0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

THE ASADO STEAKHOUSE

სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.

წიგნი – THE ASADO STEAKHOUSE მკითხველს მსოფლიო სტეიკ კულინარიაში ამოგზაურებს და ავტორის ცხოვრებისეულ ეპიზოდებსაც გვაცნობს. ის სულ ახლახან გამოსცა იტალიელმა შეფ მზარეულმა, ენცო ნერიმ. ავტორმა თბილისში, პანდემიის დროს, თავი მოუყარა მის 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დააგროვა და, რაც მთავარია, მკითხველს გაუზიარა არაერთი რეცეპტი სტეიკების მიმართულებით.

Asado steakhouse

კულინარიული წიგნის, THE ASADO STEAKHOUSE – შექმნის იდეა, შეფმზარეულ ენცო ნერის რამდენიმე ფაქტორმა შთააგონა. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში მისი ხანგრძლივი ყოფნა, სწორედ რომ, ამ ქვეყნის უნიკალური კულინარიისა და ღვინისადმი ინტერესით არის გამოწვეული. ენცოს თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ აქ ხორცის მეტად მოყვარული ხალხია. აქვთ არაერთი ტრადიციული თუ გათანამედროვებული და მსოფლიოში ცნობილი კერძები. მაგალითისთვის, მას მოჰყავს ხოლმე ხინკალი, რომლის მომზადების უძველესი რეცეპტი კარგად იცის და სხვათა შორის,მან მოიგონა ხინკლის ახალი და ექსკლუზიური რეცეპტი – შოკოლადის ხინკალი.

იტალიელი შეფმზარეულისთვის, საქართველოში ყოფნა საინტერესო და სასიამოვნო გამოწვევაა. აქ მიმზიდველი გარემოა. ტურიზმის, კერძოდ კი, სასტუმრო- სარესტორნო მიმართულებით. თვლის, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ჯერ კიდევ გასანვითარებელ სფეროს და თავადაც მოსინჯოს ახალი შესაძლებლობები.

“კულინარიული წიგნის ფორმა და შინაარსი, ორივე, Asado Steakhouse restaurant – ის კონცეფციიდან მოდის, რომელიც მე სასტუმრო “მერკურისთვის” განვავითარე. ვიცოდი, რომ ქართულ ტრადიციებში არ არსებობდა შემწვარი სტეიკების კულტურა, მშრალი დაძველების პროცედურით. ამან მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ჩემი ახალი კონცეფცია იმუშავებდა. ” – ამბობს ენცო ნერი “სითისთან” საუბრისას.

წიგნი THE ASADO STEAKHOUSE ავტორმა უკვე აჩუქა თავის უახლოეს მეგობრებსა თუ მხურვალე თაყვანისმცემლებს. მათთვის კი, ვისაც აინტერესებს კულინარია, კერძოდ, სტეიკების მომზადების ენცოსეული ხელწერა ან, უბრალოდ, უნდა რომ გაიცნოს იტალიელი შეფმზარეულის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, ეს წიგნი ნამდვილად არ იქნება მხოლოდ ერთხელ გადასაკითხი და თაროზე შემოსადები ნივთი.

ტექსტი: თეა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