0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

„გლობალ სელის“ სიახლე

სიახლე 16 წლიანი ისტორიის მქონე სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის შთამბეჭდავია და უპრეცედენტოც: პირველი ქართულნომრიანი საერთაშორისო SIM და eSIM ბარათი, უფასო შემომავალი ზარებით და მთელ მსოფლიოში ყველაზე იაფი ინტერნეტ პაკეტებით როუმინგში….

ეს მოკლედ. უფრო ვრცლად ამ ამბავზე  „სითი“ გიორგი მადუაშვილს,  „გლობალ სელის“ დირექტორს  ესაუბრა.

2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც „გლობალ სელი“ დაფუძნდა, მოგზაურობები თუ საქმიანი მივლინებები მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ყველას გახსოვთ საერთაშორისო ნომრიანი ფიზიკური სიმ-ბარათები, რომელსაც, ძირითადად, აეროპორტებში განთავსებულ „გლობალ სელის“ ფილიალებში ვყიდულობდით. ვეცნობოდით ინსტრუქციებს, ვერკვეოდით და ჩვენ-ჩვენი საქმეებისკენ მივემგზავრებოდით იმედიანად. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა საკომუნიკაციო სამყაროში. მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებებია „გლობალ სელშიც“.

  • დღეს, 16 წლის თავზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრულიად განსხვავებული და უნიკალური პროდუქტი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ტელეკომ ბაზარზე. თუ წლების წინ, ეს იყო ევროპული ოპერატორის მიერ გამოშვებული საერთაშორისო ნომრიანი როუმინგული სიმ-ბარათი, დღეს ბაზარზე წარმოდგენილი ვართ უკვე „გლობალ სელისავე“ ქართულნომრიანი, საერთაშორისო, როგორც ფიზიკური (SIM), ისე ელექტრონული (eSIM)  სიმ ბარათის   სახით – გვიამბობს გიორგი მადუაშვილი.

„გლობალ სელის“ ახალ საერთაშორისო სიმ-ბარათს მუდმივმოქმედი ქართული ნომერი აქვს, რომელიც აბონენტს მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება ჰქონდეს. მას არ სჭირდება ნომრების ან სიმ-ბარათების შეცვლა მოგზაურობების დროს. ასევე, აღარაა საჭირო ტექნიკური პარამეტრების ხელით შეყვანა ან გასწორება. აიღებთ ერთხელ, გექნებათ სულ და ის ავტომატურად ჩაირთვება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლისას.

  • გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სიმ-ბარათზე გააქტიურებულია  ქართული ნომერი, კიდევ რა უპირატესობა აქვს „გლობალ სელის“ ახალ ბარათს ბაზარზე არსებულ სხვა ანალოგიებთან შედარებით?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ „გლობალ სელის“ როგორც SIM, ისე eSIM ბარათზე ვსარგებლობთ სრულიად უფასო შემომავალი ზარებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყოფნის დროს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან გვიკავშირდებიან. წარმოიდგინეთ, მოგზაურობაში მყოფ ჩვენს აბონენტს, პირობითად, მისი ოჯახის წევრი თუ ახლობელი, მაგალითად საქართველოდან, ადგილობრივი ქართული ტარიფით დაურეკავს (რადგან ჩვენს SIM და eSIM ბარათზე სწორედ ქართული ნომერია გააქტიურებული) და ასევე, „გლობალ სელის“ აბონენტისთვის მიღებული ზარი არის სრულიად უფასო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, ზარის ხანგრძლივობის მიუხედავად…

რაც შეეხება სხვა ტელეკომ ოპერატორების სტანდარტულ როუმინგს, ამ შემთხვევაში, აბონენტთათვის შემავალი ზარი ფასიანია ნებისმიერ ქვეყანაში და ეს არცთუ ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ხოლო რაც შეეხება სხვა დამატებით ალტერნატიულ შეთავაზებებს, ეს გახლავთ არა ტელეკომ ოპერატორების, არამედ ე.წ. შუამავალი კომპანიების მიერ უცხოეთიდან შემოტანილი ელექტრონული eSIM ბარათები, რომელსაც, ძირითადად,  საერთოდ არ აქვს ნომერი და მხოლოდ ინტერნეტისთვის გამოიყენება.

