თავისუფლების მოედნიდან 7 წუთში ოთხსართულიანი, სხვადასხვა დონეებად აგებული თეთრი, ნარინჯისფერი და მწვანე თაუნჰაუსები, სპორტული მოედნების დიდი არჩევანი, აუზი, რომელიც შენივე სახლშია. წინ, დედაქალაქის ხედები უკან კი, მოსაზღვრე მწვანე ტყე-პარკი. ეს „წავკისი პარკია“, თავისუფლების მოედნიდან ზუსტად 7 წუთის სავალზე, ახლებური ცხოვრების სტილის საცხოვრებელი სივრცე.
ახალი თაობა წამოვიდა. თაობა ბიზნესმენების, ტოპ-მენეჯერების, არქიტექტორების, იურისტების. . . ახალ თაობას ახალი ხედვები და მოთხოვნები აქვს; სახლი, სადაც ისინი იცხოვრებენ, ინოვაციური უნდა იყოს. მდებარეობდეს ეკოლოგიურ გარემოში, ეკოლოგიური და ხარისხიანი მასალებით აშენებული, დაცული, მინიმალისტური, მაგრამ არქიტექტურულად საინტერესო და კომფორტული. ამ, და კიდევ სხვა მოთხოვნებს ზუსტად შეესაბამება სივრცე, რომელსაც „წავკისი ველისა“ და „წავკისი პანორამას“ შემქმნელები გვთავაზობენ. ახალ პროექტს „წავკისი პარკი“ ჰქვია. ის წავკისის უკვე სახელგანთქმულ, „წავკისის ველში“ ბოლო საცხოვრებელი პროექტი იქნება. ამდენად, ვისაც წავკისისკენ გული მიგიწევთ, მოინიშნეთ ეს ინფორმაცია.
როგორ გაჩნდა „წავკისი პარკის“ იდეა
ისტორია 2008 წელს იწყება. მაშინ, როდესაც დასავლეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით თბილისში პირველი ინოვაციური ტიპის დასახლება – „წავკისი ველი“ აშენდა. ვინც ამ გზაზე ერთხელ მაინც მოხვედრილხართ, უთუოდ შეამჩნევდით დიდი და ლამაზი სახლებით მოფენილ, ოდნავ ტოსკანური სტილის ფერდობს.
წარმატებულმა პროექტმა „წავკისი ველი“, გუნდს ახალი იდეისკენ უბიძგა. ასე შეიქმნა „წავკისი პანორამა“. პანორამა ოდნავ სხვა კონცეფციით გაკეთდა; მეტი სიმწვანე შევიდა სივრცეში, გაფართოვდა სამანქანო გზები, ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა თანამედროვე დასახლებისკენ წავიდა. პროექტის დიდი წარმატება და პოპულარობა იმანაც განაპირობა, რომ ის დროზე ადრე ჩაბარდა, რაც საქართველოში, პრაქტიკულად, არ ხდება.
„წავკისი პანორამაც“ ძალიან მალე დასახლდა. აქ წამყვანი ბანკებისა და სამშენებლო კომპანიების ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები, ბიზნესმენები გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დედაქალაქს ახალი და საინტერესო საცხოვრებელი სივრცე დაემატა.
გამოცდილებამ, წარმატებულმა პროექტებმა და 12- მა ჰექტარმა, რომელიც დარჩენილი იყო „წავკისი ველის“ ტერიტორიაზე, გააჩინა სურვილი შექმნილიყო კიდევ უფრო ინოვაციური და სრულიად ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული განაშენიანება სახელად – „წავკისი პარკი“. რატომ პარკი? იმიტომ, რომ ყველა თაუნჰაუსს ირგვლივ 5000 კვ.მ-ზე გაშენებული კეთილმოწყობილი პარკი ესაზღვრება.
„წავკისი პარკი“ ცნობილი გუნდის, „არქიტექტურის ლაბორატორიის“ მიერ არის დაპროექტებული. ამ გუნდმა თავის დროზე დედაქალაქის მაცხოვრებელთა ყურადღება ისეთი პროექტით მიიქცია, როგორიცაა, მაგალითისთვის, ვაკის პარკის ცნობილი „მედიათეკა“. მიდგომაც ასეთი აქვთ – შექმნან ისეთ ნაგებობები, რომლებიც ჩვენს ქალაქს საინტერესო და გემოვნებიან ადგილებს შემატებს.
„წავკისი პარკის“ ავტორთა და არქიტექტორთა ხედვები ამ მიმართულებითაც დაემთხვა ერთმანეთს.
