– მოიცა, იგივე კაბა ჩავიცვა, რაც ორი წლის წინ პრეზენტაციაზე?
– ჰო! დღეს ამას მდგრადი მოდის მხარდაჭერა და ეკოსისტემაზე ზრუნვა ჰქვია, ჩვენი ბებია-ბაბუების დროს კი უფრო მარტივად ითქმოდა: გაუფრთხილდი, შვილო, ტანსაცმელს, გამოგადგება!
გიყვებით ერთ-ერთ გამორჩეულ კამპანიაზე, რომელიც პერვოლისთვის კრეატიულმა სააგენტომ FCB Artgroup Tbilisi მოიფიქრა და განახორციელა.
სწრაფი მოდა, საბედნიეროდ, მოდიდან გადადის. მეტი ყურადღება ხარისხიან, დროს რომ უძლებს ისეთ ტანსაცმელს, ეთმობა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პლანეტის ეკოსისტემას უფრთხილდება. გინახავთ ტონობით ნაგავსაყრელში გადაყრილი ჩანთები, გინახავთ ტიკტოკის ტრენდები, მეათასე იაფფასიან ჰუდის რომ ყიდულობს გოგო და პასუხად დედისგან გორა ჰუდების გადმოსროლილ ტალღას რომ იღებს.
თქვენთვის კარგად ნაცნობი პერვოლი მდგრადი მოდის მხარდაჭერაშია. ამ მართლაც ძლიერ ხარისხიანი პროდუქტის მთავარი არსი ხომ თქვენი საყვარელი სამოსის მოვლასა და შენახვაშია. 2025 წლის კამპანიისთვის პერვოლმა პარტნიორად უკვე მერამდენედ აირჩია გუნდი, რომლისთვისაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია. FCB Artgroup Tbilisi ახალგაზრდა და გამოცდილი პროფესიონალების გუნდია, საქმიანობის ფართო არეალითა და მთავარი შტრიხით: ნებისმიერი კამპანია ღირებულებების ირგვლივ უნდა აშენდეს, მისი გადმოცემის ფორმა კი ორიგინალური, მაგრამ მარტივად გასაგები და მისაღები უნდა იყოს.
როგორ უნდა მოუწოდო ადამიანებს მდგრადი მოდის მხარდასაჭერად? რამე მარტივი და ყველასთვის მნიშვნელოვანი თემა უნდა მოიფიქრო. მოიფიქრეს: ბებია-ბაბუების და მშობლების ტანსაცმელი, რომელიც ასე გვიყვარს და რომლის ისტორიებითაც გაჯერებულია ჩვენი ბავშვობა. საგანგებოდ კამპანიისთვის დამზადდა „დროის კაფსულის კოლექცია“, რომელიც სწრაფი მოდისგან განსხვავებით, დროს გაუძლებს და ის ათწლეულების შემდეგ შეიძლება ჩვენმა საყვარელმა ან სრულიად უცნობმა ადამიანებმა ჩაიცვან.
პერვოლისა და FCB Artgroup Tbilisi-ს ამ კამპანიის გზავნილის აუდიტორიამდე მიტანა სწორ გმირებს დაევალათ,მათ, ვისაც ხშირად ვხედავთ დედების, თუ ბებიების სამოსში და მათ, ვინც პერვოლის ღირებულებებს იზიარებენ.
კრისტი და ნატალია ყიფშიძეები, ლიკა ევგენიძე და კირა ანდრონიკაშვილი, ლაშა ფოქსი და მანანა ჭანტურია, გიორგი და ელენე მახარაძეები, რუსკა და თამარა მაყაშვილები – გმირები არც მეტი, არც ნაკლები სამრეცხაოში – ტანსაცმლის მოვლის ექსპერტთა სამფლობელოში – მიიყვანეს და ფერად-ფერადი პერვოლების გარემოცვაში საკუთარი სამოსების ისტორიებიც მოაყოლეს.
„დროის კაფსულის კოლექცია“ ინფლუენსერთა კიდევ ერთ ნაწილს გაეგზავნა, კოლექციის ტანსაცმელი გმირებმა შთამომავლობით გადმოცემულ ნივთებს შეუხამეს. საინტერესო გამოვიდა და კამპანიის აუდიტორია კიდევ უფრო გაიზარდა. გმირები იყვნენ: ნათია მეზვრიშვილი (ნაწკა). თაკო საზინა, რუსა ჩაჩუა, სალომე ღვინიაშვილი და სალი მოსულიშვილი.
https://www.instagram.com/p/DEAgRIdoiJd/
თაობების სამოსით მოყოლილ ისტორიებს ისეთი გატაცებით ისმენდა აუდიტორია, რომ კამპანიის გზავნილი 2 მილიონამდე ადამიანთან მივიდა, კომენტარებში ზოგი ბებიის თუ დედის სამოსის ისტორიას იხსენებდა,ზოგი ნატრობდა, მისი რომელიმე ტანსაცმელი წლების მერე შთამომავლობას გამოსდგომოდა და შეყვარებოდა.
https://www.instagram.com/reel/DD_qhBmsnsY/
ასე მივიდნენ კამპანიის გმირები პერვოლი და FCB Artgroup Tbilisi მთავარ შედეგამდე: ყველამ კიდევ ერთხელ გავიაზრეთ მარტივი ჭეშმარიტება, ტანსაცმელი არ არის მხოლოდ ნივთი, ის ისტორიას ატარებს და მას, ბებია-ბაბუებისა და მდგრადი მოდის მიმდევრების თქმის არ იყოს, გაფრთხილება უნდა!
პერვოლის კამპანიის გარდა FCB Artgroup Tbilisi წარმატებით თანამშრომლობს რეგიონის ოფისებთან, კერძოდ კი, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, გერმანიასა და უკრაინასთან. პროექტების გეოგრაფიის მასშტაბიდან გამომდინარე, ეს თანამშრომლობა დიდი გამოცდილებისა და შედეგის მომცემი იყო როგორც გუნდისთვის, ასევე რეგიონის ოფისებისა და მომხმარებლებისთვის.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კრეატიული ჯგუფის მთავარი მიმართულება დიჯითალ და ინტეგრირებული კამპანიები გახლავთ.
FCB Artgroup Tbilisi მუშაობს კომპლექსურად: კრეატიულ კონცეფციაზე, ფოტო/ვიდეო გადაღებებზე, ბრენდირებასა და ცოცხალ კონტენტზე.
ყოველი ახალი კამპანია ბრენდის დნმ – სა და კონცეფციას ეხმიანება, ამიტომ ყოველი მათგანი განსხვავებული და დასამახსოვრებელია. ზუსტად ისე, როგორც ეს პერვოლის კამპანიის მაგალითზე ვნახეთ.
ფოტოების ავტორი – JUDA KHATIA PSUTURI