მილანიში ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა

Milano - Cortina 2026

მილანი–კორტინა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გახსნის ცერემონია მილანის ლეგენდარულ „სან სიროს“ სტადიონზე გაიმართა. გრანდიოზულმა საღამომ სპორტი, მუსიკა, მოდა და იტალიური კულტურა ერთ სივრცეში გააერთიანა.

ცერემონია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას ოფიციალური მისალმებით გაიხსნა, რის შემდეგაც განსაკუთრებული პატივი მიაგეს იტალიური მოდის ლეგენდას — ჯორჯო არმანის. არმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილმა ეპიზოდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იტალიის როლს მსოფლიო მოდის ისტორიაში.

იტალიის დროშა სტადიონზე იტალიელმა სუპერმოდელმა ვიტორია ჩერეტიმ შემოიტანა. ის ჯორჯო არმანის თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი, მასთან ერთად სხვა მოდელები იტალიური დროშის ფერებში — მწვანე, თეთრი და წითელი ტონებით გამოჩნდნენ. მოდელებს შორის სამოდელო სააგენტო “ლუქ მოდელის” ქართველი მოდელი, მაკო მაჭავარიანი იყო

ზამთრის ოლიმპიადის გახსნას ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი შარლიზ ტერონიც დაესწრო. მსახიობი სცენაზე Atelier Versace-ის სპეციალურად მისთვის შექმნილი სამოსით გამოვიდა

ოლიპმიადის გახსნაზე მერაია ქერიმ სცენაზე იტალიელი ლეგენდის, რაფაელა კარას მიერ პოპულარული სიმღერა Volare შეასრულა.  ცნობილი მომღერალი ცერემონიაზე Roberto Cavalli-ის სამოსით წარსდგა

ოლიმპიადის გახსნის  კულმინაცია ლეგენდარული ანდრეა ბოჩელის გამოჩენა იყო. მისი შესრულებული Nessun Dorma განსაკუთრებულად ემოციურ ფონად იქცა იმ მომენტისთვის, როდესაც ჩირაღდნის მატარებლები სტადიონზე შემოვიდნენ და ოლიმპიური ცეცხლის დანთებას მიუახლოვდნენ. სან – სიროს არენა ერთ დიდ ემოციად და ერთიან მოლოდინად გადაიქცა.

Milano Cortina 2026 ოფიციალურად გაიხსნა — როგორც სპორტის, მუსიკის, მოდისა და იტალიური სულის ზეიმი. ზამთრის ოლიმპიადა დაიწყო ისე, როგორც მხოლოდ იტალიას შეუძლია.

გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების ტრადიციული აღლუმი გაიმართა რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენებთან ერთად, რა თქმა უნდა საქართველოს წარმომადგელებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ჩვენი ნაკრების მედროშეები ფიგურული მოცუგურავეები დიანა დევისი და ლუკა ბერულავა იყვნენ. ზამთრის ოლომპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები  8 სპორტსმენით იასპარეზებს.

ასევე წაიკითხეთ

vertical horizontal