გამოცემასთან ინტერვიუში მოდელი ცხოვრების ახალ ეტაპზე საუბრობს, რომელსაც საკუთარი ძალებითა და ამბიციით აშენებს. ის ცნობილი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის მეუღლე და ბრენდის Rhode დამფუძნებელია.


ქალი, რომელმაც პირადი ცხოვრება და წარმატებული ბიზნესი ერთდროულად, ინტენსიური საჯარო ყურადღების ფონზე განავითარა.
21 წლის ასაკში დაქორწინებული, 28 წლისთვის უკვე დედა და სილამაზის ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა — ჰეილი ამბობს, რომ ახლა გარდამტეხ პერიოდს გადის.


„ნუმეროლოგიის დიდი გულშემატკივარი ვარ. 29 წლის ვარ და წელს 30-ის ვხდები,“ — აღნიშნავს ის. მისი თქმით, ოციანებიდან გასვლისას ენერგიის შეცვლას, ერთგვარ გადახარისხებას გრძნობს. ეს იყო წლები, როცა პირად და პროფესიულ ცხოვრებაში იმ ნიშნულებს მიაღწია, რისთვისაც სხვები მთელ ცხოვრებას ანდომებენ.


„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმის დანახვა, თუ რა შემიძლია რეალურად. იმ სივრცეებში ყოფნამ, სადაც მილიარდიანი გარიგებები ფორმდება, თვალები ამიხილა — მივხვდი, რამდენად მეტი შემიძლია,“ — ამბობს ის.


Vogue – ის მარტის ნომერში მკითხველი მისი მეგობრების, მათ შორის კენდალ ჯენერის და ბელა ჰადიდის, მიერ დასმულ კითხვებზე გაცემულ გულწრფელ პასუხებს გაეცნობა.


ფოტო: Luigi and Lango




