„სელფის“ Travel eSIM – მარტივი მოგზაურობა ნებისმიერი ქსელის აბონენტისთვის

ქართული კომპანია „სელფი მობაილი“, ინოვაციური ციფრული სერვისით აჩვენებს, როგორ შეიძლება კავშირი იყოს მარტივი, სწრაფი და უნივერსალური მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

აეროპორტში ყოფნისას პირველი რასაც ვაკეთებთ, ტელეფონის ეკრანის შემოწმებაა. No Service – მარტივი სიტყვაა, მაგრამ მისი დანახვა უცხო ქვეყანაში ნიშნავს, რომ რუკა არ იტვირთება, მესენჯერს ვერ ვიყენებთ, ტაქსის ვერ ვიძახებთ და ასე შემდეგ. ნაცნობი ისტორიაა, ხომ?

დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, კომფორტი კი მთავარი ღირებულება, „სელფი მობაილი“ მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციას, რომელიც ამ ორს იდეალურად აერთიანებს. Travel eSIM ქმნის გარემოს, სადაც კომუნიკაციას საზღვრები არ აქვს და ეს ყველაფერი სულ რაღაც ოთხი დაწკაპუნებით ხდება.

რატომ არის ეს განსხვავებული გამოცდილება? 

Travel eSIM – ეს ციფრული გადაწყვეტილებაა, რომელიც მოგზაურობას მეტად თავისუფალს ხდის.

მარტივი… მოქნილი… უნივერსალური…

სელფის Travel eSIM არის ციფრული SIM ბარათი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ნომერი და მოწყობილობა რჩება უცვლელი, ხოლო კავშირი – მუდმივი.

გააქტიურება კი მარტივზე მარტივია:

შედით roamingpass.ge -ზე, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და რამდენიმე წამში უკვე მზად ხართ ონლაინ სამყაროსთან დასაკავშირებლად.

გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით – ყველაფერი ისე, როგორც თანამედროვე მოგზაურს შეეფერება.

კავშირი მაშინაც, როცა მეგაბაიტები ამოიწურება

სელფის Travel eSIM-ის ერთ-ერთიმნიშვნელოვანი უპირატესობაა უფასო წვდომა Google Maps, ასევე WhatsApp და Messenger აპლიკაციების ტექსტურ შეტყობინებებზე – მაშინაც კი, როცა თქვენი ინტერნეტ პაკეტი ამოიწურება. ეს ნიშნავს, რომ უცხო ქალაქის ქუჩებში აღარ დავიკარგებით და საჭირო დროს ყოველთვის შევძლებთ ახლობლებთან კონტაქტს.

არჩევანი – თქვენი მოგზაურობის სტილზე მორგებული

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ოთხი სხვადასხვა პაკეტიდან სასურველი: 

EuropePass 2GB – 15₾

EuropePass 7GB – 40₾

ContinentlPass 2GB – 20₾

ContinentlPass 7GB – 60₾

პაკეტი ავტომატურად აქტიურდება შეძენისთანავე და მოქმედებს 14 დღის განმავლობაში ან GB ამოწურვამდე. 

მეტი, ვიდრე ტექნოლოგია – თავისუფლების განცდა

Travel eSIM არა მხოლოდ კომფორტს, არამედ დამოუკიდებლობის განცდას გვთავაზობს. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუნდაც Wi-Fi არ იყოს, მაინც ონლაინ ვართ. აღარ გვიწევს ადგილობრივი ოპერატორის ძებნა, რთული ინსტრუქციების კითხვა ან დროის დაკარგვა. უბრალოდ, გავააქტიურებთ და ვიმოგზაურებთ ისე, თითქოს სახლიდან არც ისე შორს ვართ.

სწორედ ამაშია „სელფი მობაილის“ მთავარი გზავნილი:

ტექნოლოგია ხომ მაშინ არის ნამდვილი, როცა ის პირად გამოცდილებად იქცევა, ყოველი მოგზაურობა კი – მარტივ, დაცულ და დაუვიწყარ თავგადასავლად.  

ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი

ასევე წაიკითხეთ