0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

გრემი 2025

ლოს-ანჯელესში გრემის 67-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას ტრადიციულად კრიპტო-არენამ უმასპინძლა. 

ღონისძიება ლოს-ანჯელესში ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების შეგროვებას და პირველად დახმარებაში ჩართული გმირ მეხანძრე-მაშველებს მიეძღვნა.

გრემის დაჯილდოების ცერემონია უკვე მეხუთედ კომიკოსი და მსახიობი, ტრევორ ნოამ წაიყვანა.

დაჯილდოების ნომინაციების ლიდერი ბიონსე იყო, მისი ალბომი  „კოვბოი კარტერ“ 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 

ბიონსეს შემდეგ 7-7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი ბილი აილიში, კენდრიკ ლამარი და  Post Malone. და 6-6- ნომინაციით – ტეილორ სვიფტი, ჩაპელ რონი და საბრინა კარპენტერი. 

ძირითადი ნომინაციების და გამარჯვებულების სრული სია:

წლის ალბომი

ბიონსე – Cowboy Carter

წლის ჩანაწერი

ქენდრიქ ლამარი – Not Like Us 

წლის სიმღერა 

ქენდრიქ ლამარი – Not Like Us

წლის ახალი არტისტი

ჩაპელ როანი

საუკეთესო სოლო პოპ პერფორმანსი

საბრინა კარპენტერი – Espresso

საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი

საბრინა კარპენტერი – Short n’ Sweet

დუეტისა თუ ჯგუგიფის საუკეთესო პოპ პერფორმანსი

ლედი გაგა და ბრუნო მარსი – Die With a Smile 

საუკეთესო რეპ ალბომი

Doechii – Alligator Bites Never Heal 

საუკეთესო რეპ პერფორმანსი

ქენდრიქ ლამარი – Not Like Us

საუკეთესო ქანთრი ალბომი

Beyoncé – Cowboy Carter 

საუკეთესო როკ ალბომი

The Rolling Stones – Hackney Diamonds

საუკეთესო როკ პერფორმანსი

The Beatles – Now and Then 

საუკეთესო არენბი ალბომი 

კრის ბრაუნი – 11:11 (Deluxe)

ასევე წაიკითხეთ