0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

სკარლეტ იოჰანსონის The Outset  

სკარლეტის და ქეით ფოსტერის თანადამფუძნებლობით დაარსებული ბრენდი, რომელიც მგრძნობიარე კანის მოვლაზეა ორიენტირებული, უკვე ორი წელია რაც არსებობს.

The Outset   მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული ბრენდია. მისი შექმნის იდეა სკარლეტს საკუთარი პრობლემური, აკნესკენ მიდრეკილების მქონე კანიდან, გაუჩნდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა პროდუქციის ძიებაში მყოფმა იოჰანსონმა გამოსავალი საკუთარი ბრენდის შექმნაში იპოვა, რომელიც მის კანს, როგორც თავად ამბობს, მარტივად საუკეთესო შედეგს მოუტანდა. 

„მინდოდა ისეთი დამატენიანებელი, რომელიც მაკიაჟის ბაზად შემეძლო გამომეყენებინა. მსურდა ისეთი შეგრძნება ყოფილიყო, რომ „შიგნიდან“ განათებული, ბზინვარე ეფექტი ჰქონოდა კანს. შედეგად მართლაც, ულტრა დატენიანებული კანის ეფექტი მაქვს.”- ყვება იოჰანსონი.

იოჰანსონი სკარლეტ

The Outset  ვეგანური კანის მოვლის საშუალებებისგან შედგება: გამწმენდი, შრატი, დამატენიანებელი კრემი, ბალზამები და ყველა სხვა საშუალება შემუშავებულია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის.  

The Outset-ს თავის შემადგენლობიდან ამოღებული აქვს პარფიუმი, სულფატები, ფტალატები, პლასტმასის ელემენტები, ტალკი, ტრიკლოზანი, სინთეზური საღებავები, ტოლუოლი, ბენზინი, პარაბენები, მინერალური ზეთი, წებოვანა, ალუმინის ფხვნილი …

The Outset ასევე გამოცდილია დერმატოლოგების მიერ ალერგენებზე და თანამშრომლობს ისეთ არაკომერციულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა  One Tree Planted და Dress for Success.

მას შემდეგ რაც 2024 წლის აპრილიდან ბრენდი ამაზონზეც იყიდება, ცნობილმა მსახიობმა მყიდველებს თხოვნით მიმართა, რომ მიაწოდონ ყველა შენიშვნა, რაც მათ პროდუქციის მოხმარებისას გაუჩნდებოდათ.

სკარლეტი აქტიურადაა ჩართული ბრენდის სარეკლამო კამპანიაში, ხშირად უზიარებს მომხმარებელს კანის მოვლის მისეულ რუტინას, სადაც, ცხადია, მთავარი ადგილი The Outset-ს უჭირავს.

ბრენდი იყიდება “სეფორას ” ქსელში და მისი გამოწერა ამაზონიდან შეგიძლიათ.

წყარო:

CNN

THE Hollywood REPORTER 

ასევე წაიკითხეთ