„წავკისი პარკის“ თაუნჰაუსები
ამჟამად თქვენს ყურადღებას „წავკისი პარკის“ ოც თაუნჰაუსზე შევაჩერებთ. მათგან 6 სახლის კარკასი უკვე ამოყვანილია და ეს ეტაპი სექტემბრისთვის დასრულდება. სამსართულიანი სახლები ასე დაპროექტდა: პირველ სართულზე დისტანციურად მართვადი ავტოფარეხია, მეორე და მესამე სართულებზე განლაგდება სამზარეულო, მისაღები და საძინებლები. თაუნჰაუსებში 3 ან 4 საძინებელია გათვალისწინებული. ბოლო სართულზე დიდი ტერასა და თქვენი საკუთარი, როგორც ავტორები ეძახიან, გასაგრილებელი აუზი. აბა წარმოიდგინეთ, სამსახურიდან მოსული, დაღლილი, აუზში რომ ჩახვალთ და თბილისის ხედებით დატკბებით. კიდევ ერთი განსაკუთრებული დეტალი -ყველა სამზარეულოს 20-30 კვ.მ-ის ზამთრის ბაღი ესაზღვრება. ეს არის გადასარევი სივრცე კულინარიული თავგადასავლებისთვის ყველა სეზონზე. მენიუ და განწყობა – სეზონის შესაფერისი.
რაც ეხება ჩაბარებას: „წავკისი პარკის“ თაუნჰაუსები მწვანე კარკასით ბარდება, მაგრამ ეს მწვანე კარკასი რამდენიმე მნიშვნელოვან ბონუსს ითვალისწინებს: ავტოფარეხს, დისტანციურად მართვადი კარით, პერგოლით გადახურულ ტერასას, თანამედროვე სტანდარტების აუზს და ბოლოს, ჭკვიანი სახლი –Smart House, ჩამონტაჟებული სერვერით, რომელსაც რასაც მოისურვებთ იმ ფუნქციას დაუმატებთ, იქნება ეს ფარდების გაწევ-გამოწევა, ტელევიზორის ჩართვა, წყლის გადაკეტვა, ელექტროენერგიის ჩართვა-გამორთვა ეს იმ შემთხვევისთვის, თუ დასასვენებლად წასულს სახლში რაღაც დაგავიწყდათ.
თაუნჰაუსები უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალებით შენდება: ალუმინის კარ-ფანჯრები ორმაგი მინა- პაკეტით, იტალიური წარმოების გაყვანილობა, მაღალი ხარისხის თბოიზოლაცია და ჰიდროიზოლაცია.
ამ ახალი ხედვისა და შინაარსის სივრცის ყველაზე მთავარი ხიბლი, მაინც, კომფორტი, სიმყუდროვე და დაცულობაა. აქ განახლდა ბავშვების ეზოებში ჩასვლის ტრადიცია, რაც ასე მოგვწონდა ძველ თბილისში და რაც დაიკარგა დღეს. „წავკისის ველის“, „წავკისი პანორამის“ მაცხოვრებელთა ბავშვები, თურმე, უფრო კარგად იცნობენ ერთმანეთს, ვიდრე მათი მშობლები. თუმცა, ეს ამბავი გამოსწორებადია და ამაში, სავარაუდოდ, „წავკისი პარკის“ ახალმოსახლეებიც ჩაერთვებიან.
დაგვრჩა ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი:
„წავკისი პარკის“ თანჰაუსების ფასი გახლავთ კვ.მ 1300 $ (შესაბამისი კურსით ლარში). ვინც დედაქალაქის ფასებს იცნობთ, მით უფრო ცენტრალურ უბნებში, მიხვდებით, რომ ამ პირობებისთვის ეს საკმაოდ კონკურენტული ფასია და შესაბამისად, ასეთი ტიპის სახლებზე მოთხოვნაც მაღალია „წავკისი ველის“ ტერიტორიაზე.
ამდენად, თუ თქვენ ახალი ცხოვრების სტილის ადამიანი ხართ, „წავკისი პარკი“ თქვენ გელოდებათ. მერე, ყველა ერთად რომ დასახლდებით, ერთი საერთო ამოცანა უნდა გადაწყვიტოთ – ახალი თაობისთვის, ანუ თქვენი შვილებისთვის, ამ გადასარევ ადგილზე ერთი სკოლა დაგჭირდებათ. პროექტის ავტორები უკვე ფიქრობენ და თქვენს მოსაზრებებს და სურვილებსაც აუცილებლად მოისმენენ.
ეკა ხოფერია