შესაბამისად, „გლობალ სელის“ ქართულნომრიანი საერთაშორისო სიმ-ბარათი სრულიად უნიკალური და ექსკლუზიური პროდუქტია ტელეკომ ბაზარზე, რომელიც აბონენტებს არათუ უფასო ზარებს სთავაზობს როუმინგში, არამედ ყველაზე იაფ ინტერნეტ-პაკეტებსაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის.

  • თქვენ საუბრობდით ე.წ. შუამავალი კომპანიების მიერ უცხოეთიდან შემოტანილ უნომრო ბარათებზე, რა დროსაც აბონენტმა რეალურად არ იცის ვინ უწევს მას როუმინგულ მომსახურებას. უსაფრთხოა თუ არა ეს მომსახურება (განსაკუთრებით პერსონალური ინფორმაციის ნაწილში), რამდენად ხარისხიანი იქნება ეს მომსახურება და ა.შ. ამ მხრივ, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ „გლობალ სელი“ არის ავტორიზებული ოპერატორი და მისგან მიღებული მომსახურება აბონენტთათვის არის საიმედო, სტაბილური და უსაფრთხო. იქნებ ამაზეც გვიამბოთ ორიოდე სიტყვით.

დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და მადლობა, რომ ამ თემას შეეხეთ. სატელეკომუნიკაციო სერვისების ლიცენზირებული / ავტორიზებული ოპერატორისგან მიღება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული მომხმარებლის უსაფრთხოებასთან, მომსახურების ხარისხთან და სამართლებრივ გარანტიებთან.

პირველი, ეს გახლავთ პირადი მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა – ლიცენზირებული ოპერატორები ვალდებულნი არიან დაიცვან მომხმარებლის პირადი მონაცემები და კომუნიკაციის კონფიდენციალურობა. მათზე მოქმედებს მკაცრი რეგულაციები, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის არასანქცირებულ გამოყენებას ან გაზიარებას.

მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, გახლავთ მომსახურების ხარისხი – ლიცენზირებულ ოპერატორებს ეკისრებათ სერვისის კონკრეტული და წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების დაცვა. ეს მოიცავს სტაბილურ კავშირს, სწრაფ ინტერნეტს, ხმოვანი ზარების ხარისხს და ა.შ. არალიცენზირებული ოპერატორებისგან სერვისის მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბალ ხარისხთან, ხშირ შეფერხებებთან და სხვა.

მესამე, სამართლებრივი დაცვის მექანიზმები – ლიცენზირებული ოპერატორები მოქმედებენ მკაცრად რეგლამენტირებული კანონმდებლობის ფარგლებში. მომხმარებელს აქვს საშუალება, მათ შორის, იჩივლოს და მოითხოვოს კომპენსაცია მომსახურების შეწყვეტის ან მომსახურების პირობების დარღვევის შემთხვევაში. არალიცენზირებულ კომპანიებთან ასეთ სამართლებრივ ურთიერთობებს ხშირად არ აქვს საფუძველი.

რეგულაციისა და მონიტორინგის შესაძლებლობა – საბაზრო მარეგულირებელი ორგანოები (მაგალითად, საქართველოში კომუნიკაციების ეროვნული კომისია) ახდენენ ავტორიზებული ოპერატორების საქმიანობის მონიტორინგს და მათ მიერ კონტროლდება მომსახურების პირობები, ტარიფები და მომხმარებელთა უფლებები.

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა – ლიცენზირებულ ოპერატორებს აქვთ კანონიერი წვდომა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე, რაც უზრუნველყოფს სერვისის სანდოობასა და უწყვეტობას. არალიცენზირებულმა ოპერატორებმა შეიძლება გამოიყენონ არასანდო ან უკანონო საშუალებები, რაც შესაბამისად,  არასასურველ ასახვას ჰპოვებს  მომხმარებლებზე.

