„აი სი არ ჯგუფის“  წარმატების 30 წელი 

ბრენდის ისტორია  1993 წლიდან იწყება, როდესაც ICR-მა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში  პირველად  გახსნა საერთაშორისო ბრენდის ფრენჩაიზი. როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის, ეს იყო მოდის ორგანიზებული საცალო ბიზნესის მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები.  მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში, „აი სი არ“-ი უზარმაზარ კორპორაციად გადაიქცა, რომელიც დღეს მოდის, აქსესუარების, ავეჯის, გასტრონომიის და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს აერთიანებს.  კომპანიის სახელწოდებაშივეა ჩადებული მის პრინციპების მთავარი საფუძველი:  Idea – იდეა,  Concept – კონცეფცია და  Result – შედეგი.   მათი წარმატების და ინდივიდუალურობის  გასაღებიც სწორედ  ეს  არის.

ჩვენი დიდი ხნის მეგობრობისა და იუბილეს აღსანიშნად, ჩვენი მკითხველისთვის სპეციალური პროექტი მოვამზადეთ. რესპონდენტებად კი, Studio By Shoes Gallery – ის ერთგული მომხმარებლები –  ძალიან საინტერესო, საქმიანი წყვილი შევარჩიეთ, რომელიც მიუხედავად, დაძაბული სამსახურებრივი გრაფიკისა, გემოვნებით და ხარისხიანად ჩაცმას დიდ  მნიშვნელობას  ანიჭებს. 

აქვე გეტყვით, რომ Studio By Shoes Gallery -ის შოურუმებში   ცნობილი საერთაშორისო ბრენდების მთელი რიგია წარმოდგენილი. წელს კორპორაცია საკუთარი ლოიალური მომხმარებლისთვის  უკვე კარგად ნაცნობი ბრენდების გარდა, რამდენიმე ახალ, თუმცა გამოცდილ და ყველასთვის საყვარელ  საერთაშორისო ბრენდს ამატებს: REPLAY, D.A.T.E, Crime London, Hoff, Blauer და Napapijr.

ლევანის და ქეთის ოჯახური  არჩევანი  –  Studio By Shoes Gallery

ლევან ქარაზანიშვილი

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, „გულის ცენტრი“ ხელმძღვანელი

უკვე წლებია, ჩვენი ოჯახი ამ ბრენდთან მეგობრობს.  ორივე, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ კომფორტს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ვიზუალიც. სწორედ ამ ორი კომპონენტის თანხვედრა გვხვდება ყოველთვის, როცა ვსტუმრობთ „აი სი არის“ მაღაზიათა ქსელს. ვუერთდები მილოცვას და „აი სი არ ჯგუფს“  ვუსურვებ  წარმატებას, გაფართოებასა და ბიზნესის კიდევ უფრო მეტად  გამრავალფეროვნებას.

ქარაზანიშვილი ლევან

ქეთი ძიგუა

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, „გულის ცენტრი“ ასისტენტი

ფეხსაცმლის შეძენისას, კონკრეტულად რომელიმე ბრენდის ფეხსაცმელს არ ვარჩევთ ხოლმე.  მთავარია  კომფორტულად მოვირგო და ვიზუალურად მომეწონოს.  ასე მოხდა, რომ  ჩვენი ოჯახი „აი სი არ ჯგუფის“ კომპანიების ბრენდების ხშირი მომხმარებელია.  განსაკუთრებით ხშირად ვსტუმრობთ ბათუმის ფილიალს.  ძალიან კმაყოფილები ვართ მათი პროდუქციით და მინდა ამ კომპანიას ვუსურვო ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, გაფართოება და კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე.

ძიგუა ქეთი

ტექსტი:ანა არაბიძე

ფოტო: LIG Studio

მაკიაჟი:ნინო მარტაშვილი

ასევე წაიკითხეთ