2023 წლის ნოემბრიდან, სასტუმრო “პარაგრაფ თბილისის” ბოლო სამ სართულზე ფუნქციონირებს მაღალი კატეგორიის სპა ცენტრი. უნიკალური ადგილი, სადაც არსებული თერაპიული საშუალებები ამშვიდებს, აცოცხლებს და ქმნის ადამიანის გონებისა და სხეულის ჰარმონიულობის შეგრძნებას. ამ არაჩვეულებრივ, სარელაქსაციო სივრცეს „სითიც” ესტუმრა. თითოეულ სართულზე განსხვავებული, საოცარი სურნელი ტრიალებდა. შესვლის წუთიდან იგრძნობოდა, რომ ეს არის განტვირთვის, გონებრივად თუ სულიერად დასვენების და ენერგიითა და დადებითი ემოციებით ავსებისთვის საუკეთესო ადგილი.
„სანამ ჩვენს გამორჩეულ პროცედურებზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ „პარაგრაფ სპა” არის ბრიტანული ბრენდის, ESPA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამ ბრენდის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, რომელიც გვთავაზობს კანის ინოვაციური მოვლის რუტინას. „პარაგრაფ სპაში” სტუმრობისას გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ სახისა და ტანის მოვლის პროცედურები. ESPA -ს პროდუქციით ჩვენ ვატარებთ გამორჩეულ და უნიკალურ პროცედურებს, მაგალითად – ცეცხლისა და ყინულის რეგენერაციის რიტუალს, სითბოსა და სიცივის 2 საათიან თერაპიას, რომელიც სხეულის ენერგიის სტიმულირებისთვის საუკეთესო არჩევანია. ვულკანური ცხელი ქვებით მასაჟი ხსნის დაძაბულობას და კონტრასტს ქმნის მყინვარით შთაგონებული სახის კანის აღმდგენ კრიო სფერულ მასაჟთან, სხეულისა და გონების გაძლიერების და გამოცოცხლების მიზნით.
ასევე, გამორჩეული და ძალიან მოთხოვნადი პროცედურაა ჰიმალაის მარილის ქვების დამამშვიდებელი რიტუალი. ამ პროცედურაში გამოიყენება თავად ჰიმალაის მარილის ქვები, რომლებიც არის მინერალებით სავსე და აქვს სამკურნალო ეფექტი. ამ ქვებთან ერთად, გამოიყენება ESPA-ს არომათერაპიული ზეთები. ამ პროდუქტების სინთეზი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამშვიდებს სხეულს, კვებავს კანს და უზრუნველყოფს შინაგან ბალანსსა და რელაქსს.” – ელენე სევასტიანოვა “პარაგრაფ სპას” და რეკრეაციის მენეჯერი.
„პარაგრაფ თბილისის” სპაში დამსვენებლებს დახვდებათ დახურული და ღია აუზი პანორამული ხედებით თბილისზე. სხვადასხვა ტიპის საუნა, ფიტნეს და იოგას დარბაზი, წყვილების მასაჟის ოთახი, 5 მულტიფუნქციური საპროცედურო ოთახი-ინდივიდუალური ტერასით. ამ ყველაფერთან ერთად, სპა-კაფე, სადაც ჰარმონიულ და კომფორტულ გარემოში ჯანსაღი და დაბალანსებული მენიუ დაგხვდებათ.
„ESPA-ს პროცედურების გარდა, ჩვენთან ასევე არის აპარატული მომსახურება, რაც LPG-ის აპარატით ტარდება. LPG ენდერმოლოგია – ეს არის სხეულის მასაჟის მოწყობილობა, რომელიც ღრმა ქსოვილების მასაჟის და ვაკუუმის კომბინაციით, სხეულის კორექციისთვის არის განკუთვნილი. თუმცა, ამასთან ერთად, გვაქვს „ნორა ბოდეს“ ოქსიგენო თერაპია, რომელიც გამოიყენება სახის კანის გამაახალგაზრდავებელი, აღმდგენი, დამამშვიდებელი პროცედურებისთვის და ასევე, ღრმა წმენდისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.“ – ელენე სევასტიანოვა „პარაგრაფ თბილისის“ სპას და რეკრეაციის მენეჯერი.
