქმნას აჩქარებს, ისინი ქალაქს აძლევენ შინაარსს და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას.

რას ნიშნავს თქვენთვის ამ ისტორიულ შენობაში ახალი სასტუმროს გახსნა?

ეს არის პასუხისმგებლობა და ერთგვარი პატივი. როდესაც ასეთ შენობას ეხები, შენ არ ქმნი უბრალოდ ახალ პროდუქტს  შენ აგრძელებ მის ცხოვრებას.

ჩვენი მიზანია, რომ ეს ადგილი დარჩეს ცოცხალი, აქტიური და მუდმივად განვითარებადი, მაგრამ თავისი ავთენტური ხასიათის დაკარგვის გარეშე.

ისტორიული მეხსიერებით დატვირთული ეს შენობა დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ წარსულის ნაწილი – ის იქცა ქალაქის განვითარების ცოცხალ გაგრძელებად, სადაც არქიტექტურა, კულტურა და თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობა ერთ მთლიან ნარატივს ქმნის.

როგორც თეონა გიორგაძე აღნიშნავს, ასეთი პროექტების მთავარი ღირებულება არა მხოლოდ კომერციულ წარმატებაშია, არამედ იმაში, თუ რამდენად შეუძლია მათ ქალაქის იდენტობის გაძლიერება და მისი ახალი გამოცდილებებით გამდიდრება. სწორედ ამ ხედვაზე დგას Hotel Indigo Batumi Old Town  სივრცე, რომელიც ბათუმის ისტორიას არ ინახავს როგორც არქივს, არამედ აცოცხლებს მას ყოველდღიურ გამოცდილებად.

https://www.instagram.com/hotelindigobatumi

https://www.facebook.com/hotelindigobatumi

ასევე წაიკითხეთ