კრის ჯენერის ფოტო – წარმატების თილისმა ონლაინ სმყაროში

ახალი ტენდენცია ჩინეთიდან

ჩინეთის ციფრულ სივრცეში ახალი და უცნაური ტენდენცია შეიმჩნევა — მომხმარებლები პირადი პროფილის ფოტოებს კრის ჯენერის გამოსახულებით ანაცვლებენ, იმ რწმენით, რომ ეს მათ ცხოვრებაში წარმატებასა და პოზიტიურ ცვლილებებს მიიზიდავს.

CNN-ის და BBC-ის ინფორმაციით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდა აუდიტორიაში, რომელიც კრის ჯენერს წარმატებული სტრატეგიის, გავლენისა და ფინანსური დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აღიქვამს. მისი, როგორც ძლიერი მენეჯერისა და საქმიანი ქალის იმიჯი( მან ოჯახური რეალითი შოუ გლობალურ ბრენდად გარდაქმნა) ბევრისთვის მოტივაციის წყაროდ იქცა.

ჩინურ სოციალურ პლატფორმებზე მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ „იღბალის მოზიდვის“ საკუთარ ხერხებს, სადაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად სწორედ კრის ჯენერის ფოტოს გამოყენება მიიჩნევა. ზოგი  იმასაც ამტკიცებს, რომ პროფილის შეცვლის შემდეგ მათ  რეალურად იგრძნეს დადებითი ცვლილებები, იქნება ეს ახალი შესაძლებლობები თუ მოულოდნელი წარმატება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ ტრენდს იუმორით ეკიდება, მისი პოპულარობა ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს პოპ-კულტურა თანამედროვე ონლაინ კულტურაზე და როგორ შეუძლია ცნობილ ადამიანებს  სრულიად განსხვავებულ კულტურულ გარემოში ახალი, თითქმის სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინონ.

ასევე წაიკითხეთ

vertical horizontal