სხეულის, სახის სილამაზე და ჯანმრთელობა
CosmaticAid ამერიკელი ექიმების მიერ შექმნილი ბრენდია, რომელიც სილამაზეს და მოვლას იწყებს ჯანმრთელობაზე ზრუნვით.
მსოფლიოში დღეს ძალიან პოპულარულია ლიმფოდრენაჟის მასაჟი სხეულსა და სახეზე, ვინაიდან ეს ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია. თანამედროვე გარემო იმთავითვე აისახება ჩვენს სახეზე, ტანზე…. სახეს და სხეულს ტოქსინების გამოდევნა, სისხლის მიმოქცევის დარეგულირება სჭირდება.
ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა ატლანტაში ბრენდი ჯერ პლასტიკური ქირურგიის პაციენტებისთვის შექმნა. პლასტიკური ოპერაციების შემდეგ ადამიანის ორგანიზმის, სხეულის, კანის სწრაფი, ეფექტური და ჯანსაღი აღდგენისთვის.
კვლევებმა და წლების მანძილზე პაციენტებზე დაკვირვებამ სერიოზული შედეგი დადო: კოსმეტიკეიდის პროდუქტების მოხმარების შემდეგ კანი მალე იბრუნებდა ფორმას, იხსნებოდა შეშუპება, კანი ელასტიური, გლუვი, ჯანსაღი ხდებოდა.
დღეს კოსმეტიკეიდის პროდუქცია უკვე ყველა ქალისთვის და მამაკაცისთვის არის განკუთვნილო, მათთვის, ვისაც უყვარს გააზრებული მიდგომა სილაზისადმი.
Health is Wealth არის ბრენდის მთავარი ფილოსოფია.
სხეულის სამასაჟე ზეთები სხვადასხვა სახეობისაა, მთავარი კომპონენტი არნიკა ერწყმის ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ქოქოსი, კანაფი, ჯინჯერი… ექიმების მიერ შექმნილი ფორმულა უზრუნველყოფს ლიმფოდრენაჟს, შეშუპების მოხსნას, ეფექტს მყისიერად გრძნობს ადამიანი.
მოვლა 50/50-ზე პრინციპით მუშაობს, სახლის მოვლა და მოვლა პროფესიონალებთან. კოსმეტიკეიდი ამ მიდგომას ემხრობა. პატარა ფიბრო როლერი შექმნილია სახლის პირობებში ტანის მსუბუქი მასაჟისთვის. ის თქვენი საყვარელი კრემის წასმისასაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მეტი ეფექტი ექმება.
საქართველოს ბაზარზე სხეულის სამასაჟე ფიბროროლერი სიახლეა და თამამად შეგიძლიათ თქვენს გუაშებს და როლერებს დაუმეგობროთ. წაიღოთ მოგზაურობაში, ფრენის შემდეგ მოიყვანოთ ფორმაში სხეული …
CosmaticAid წარმოადგენს სახის ზეთს, ის გამოიყენება გუაშათი ან დღეს ასე პოპულარული სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, ან სულაც ხელით მასაჟისას. მცირე რაოდენობის ზეთის დატანებითა და სამასაჟე მოძრაობებით კანს ეხმარებით ტოქსინების გამოყვანაში. სურნელი აქვს ვანილის და ლავანდის.
CosmeticAid ღამის კრემი სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონაზე მუშაობს. ხსნის შეშუპებას, დაღლილობას, კვებავს. იდეალურია დაძაბული დღის დასრულებისას.
დაბოლოს, კოსმეტიკეიდის Pain Cream უნივერსალური კრემი ტკივილის, შეშუპების, სილურჯის ასალაგებლად და მოსასხსნელად. მყისიერად ხსნის ტკივილს სახსრებსა და კუნთებზე, ნაზი წყლისფერი ტექსტურა მენთოლიანია. შეგიძლიათ სახეზეც გამოიყენოთ, რეალურად აგილაგებთ სილურჯეებს.
დააბინავეთ CosmeticAid Pain Cream თქვენს სახლში, გრილ ადგილზე და თქვენ მუდამ პატარა სასწრაფო დახმარება გექნებათ თან.