APIVITA – პრემიუმ კლასის ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი თქვენი სილამაზისთვის

სასტუმრო Windhan Grand Tbilis-ში პრემიუმ კლასის ნატურალური კოსმეტიკის ბრენდის Apivita-ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ კომპანია GEPHA, რომელიც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

Apivita აერთიანებს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებების არაერთ ხაზს.  ბრენდი ორმა ბერძენმა ფარმაცევტმა შექმნა 1979 წელს. დღეს კი ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კოსმეტიკურ ბრენდს, რომლის თავის მოვლის პროდუქტებიც ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტების უამრავი ქვეყნის რჩეულია. აღსანიშნავია, რომ Apivita 2017 წლიდან PUIG ჯგუფის წევრია. ჯგუფი მე-3 ადგილს იკავებს დერმატო კოსმეტიკის მსოფლიო ბაზარზე. ბრენდის გამორჩეულობას განსაზღვრავს:

ბუნებრივი ფორმულები და ჰოლისტიკური მიდგომა – Apivita-ს პროდუქციის შემადგენლობის 85-100% ნატურალური ინგრედიენტები და ეთერზეთებია. თითოეულ ფლაკონში ჰარმონიულად არის შერწყმული საუკუნოვანი გამოცდილების სამკურნალო მცენარეები და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები. სახელწოდება APIVITA, რაც ნიშნავს “ფუტკრის სიცოცხლეს”, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან APIS (ფუტკარი) და VITA (სიცოცხლე) და ასახავს მის მთელ ფილოსოფიას.

საკუთარი პატენტები – ბრენდი ინოვაციურობით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს მის მიერ მოპოვებული 6 პატენტი. სწორედ აღნიშნული დაპატენტებული ფორმულებით იგებს მომხმარებლების გულს.

ინგრედიენტები და წარმოების ტექნოლოგია – პროდუქტების შემადგენელი კომპონენტია დაპატენტებული პროპოლისი. წარმოების პროცესში გამოყენებულია ინკაფსულირების ტექნოლოგია,  რაც გულისხმობს მის ღრმა შეღწევას კანის შრეებში და ეტაპობრივ გამოთავისუფლებას, ხელს უწყობს უჯრედების აქტივობას, მეტაბოლიზმს და ანტიოქსიდანტებისგან დაცვას.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროდუქტებში არ ხვდება მცენარეების მტვერი, რაც მომხმარებლებს ალერგიის განვითარებისგან იცავს.

Apivita-ს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს მავნე ინგრედიენტებს, როგორიცაა: პარაბენები, სილიკონები, მინერალური ზეთი და ფლატოლები.

სოციალური პასუხისმგებლობა  – ბრენდი იყენებს ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვებს. ამასთან, Apivita პირველი ბერძნული კომპანია, რომელმაც მოიპოვა B Corporation-ის სერტიფიკატი. შედეგად ის გახდა კომპანიებისა და ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის წევრი, რომლებიც მიისწრაფვიან, გააერთიანონ მეწარმეობა სოციალურ კეთილდღეობასთან და გამოიყენონ ბიზნესის ძალა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად.

დასახელებული ღირებულებების მატარებელი ბრენდი Apivita თავის მოვლის რამდენიმე ხაზს აერთიანებს.

· Express Beauty ხაზი აერთიანებს ნიღბებსა და სკრაბებს, ხელისა და ტუჩის მოვლის საშუალებებს. ისინი დამზადებულია ხმელთაშუა ზღვის ინსპირაციით, რაც მოიცავს სამკურნალო ინგრედიენტებს გამდიდრებულს ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ნატურალური ეთერზეთები კი კიდევ უფრო აძლიერებენ მათ ეფექტურობას.

·  Aqua Beelicious ახალგაზრდა კანის მოვლის მიმართულებაა. ის უზრუნველყოფს მყისიერ და ხანგრძლივ დატენიანებას. იდეალური ბაზაა მაკიაჟისთვის.

·  BEE RADIANT – ეს გახლავთ სიბერის პირველად ნიშნებთან ბრძოლის ხაზი.  დაღლილობასა და სხვა ნიშნებთან ბრძოლა დაპატენტებული პროპოლისითა და თეთრი პიონის ექსტრაქტით ხდება. ამ ხაზის პროდუქტებში წყალი შეცვლილია ასკილის ექსტრაქტით, რასაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

· BEEVINE ELIXIR-ის ხაზი გახლავთ 40+  ასაკობრივი კატეგორია. მისი ბუსტერი კოლაგენით ახალი ერაა დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

#აპივიტა #დაიმტვერესილამაზით #apivita #pollinatebeauty

ასევე წაიკითხეთ