საბოლოო ჯამში, ლიცენზირებული ოპერატორისგან სერვისის მიღება ნიშნავს გარანტირებულ ხარისხს, სამართლებრივ დაცვას და ინფორმაციის უსაფრთხოებას. ეს არა მხოლოდ მომხმარებლის ინტერესს ემსახურება, არამედ მთლიანად სატელეკომუნიკაციო სექტორის სტაბილურ და განვითარებად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ჩვენი მხრივ კი, არალიცენზირებულ პირებს, ე.წ. შუამავალ კომპანიებს, ღიად მოვუწოდებთ და ვთავაზობთ პარტნიორობას. მათ შეუძლიათ ოფიციალურად გახდნენ ჩვენი დისტრიბუტორები და მომხმარებლებს შესთავაზონ ავტორიზებული ოპერატორის სერვისები საუკეთესო პირობებით და არა გაურკვეველი წარმომავლობის ნომრები თუ სერვისები, რომლის პრობლემურობაზეც დეტალურად მოგახსენეთ.

აქვე აღვნიშნავ, რომ „გლობალ სელმა”, როგორც ტელეკომ ოპერატორმა, სულ ახახანს, ორი უმნიშვნელოვანესი ISO სერტიფიცირება მოიპოვა. ეს გახლავთ ISO/IEC 27001:2022 – ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაწილში და ISO 9001:2015 – ხარისხის მართვის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

  გიორგი, გვიამბეთ, როგორ შეძელით ისეთი ტელეკომ პროდუქტის შექმნა, რომელიც, როგორც ვხედავთ, უალტერნატივოა მისი ინოვაციურობის, ყოვლისმომცველობის, უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის კუთხით?

მნიშვნელოვანი ცვლილებების და სიახლეების დანერგვას წინ უძღოდა ბრენდის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის, „გლობალ სელი“ პირველი და ერთადერთი ქართული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გაეროს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) წევრი გახდა. ამ ავტორიტეტულ მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ბევრი ბენეფიტი მოჰყვა როგორც კომპანიისთვის, ასევე მისი აბონენტებისთვის.

–   „გლობალ სელის“ აბონენტებს შორის არ არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. აბონენტების არეალი საკმაოდ ფართოა. რით არის ეს განპირობებული?

პირველ რიგში, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ „გლობალ სელი“ ქართული ტელეკომ ბრენდია.  სწორედაც რომ საქართველოშია დაბადებული და მისი სახელი დღესდღეობით მსოფლიოს უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ხდება ცნობილი. ბრენდი უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი: GLOBALCELL USA, GLOBALCELL ASIA, GLOBALCELL AFRICA…, რომლებიც, თავის მხრივ, ცხადია, გადიან იქაურ ადგილობრივ ავტორიზაციას, იღებენ ლიცენზიას და ემსახურებიან უცხოელ აბონენტებს სატელეკომუნიკაციო სერვისების ფართო სპექტრით, საუკეთესო პირობებით.

შთამბეჭდავი სიახლეებია 16 წლის თავზე

„გლობალ სელის“ ახალი, ქართულნომრიანი, ფიზიკური თუ ელექტრონული სიმბარათის გაფორმება მარტივად შეგიძლიათ. ეწვიეთ ვებ-გვერდს (www.globalcell.ge), იქ ყველაფერი დაწვრილებითაა მითითებული და ელექტორნული სიმის (eSIM) მიღება ვებ-გვერდიდანვეა წამებში შესაძლებელი (სასურველ ინტერნეტ-პაკეტებთან ერთად).

ფიზიკური სიმ-ბარათის მიღება კი შესაძლებელია როგორც „გლობალ სელის“ ცენტრალურ ოფისში (თბილისი, მარი ბროსეს 2, ბიზნეს-ცენტრი „სახლი ოპერასთან“), ისე მთელი საქართველოს მასშტაბით – იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში (ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში) და ასევე, საქართველოს ფოსტის ყველა რაიონულ ოფისში.

ან გადადით „სითის“ გვერდიდან პირდაპირ „გლობალ სელის“ ონლაინ პლატფორმებზე!

ასევე წაიკითხეთ