„პარაგრაფ თბილისის“ სპას ცენტრალური მისაღები მდებარეობს სასტუმროს მეცხრე სართულზე, სადაც დაგვხვდნენ გოგონები, რომლებმაც ყველაფერი ისევე პროფესიონალურად და დეტალურად იცოდნენ, როგორც ყველა დანარჩენმა სპა სპეციალისტმა. გოგოებმა დაგვათვალიერებინეს თაროებზე წარმოდგენილი ESPA -ს პროდუქცია. სახის მოვლის საშუალებები, ქალის თუ მამაკაცის ხაზი, ტანის პროდუქცია, საწმენდები, დამატენიანებლები, ნიღბები, არომატები, დიფუზორები, სანთლები და ყველაფერი, რაც ადამიანს საკუთარი თავის მოვლისთვის სჭირდება. ამავე სართულზე ვნახეთ ღია და დახურული აუზები, რომლებსაც, ასევე, საოცარი ხედები ამშვენებს. უკვე საკმაოდ აცივდა, მაგრამ ღია აუზში კვლავ ცურავდნენ სტუმრები. ვიფიქრე – ბოლო შესაძლებლობას იყენებენ სანამ ძალიან აცივდება- მეთქი, თუმცა არა, როგორც ელენემ გვითხრა, ღია აუზი მთელი ზამთრის განმავლობაში იმუშავებს. ცხელი წყლიდან თოვლიანი თბილისის ხედით ტკბობა აუზიდანაც იქნება შესაძლებელი. დახურულ აუზშიც კი ჰიდრო მასაჟორები ჰქონიათ და ამავე სივრცეში არის სხვადასხვა საუნა – ფინური, მცენარეული, ორთქლის, ჰიმალაის მარილის და ერთი განსაკუთრებული ოთახი – ყინულის გამოქვაბული, სადაც საუნის ცხელი თერაპიის შემდეგ განსაკუთრებით სასარგებლოა შესვლა. სტუმრები ყინულის ოთახით განსაკუთრებულად აღფრთოვანებულები არიან, რადგან როგორც ამბობენ, მსგავსი რამის შესახებ არც სმენიათ და აქამდე არც არასოდეს გამოუცდიათ.
„გარდა ამ მრავალფეროვანი პროცედურებისა, ჩვენ ვზრუნავთ სტუმრების ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესებაზეც. სრული განტვირთვისა და განებივრებისთვის, ჩვენ ასევე გვაქვს სავარჯიშო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია უახლესი, პრემიუმ კლასის ინვენტარით, კვალიფიციური და სერტიფიცირებული ფიტნეს-ინსტრუქტორებით. მრავალფეროვნებისათვის, ასევე გვაქვს კარდიო პილატესი, იოგა და აკვაფიტნესი. დიახ, კიდევ არ დამისრულებია, რადგან მინდა გაგაცნოთ PRAMA STUDIO, რაც ექსკლუზიურად „პარაგრაფ სპას” აქვს პირველად საქართველოში. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი სივრცე, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები. ვისთვისაც სტანდარტულ დარბაზში ვარჯიში მოსაწყენი და უინტერესოა, PRAMA STUDIO-ში შეუძლია მიიღოს დაუვიწყარი გამოცდილება.” – ელენე სევასტიანოვა “პარაგრაფ სპას“ და რეკრეაციის მენეჯერი.
ამ ყოვლისმომცველ სპა ცენტრში შეგიძლიათ დაუვიწყარი გამოცდილებების მიღება – სარელაქსაციო, აღმდგენი, ჯანსაღი პროცედურებისა და სერვისების საშუალებით. ამიტომ, ვისაც გსურთ ამ უნიკალური სიამოვნების მიღება, დასვენება და განტვირთვა, ეწვიეთ მათ ბმულს და წინასწარ დაჯავშნეთ ვიზიტი.
Experiences Near Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi | Marriott Bonvoy
ავტორი: ელენე ბარამიძე
ფოტო: ნათია ასანიძე