ყველაზე მეტად, ცხადია, პრინცესას განიხილავდნენ. ქეით მიდლტონი ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში სტუმრობისას შეცვლილი თმის ფერით ვიხილეთ- უელსის პრინცესას ღრმა ყავისფერი თმა იყო გაღიავებული და ამ ამბავმა მუზეუმში ვიზიტიც გადაფარა და ყველა სხვა დეტალი იმ ამბის. უკლებლივ ყველა გამოცემა გაქერავებულ ქეითზე წერდა და ბჭობდა: რომელი ფერი უფრო უხდება პრინცესას.


რადიკალური ცვლილებით გამოჩნდა ანჯელინა ჯოლი. ახალ ფილმისთვის Anxious People მსახიობი მოკლედ შეჭრილი თმითა და მკვეთრი ბლონდით წარსდგა. ბოლო წლების მანძილზე ეს მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ცვლილებაა. უხდება? ძალიან!


Honey Blonde ფერით გამოჩნდა კანის ფესტივალზე ბელა ჰადიდი. მისი ასეთი გარდასახვა სილამაზის ინდუსტრიის ბლოგერებმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულ ფერად მიიჩნიეს.


დაბოლოს, ბიონსე. 2025 წელს მომღერალი ქერა ფერის იმიჯით საკუთარი ბრენდის Cécred-ის თმის პროდუქციის, Nourishing Hair Oil, პრეზენტაციისას გამოჩნდა.


გახდება თუ არა Blonde მისი სხვადასხვა ვარიაციით 2025 წლის შემოდგომის მთავარი ტრენდი? სავარაუდოდ, კი. ელჩები ჰყავს საკმაოდ შთამბეჭდავი და ლამაზი.