Ashley Home Store  – ის სოციალური პროექტი  Hope To Dream  

ამერიკული ავეჯის სახლის, Ashley Home Store  -ის  საქართველოს წარმომადგენლობამ, 27 მაისს, ერთ-ერთ ფილიალში, ქართულ-ამერიკული მეგობრობის #43 ნომერში,  სოციალური პროექტის,  Hope To Dream  პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას  ბრენდის  ერთგული მომხმარებლები  და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.    ის უმწეო ოჯახებიდან ბენეფიციარების მოძიებას და  ეტაპობრივად, მათი ხარისხიანი ძილისთვის საჭირო  აქსესუარებით უზრუნველყოფას გულისხმობს. 

„ეშლი ჰოუმსთორის“ სოციალური კამპანია, Hope To Dream  თვლის, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდ და კომფორტულ ძილს. მაღალი ხარისხის ძილის აქსესუარები, მატრასები და საწოლები უმნიშვნელოვანესია მოზარდის სხეულის სწორად ფორმირებისთვის  რაც, პირდაპირი მნიშვნელობით, მათ ჯანმრთელობაზე აისახება.

ავეჯის, მატრასების და სახლის დეკორის, ბევრისთვის უსაყვარლესი მაღაზიათა ქსელს Ashley Home Store Georgia – ს, ფილიალები თბილისსა და ბათუმში აქვს.  აქ ძილის აქსესუარების შესაძენად თუ მიხვალთ, თქვენ მიერ გადახდილი თანხიდან ნაწილი   უმწეო ოჯახებიდან ბავშვებისა და მოზარდებისთვის  მატრასებისა და საწოლების შეძენას მოხმარდება. თუ  თქვენც გაქვთ სურვილი ამ სოციალურ კამპანიაში წვლილი შეიტანოთ, შესანიშნავი საშუალება გეძლევათ. „ეშლიში“, საჭირო ნივთის შეძენასთან ერთად,   ხელს უწყობთ, რომ  რაც შეიძლება მეტ ბავშვს და მოზარდს შეექმნას კომფორტული და ჯანმრთელი ძილის შესაძლებლობა. „ეშლის“  მომხმარებლებს, ასევე, შეგიძლიათ კომპანიის  კეთილი ნების ელჩები გახდეთ და სპეციალური QR კოდის საშუალებით ინფორმაცია უმწეო ოჯახების შესახებ, რომლებსაც კომფორტული ძილისთვის საჭირო ატრიბუტები სჭირდებათ,   მაღაზიას მიაწოდოთ.

„27 მაისს, „ეშლი ჰოუმ სთორიში“ გამართული  ღონისძიების მიზანი იყო  უფრო მასშტაბური გაგვეხადა სოციალური პროექტი – Hope To Dream.  მადლობა გადაგვეხადა ერთგული მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაგვეხმარნენ ბავშვებისთვის ყველაზე ფერადი სიზმრების  სივრცის შექმნაში. ჩვენთან, მატრასის და ძილის აქსესუარების შეძენის შემთხვევაში, გადახდილი თანხის ნაწილი ამ კეთილ საქმეს მოხმარდება. ამ დრომდე უკვე 5 ბენეფიციარს შევუქმენით ძილისთვის კომფორტული პირობები.  

 ჩვენ გვაქვს ჩვენი ბაზა, რომელსაც პერიოდულად ვაახლებთ.

