ახალი ლიმიტირებული კოლექცია – CITIZEN MAY BELLS TI’ME-ში

CITIZEN -ის ახალი, ლიმიტირებული კოლექცია –  MAY BELLS  უკვე „თაიმის“ მაღაზიებშია. სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი, დახვეწილი დიზაინის  საათების განსაკუთრებულობა მისი სილამაზის და ეკომეგობრული ფილოსოფიის ერთობლიობაშია.

საუკუნოვანი  ისტორიის მქონე ბრენდი CITIZEN-ი  პროგრესულობით და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით არის ცნობილი. ასევე აღსანიშნავია მათი დამოკიდებულება ეკომეგობრულობაზეც. ბრენდი დღემდე ერთგული რჩება მათი ღირებულებების და MAY BELLS-ის კოლექციაც ამ სტანდარტების დაცვით არის შექმნილი.

TI’ME წლებია, რაც საქართველოში „სითიზენის“ ოფიციალური წარმომადგენელია. ბრენდის ახალი ექსკლუზიური კოლექციის გამოშვებას „თაიმში“ განსაკუთრებული საღამო მიეძღვნა: წითელი ხალიჩით და ყვავილებით მორთულ სივრცეში, დაპატიჟებული სტუმრები  „მეიბელსის“ საათებს ეცნობოდნენ,  მაჯაზე ირგებდნენ და ათვალიერებდნენ. TI’ME-ის ტრენერმა და განვითარების მენეჯერმა – ლანა ლაგვილავამ კი,  საზოგადოებას კოლექციის შექმნის ინსპირაციასა და საათების დელიკატურ დეტალებზე ესაუბრა.                      

 „მეიბელსის“ საათების კორპუსზე დატანილია სამი ბრილიანტის თვალი, ერთი ყვავილის ჭრის ბრილიანტი, უშუალოდ ციფერბლატზეა. ბრილიანტები გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულ იერს სძენს საათს,  ლაბორატორიულადაა  გამოყვანილი და ბუნებასაც  ნაკლებ ზიანს აყენებს. ასევე,  საფირის შუშა, რომელიც  საათს ფარავს,  ბუნებრივის ანალოგია.

განსაკუთრებულად ლამაზია  საათის მარგალიტის ციფერბლატი, გარდამავალი ფერებით, რომელზეც რომაული ციფრებია გამოსახული. მზის შუქზე ის განსაკუთრებულ გამოსხივებას  ქმნის.

„სითიზენის“  ელეგანტური დიზაინის, მდგრადი საათების შექმნისას, ყოველთვის გათვალისწინებულია ბრენდის ვალდებულება ზრუნავდეს როგორც ადამიანებზე, ასევე გარემოზე.  ჯერ კიდევ  1973 წელს , როდესაც მსოფლიოში  გაზზე და საწვავზე კრიზისი შეიქმნა, მთელი მსოფლიო დაფიქრდა იმაზე რომ ალტერნატიული გზა უნდა გამოძებნილიყო და არჩევანი ეკომეგობრულ გარემოში ცხოვრებაზე გაკეთდა.

CITIZEN იყო პირველი რომელმაც ეს იდეა აიტაცა და მაჯის საათის ეკო-დრაივ მექანიზმი დანერგა.

დღეს უკვე იაპონური ბრენდის უმეტესობა მოდელების  ეკო-დრაივ მექანიზმითაა აღჭურვილი,   რომელიც სინათლის ნებისმიერი წყაროთი იტენება და ელემენტის შეცვლას არ საჭიროებს.  ყოველივე ეს გარემოს ზრუნვისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯი გახლავთ, რითაც ძალიან ამაყობს ბრენდი და მისი ეკომეგობრული მომხმარებელი.  

“სითიზენისთვის“ ამოსავალია ადამიანი, ჯანსაღი სუფთა გარემო, ეს ყველაფერი კი, ჰარმონიულად არის დახვეწილ დიზაინთან შერწყმული.

– “იშვიათია, რამემ ისე გამოხატოს ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია და ჩვენი შინაგანი ესთეტიკა, როგორც  ეს ამ საათს შეუძლია“.  – ლანა ლაგვილავა , TI’ME-ის ტრენერი და განვითარების მენეჯერი.

საათების მოყვარულთა განსხვავებული გემოვნების მიუხედავად, ერთხელ მაინც თუ მოისინჯავთ „მეიბელსს“  მაჯაზე, მისი რბილი და ჰაეროვანი მეტალის ღვედი თქვენც აუცილებლად მოგხიბლავთ.  მისი ტარებისას, კომფორტს და ესთეტიკურ უპირატესობებს შეიგრძნობთ. თქვენთვის, ან საყვარელი ადამიანისთვის შექმნილი „მეიბელსი“, მარადიული საჩუქრის დამსახურებულ სტატუსს ატარებს. ასე რომ, გირჩევთ თავად გამოსცადოთ „მეიბელსი“ თქვენს მაჯაზე, ეწვიოთ „თაიმის“ მაღაზიათა ქსელს და გახდეთ ლიმიტირებული კოლექციის მფლობელი.

ასევე წაიკითხეთ