ვიქენდი Giuliva Heritage-თან ერთად

განსაკუთრებული  ლტოლვა დასვენებისკენ Fine Settimana-თან ერთად Weekend Max Mara-სგან

Fine Settimana  Weekend Max Mara-ს ახალი „კაფსული კოლექციაა.“ 2025/26 წლის, შემოდგომა/ზამთრის  ეს კოლექცია იტალიურ ბრენდ Giuliva Heritage-თან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელიც გერარდო კავალიერემ და მარგერიტა კარდელიმ დააარსეს. მათი სტილი შთაგონებულია  ნეაპოლიტანური სამკერვალო ტრადიციებით და გამოირჩევა  უნაკლო სილუეტით.

სახელის შესაბამისად, Fine Settimana, რაც იტალიურად ვიქენდს ნიშნავს,  განასახიერებს ელეგანტურ უდარდელობას, რომელიც ქალის გაუჩინარების  სურვილთან არის დაკავშირებული. ამ კონცეფციის მიხედვით,  ქალი ყოველდღიურ ქაოსს სიმშვიდეზე  ცვლის, სადაც მას შეუძლია დაისვენოს, მოდუნდეს  და ეს დრო საკუთარ თავს  მიუძღვნას.

ხელობის ხარისხმა გადაფარა პომპეზურობა. კოლექცია შექმნილია ძლიერი  და თავდაჯერებული ქალისთვის, რომელიც სილამაზეს პოულობს სიმტკიცეში და არა ექსტრავაგანტურობაში. ეს არის ქალი, რომელიც აფასებს ბუნებრივ, უბერებელ ელეგანტურობას და თითოეულ ნივთს თავდაჯერებულად ირგებს,  გემოვნებით  და ჰარმონიულად ახამებს  სხვადასხვა ელემენტს.

კოლექციაში კონტრასტების  ნაზავი იჩენს თავს, რაც კულტურისა და სოციალური შრეების შერწყმას ასახავს. ამ ყველაფერს, კავალიერე „კონტამინაციას“ უწოდებს ანუ ელემენტებისა და ფუნდამენტური ღირებულებების ბუნებრივ  გადაკვეთას, რომელიც Weekend Max Mara-ს და Giuliva Heritage-ს შორის შემოქმედებით ჰარმონიას ქმნის.

კოლექცია ოსტატურად აერთიანებს მკაცრი სილუეტის  ოსტატობასა და მსუბუქ დინამიკურობას. მამის ან ბაბუის კოსტიუმისგან „ნასესხებ“ სილუეტებს ქალურ დეტალებს უხამებს, როგორიცაა ტერფამდე დაშვებული პლისე ქვედაბოლოები ან ნაზი აბრეშუმის ბაფთებითა და გულმკერდზე  ნაკეცით  გაფორმებული ბლუზები. შარვლები რბილი და თავისუფალი ფორმისაა, რაც კომფორტს  უზრუნველყოფს.  ნაქსოვები,  მათ შორის  კაბაც, შესრულებულია ნაზი მოჰერით ან მატყლით, აბრეშუმისა და ქიშმირის ნაზავით, სხვადასხვა ტექსტურისა და სისქის მატერიებით.

ნეაპოლიტანური ტრადიცია განსაკუთრებით კარგად  გამოიხატება სამღილიან პიჯაკში, რომლის საყელოზე განთავსებული პირველი ღილის ნახვრეტი განგებ არის გადმოტრიალებული და დაუმაგრებელი რჩება. ეს დეტალი პატივს მიაგებს ძველ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც იგი ოსტატის ხელწერას ასახავდა.

ოვერსაიზ,  ფართო საყელოიანი და ზურგზე ნაოჭებიანი პალტო მრავალფენიანი სტრუქტურის პრინციპს უსვამს ხაზს, ხოლო შევრონის მატყლით შეკერილი  მოდელი, კლასიკური ქალის ელეგანტურობას გვახსენებს.

ხარისხსა და მდგრადობას  ძვირფასი  ქსოვილების გამოყენება  ამყარებს.  უმაღლესი ხარისხის მატყლი გვხვდება  ერთფერ, მელანჟ, წვრილზოლიან და შოტლანდიურ ტექსტილში. კოლექციას ამდიდრებს ბამბის პოპლინი, აბრეშუმი, კორდუროი, ჯინსი და ტყავი.

ფერთა პალიტრა — ნაცრისფერი, ღია ცისფერი, ბუნებისგან შთაგონებული თბილი, მიწისფერი ტონები, შემოდგომის ფოთლების ელფერი, ღვინისფერი და იისფერი — ბუნებრივ ჰარმონიას უსვამს ხაზს.

განახლებული Pasticcino Bag, რომელიც  ექიმის კლასიკური ჩანთით არის შთაგონებული, დამზადებულია გამძლე,  დამუშავებული ტყავით და სპონჟირებული ზედაპირით. მასთან ერთად წარმოდგენილია ტყავის მხედრული სტილის ფეხსაცმელიც — კოლექციის დახვეწილი ფინალური აქცენტი.

WEEKEND MAX MARA

Weekend Max Mara 1983 წელს, ვიქენდისთვის  განკუთვნილი ყოველდღიური საგარეო ტანსაცმლის გამოშვებით დაიწყო. ამჟამად კი, ავთენტური იტალიური “ლაიფსთაილ” ხაზია თავისი უნიკალური იდენტობითა და შესაბამისი თვისებებით. დღესდღეობით, „ვიქენდ  მაქს მარას“ ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო კოლექციები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აბალანსებს დღევანდელობასა და მარადიულობას. თანამედროვე და დახვეწილი არჩევანი აერთიანებს ფორმალურს და არაფორმალურს, რაც მას თავსებადს ხდის სხვადასხვა გარემოებისთვის.   მისი ყოველდღიური ელეგანტური მოდელები თავისუფალი ქალებისთვის იქმნება, რომელთა ინდივიდუალიზმი მოდის და სეზონის საზღვრებს სცდება. ბრენდის, Signaturi Capsule კოლექციები, შექმნილი ან შთაგონებული ცნობილი ადამიანების მიერ,  კრეატიულია და ყოველ სეზონზე ინტერპრეტაციას უკეთებს ბრენდის სტილს, რითაც უნიკალური გარდერობი იქმნება. Weekend Max Mara დაახლოებით 250 მონობრენდულ მაღაზიასა და წამყვან სავაჭრო ცენტრებშია  ხელმისაწვდომი.

GIULIVA HERITAGE

Giuliva Heritage არის ყოველდღიური ბრენდი, რომლის თითოეული პროდუქტი თავიდან ბოლომდე  იტალიაშია შექმნილი და წარმოებული.  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია  ხარისხსა და  ხელობაზე. ბრენდი დაიბადა იდეალური ტანსაცმლის შექმნის სურვილით.  ისეთი სამოსის, რომელიც ქალის გარდერობის  უცვლელი და გამორჩეული ელემენტი გახდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მისი სტილი ელეგანტურობასა და დახვეწილობას ძალისხმევის გარეშე აერთიანებს.  Giuliva Heritage-ის თითოეული  ნამუშევარი შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს მოდის სწრაფად ცვალებად ტემპს. ბრენდი ხელს უწყობს მდგრად და გააზრებულ ცხოვრებას. მიმართულია იმ ადამიანებისკენ, ვინც სულ უფრო მეტად ეძებს  ღირებულ სამოსს, ისეთ ნივთებს, რომლებიც მუდამ ინარჩუნებენ აქტუალურობას და მომხიბვლელობას.

ასევე წაიკითხეთ