„ეშლი ჰოუმ სთორის“ ღონისძიების მიზანი ისიც იყო,  რომ დარიგებულ ბროშურებზე დატანილი QR კოდის საშუალებით, თითოეულ სტუმარს ჰქონდა საშუალება გაეზიარებინა იმ ბენეფიციარის საკონტაქტო ინფორმაცია, ვისაც   ძილის პირობების გაუმჯობესება სჭირდებოდა. სამომავლოდ, ამ QR კოდის დახმარებით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გაგვიზიაროს ინფორმაცია პოტენციურ ბენეფიციარზე.  ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს  რომ ბავშვებს კომფორტული ძილის პირობები შეუქმნას, შეიძლება გახდეს ჩვენი კეთილი ნების ელჩი.  ბუნებრივია, გამზიარებლის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.“ –  დეკო კურკუმული, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ძალიან მომეწონა ეს პროექტი. მივესალმები, რა თქმა უნდა. მე რითაც შემიძლია მხარს დავუჭერ. თუ დამჭირდება  მაღალი ხარისხის ძილისთვის რაიმე აქსესუარი, სპეციალურად შევიძენ „ეშლი ჰოუმ სთორიში“ და  მცირეოდენ წვლილს შევიტან იმ ბავშვების ცხოვრებაში, რომლებსაც ამ ეტაპზე არა აქვთ კომფორტული ძილის საშუალება. კარგია, როდესაც ასეთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  დიდი კომპანია მაგალითს აძლევს სხვებს რომ დაინერგონ სოციალური აქტივობები, პლატფორმები,  დაეხმარონ  იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება სხვადასხვა კუთხით.

კომფორტულად და სწორად ძილს  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, ყოველთვის იმას გვეუბნებიან, რომ ძილი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, როდესაც მოზარდის ორგანიზმი ყალიბდება, აუცილებელია  რომ სწორად ეძინოთ. აი, რატომ არსებობს  სპეციალური ლეიბები, მატრასები, რომლებიც იმეორებენ ხერხემლის ფორმას.  ზოგ მოზარდს  სჭირდება  მყარი ზედაპირის მატრასები, ხერხემალი რომ სწორად განვითარდეს. არასწორმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს სკოლიოზი და სხვადასხვა დაავადება. მოზარდობის ასაკში, როდესაც ყალიბდება მთელი სხეული,  თავიდანვე უნდა მიექცეს ამ ყველაფერს ყურადღება. კარგი ხარისხის მატრასები, ბალიშები, საჭიროა არამარტო იმისათვის, რომ კომფორტულად დავიძინოთ, არამედ, ჯანმრთელობისთვისაც. ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი და კამპანია.  მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ღონისძიებას. უფრო დეტალურად გავიგე ამ პროექტის შესახებ. მადლობა „ეშლი ჰოუმს“ რომ ასე ზრუნავს  იმ ბავშვებზე, ვისაც არა აქვს საშუალება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ძილის აქსესუარები სჭირდება, შეიძინონ ამ მაღაზიაში,  რომ ბავშვებს დაეხმარონ და გაუუმჯობესონ  არამხოლოდ ძილის, არამედ ცხოვრების ხარისხი .“ – ეკო ფანგანი, ტელეწამყვანი, ინფლუენსერი, ღონისძიების სტუმარი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კომპანიას ჰქონდეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და  მიხარია, რომ „ეშლი ჰოუმსთორიმ“, რომელიც ყოველთვის მომწონდა, თავისი კონცეფციით, კოლექციებით, ხარისხით, ასეთი ინიციატივა გამოიჩინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  როცა თემა ბავშვებს ეხება. ეს ალბათ უფრო სენსიტიურია. მადლობა მათ, რომ აქვთ გააზრებული  კომფორტული ძილი როგორი მნიშვნელოვანია მოზარდის ზრდა -განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის.  ჩვენს ქვეყანაში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველი ბავშვია, ჩემი სრული მხარდაჭერა „ეშლი ჰოუმსთორის“ კეთილ საქმეში. „ – ირინა ონაშვილი, მის საქართველო 2003,  ტელეწამყვანი, ინფლუენსერი, ღონისძიების სტუმარი. 

27 მაისს Ashley HomeStore-ის სოციალური პროექტის Hope To Dream-ის პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს მოსულ სტუმრებს ახალი წამოწყების შინაარსი, რომელშიც  ბევრი მომხმარებელი  უკვე ჩაერთო. 

ტექსტი: თეა ხოფერია

ფოტო: სალი დუნდუა

ასევე წაიკითხეთ