0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

თათული დოლიძის სითი რესტორანში 47

ლუტეციას და ლა კლინიკის პარტნიორობით

იცით, თათულის ეს ყდა ჩვენთვის ყველასთვის და, მგონი, თათულისთვისაც, ახალი როლის და ახალი სპექატკლის ტოლფასი იყო – თქვა ჩვენმა საყვარელმა მსახიობმა, ნანული სარაჯიშვილმა, საღამოზე, რომელიც აპრილის სითის და მის მთავარ გმირს, თათული დოლიძეს, მიეძღვნა. 

გაზაფხულის ერთ საღამოს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში, სახელად 47, აპრილის ნომრის მთავარი გმირი, მისი კოლეგები, მეგობრები, სითი გუნდი და სითის პარტნიორები  შეიკრიბნენ. როგორც იტყვიან, ვიწრო წრეში. საღამო განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო და სცენარიც შესაბამისად გაიწერა. 

პირველ სართულზე მოსულ სტუმრებს  LA QLINIQUE  მასპინძლობდა, მრგვალ მაგიდებზე დიდ და პატარა სითი გოგოებს LA QLINIQUE-ს  სიახლე UNICSKIN-ის  სახისა და სხეულის მოვლის ჭკვიანი გაჯეტები დახვდნენ. სანახობა იმდენად საინტერესო იყო, რომ სივრცეში უკლებლივ ყველა ჩერდებოდა. ზოგი სახის ცოტათი თეატრალიზებულ თეთრ Smart ნიღაბს ირგებდა, ზოგიც დეკოლტეს თუ კისრის მოვლის პრიალა შავ მოწყობილობას. . . იქვე იყო წარმოდგენილი სპეციალური შრატები, პატარა ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული UNICSKIN-ის ყუთებში. გაჯეტებს ცდიდა ყველა , სითის რედაქტორიდან დაწყებული, ეროვნული სასახლის ხელმძღვანელის, თიკა რუხაძით, დამთავრებული. 

ყველა სტუმარს LA QLINIQUE  გუნდმა 47-ის მაგიდაზე პაწაწინა თაიგულთან ერთად საჩუქრად კლინიკის მოსაწვევი დაახვედრა; 

47-ის მეორე სართულის მარცხენა ზონაში სითის დიდი ხნის მეგობარი “ლუტეცია“  განთავსდა, სამი მაგიდით და სამი ბრენდით: THOMAS KOSMALA– ნიშ პარფიუმერიის ფრანგული სახლით, ყველასთვის საყვარელი  და საჭირო CLARINS-ი და ფრანგული ნიშ პარფიუმერიის კიდევ ერთი წარმომადგენლით GOUTAL-ი. 

„ლუტეციას“  სივრცეში, ისევე როგორც პირველ სართულზე, ქალებს ბრენდების წარმომადგენლები დახვდნენ და ყველა დასმულ კითხვაზე პასუხობდნენ. ასევე ყველა სტუმარს და მათ შორის საღამოს მთავარ გმირს „ლუტეციას“ ლამაზი ჩანთები დახვდათ საჩუქრად. 

საღამო ნიკა წულუკიძემ გახსნა, რომელიც დამსწრე საზოგადეობას სითის დამფუძნებელმა, ეკა ხოფერიამ, წარუდგინა. ნიკა თათულის ყდაზე, მის  შთაბეჭდილებებსა და საინტერესო თავგადასავლებზე  ყვებოდა. ფაქტობრივად, გადაცემა მიყავდა, სადაც მის ირგვლივ ბევრი საინტერესო და იშვიათი სტუმარი იჯდა; 

ქალბატონი თათულის მაგიდა ცალკე აღნიშვნას მოითხოვს, ყდის გმირის სტუმრებს შორის იყვნენ მისი ცნობილი კოლეგები, უახლოესი მეგობრები, თათული დოლიძის და – ქეთევან დოლიძე და ულამაზესი შვილიშვილი, სოფო კარიჭაშვილი.

მარინა კახიანი, დარეჯან ხარშილაძე, ნანული სარაჯიშვილი, არაჩვეულებრივი ნანა ფაჩუაშვილი, რომელიც მისი 82 წლის ასაკში დაუჯერებლად ლამაზი და ენერგიულია. თათული დოლიძის მეგობრებიც უნდა წარმოგიდგინოთ, ცნობილი ექიმი ნანა ტატიშვილი, ნუნუ ყავლაშვილი (თეონა და სოფიკო თავართქილაძეების დედა), დიზაინერი მანანა ჟჟღენტი. 

უმცროსი თაობის მსახიობებიდან საღამოს ია სუხიტაშვილი, ვიკა კალანდია და სალომე შარვაძე ესწრებოდნენ. საღამოს სტუმართა შორის იყო სითის მეგობარი, კიდევ ერთი გამორჩეული ქალი, ირა პრუსეცკა, რომელიც 47-ს  მის რძალთან, ცნობილ ბალერინასთან, ნინა გოგუასთან , ერთად სტუმრობდა.

სითის ყდის გუნდი გადაღებების პერიპეტიებს ყვებოდა, მსახიობები ამ გადაღების შესახებ თავიანთ ემოციებს უზიარებდნენ ერთმანეთს, მღეროდა თამთა ცხვიტავა, მღეროდა საოცრად და უხვ აპლოდისმენტებსაც იღებდა.

თამთა ცხვიტავა

– ჩემი ოცნება იყო თათულის გადაღება, ჩემი ნატვრა და გეგმაა აი,  ამ საოცარ ქალებს,  მართლაც ლეგენდარულ მსახიობებს, ვხედავდე არამხოლოდ სითის ფურცლებსა თუ ყდებზე, არამედ ასეთ საღამოებზეც. მინდა მათი ფოტოებით აჭრელდეს ჩვენი სითი-ქალაქების დიდი სარეკლამო აბრები, მინდა მათ რაც შეიძლება ყველგან ვხედავდე, რადგან მგონია, რომ ნამდვილი დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ ინფლუენსერები,  სწორედ ისინი არიან, ახალგაზრდა თაობასთან ერთად, ცხადია. სითი ამ გზაზე ყოველთვის იყო პიონერი და ეს ამბავი, გაგრძელდება – თქვა ეკა ხოფერიამ საღამოს დასასრულს 

განსაკუთრებული იყო საღამო იმ კუთხითაც, რომ მას სრულიად სხვადასხვა თაობის ქალები და გოგოები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმართა შორის ყველაზე პატარები, სითის ტიკტოკის ჟუურნალისტები, 16 წლის ნანუ და მაშო იყვნენ, უზომოდ ამაყები, რომ ტიკტოკის რუბრიკისთვის თვით თათული დოლიძე ჩაწერეს.   

ფოტო: ნათია ასანიძე LIG Studio

ასევე წაიკითხეთ