„ჰერიოს“ სოლო კონცერტი რუსთაველის თეატრში

ანსამბლის სოლო კონცერტი 29 სექტემბერს გაიმართება

ამბავი 29 სექტემბერს  რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანსამბლის პირველი სოლო კონცერტი არ არის, ყველა აღნიშნავს, რომ 29 სექტმებრის სოლო კონცერტი მაინც განსაკუთრებული იქნება. მაყურებლის წინაშე  წარმოდგენილი იქნება განახლებული რეპერტუარი კამერული ორკესტრისა და ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით.

კონცერტზე „ჰერიოს“ გარდა მონაწილეობას ცნობილი მომღერლები მიიღებენ: ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და, რასაკვირველია, ანსამბლი „შვიდკაცა“.

ანსამბლის ისტორია 2010 წლიდან  ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებით იწყება. გამორჩეულად გემოვნებიანი შესრულებითა და რეპერტუარით  „ჰერიომ“  მალევე მოიპოვა მსმენელის ნდობა და სიყვარული, 15 წლის განმავლობაში ანსამბლმა არაერთი წარმატებული კონცერტი გამართა საქართველოსა თუ მის ფარგლებს  გარეთ, გამოსცა აუდიო ალბომი.

გამორჩეული ხმების ერთობა დღემდე ანსამბლის განსაკუთრებულ ჟღერადობას ქმნის.  ანსამბლის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი  ნიკოლოზ კირვალიძე გახლავთ, რომელიც  25 წელია ასევე ხელმძღვანელობს ყველასათვის საყვარელ  ანსამბლს „შვიდკაცა“.

20 სექტემბრის კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ კირვალიძე  და ნინო გულიაშვილი გახლავთ, საორკესტრო ვერსიების ავტორი ნიკა ნიკვაშვილია, რეჟისორი -გვანცა მეფარიშვილი, მხატვარი – ვანო ჭელიძე. კონცერტის წამყვანი კი ლიზა ბაგრატიონია.

ორგანიზატორები, ანსამბლის მეგობრები და თავად „ჰერიოს“ მომღერლები დაუვიწყარ საღამოს გვპირდებიან. ის, 29 სექტემბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საღამოს 8 საათზე დაიწყება .

ასევე წაიკითხეთ