0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Monte Salotti

სახლი, რომელიც თქვენს ხასიათს იძენს

–   ქარვისფერი  ქვის ზედაპირი მინდა აი ამ ყავის მაგიდის, ფეხი ლატუნისფერი, შემოსასვლელში რომ დგას პატარა მაგიდის, იმის რომ გავაკეთოთ? ხოლო  ფორმა საკუთრივ ზედაპირის, ოდნავ რომ შევცვალოთ?

–   შევცვალოთ, როგორით?

–   უფრო ოვალურით. . . 

–   იქნებ კატალოგში შევარჩიოთ?

–   შევარჩიოთ

„მონტე სალოტის“ შოუ რუმში მოსმენილი დიალოგის ნაწყვეტია, დიალოგის შოუ რუმის მენეჯერსა და ქალბატონს შორის. რამდენიმე სართულზე ფართოდ გაშლილ სივრცეებში მსგავსი ტიპის საუბრებს ხშირად მოისმენთ. აქ მოსულ ადამიანს უნდა რაღაც  განსხვავებული, ისეთი, როგორსაც ის ხედავს თავის სახლში. მრავლაფეროვნებასა და ფანტაზიას „ მონტე სალოტის“ სივრცეში საზღვარი არ აქვს. იდეალური და გემოვნებიანი სახლის მოსაწყობად შექმნილი ადგილია : ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების დიდი არჩევანით და გადახდის მოქნილი, თქვენს გეგმებზე მორგებული,  სქემით.

Monte Salotti

ამბობენ, თებერვალი იდეალური დროა ახალსახლობისთვის მოსამზადებლად, ან  მის დასაგეგმად. იდეალური,  რადგან დეკემბერ-იანვრის სადღესასწაულო ორომტრიალის შემდეგ დგება სიმშვიდის პერიოდი, როდესაც რეალურად იწყებ ფიქრს  ბევრი რამის განახლების შესახებ,  მათ შორის, ცხოვრების სტილის.

სახლი, ბინა, აგარაკი, დიდი თუ პატარა, მეტსაც გეტყვით, პაწაწინა ბინის ერთი ახლადმოწყობილი კუთხეც კი ცხოვრების სტილია და ის ძალიან ბევრს გეტყვით იმ ადამიანზე, თუ ადამიანებზე, ვინც იქ ცხოვრობს.

„მონტე სალოტზე“  უნდა მოგიყვეთ. თუ თქვენ მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი და თანამედროვე შტრიხების მქონე დიზაინის მოყვარული ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. არც ისე დიდი ხნის წინ პრემიუმ ბრენდების ავეჯისა და განათებების სივრცე სახელად „მონტე სალოტი“  ახალ მისამართზე- დავით აღმაშენებლის ხეივნის 65  ნომერში განთავსდა.

დიდვიტრაჟებიანი სივრცის პირველივე სართულზე „ მონტე სალოტის“ მთავარი ვარსვლავები გხვდებათ: მასიური და ამავდროულად ძალიან ნაზი ნაკეთობის ქვის ზედაპირიანი მაგიდები, იქვე  სკამები-ხარისხიანი, კომფორტული, შესასვლელშივე მაგიდის თავზე  სხვადასხვა ფერის განათებებია დამონტაჟებული-მათი ერთობლიობა განსაკუთრებულ სიმყუდროვეს და აქცენტს აძლევს იქაურობას. ფართო არჩევანია „მონტე სალოტში“ სამეულების, სავარძლების, საწოლების, ყავის მაგიდების, ქსესუარების და ნახატებისაც კი . . .

მონტე Monte Salotti

„მონტე სალოტის“ დამფუძნებლებს სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და აღნიშნული სივრცე რიგით მესამეა ჩვენს დედაქალაქში. იმთავითვე გეზი და აქცენტი მაღალი, პრემიუმ ხარისხის ავეჯზე იყო აღებული და წლების მანძილზე მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხარისხთან ერთად უმნიშვნელოვანესია მომხმარებლისთვის ფართო არჩევანის შეთავაზება.მთავარი პრინციპი აქაურობის ესაა – აქ მოსული ადამიანი არაფრით არ უნდა შეიზღუდოს.  სწორედ ამიტომაა, რომ „მონტე სალოტის“ განსაკუთრებულ შტრიხად სწორედ მომხმარებლის გემოვნებაზე, სურვილსა და ხედვაზე აწყობილი  ნივთებისა და სერვისის შეთავაზებაა.

შეცვლით ნებისმიერ დეტალს: შეუცვლით ,მაგალითისთვის, თქვენს მიერ მოწონებულ  სამეულს ტექსტილს,  ფერს, სახელურის დეტალსაც კი.  ფანტაზიას ჩართავთ მაგიდების მიმართულებითაც, იქნება ეს მისაღები ზონის დიდი მაგიდა, თუ მცირე ან საშუალო ზომის ყავის მაგიდები. ხელით შეეხებით ყველა მასალას, შეუხამებთ, იფიქრებთ, მოიფიქრებთ, გადაწყვეტთ და საბოლოოდ იპოვით თქვენსას.

Monte Salotti მონტე

განათებები „ მონტე სალოტის“ კიდევ ერთი გამორჩეული და განსაუთრებული აღნიშვნის თემაა. სახლი განათებით იწყება და პირველი, როგორც დიზაინერები გვირჩევენ, სახლის დაგეგმარებისას სწორედ განათებები უნდა აირჩიოთ. „ მონტე სალოტს“ ექსლუზიური მომწოდებლები ჰყავთ მსოფლიოს პრემიუმ ბრენდების სახით, თანამედროვე, საინტერესო დიზაინის ულამაზესი განათებების ნიმუშებს შოუ რუმის მეორე სართულზე ნახავთ. იქვეა გარე ავეჯის ფართო და საინტერესო არჩევანი.

მთავარი რჩევა „ მონტე სალოტის“ გუნდისა და მისი მეგობარი დიზაინერებისგან მაინც სწორად დაგეგმარებაა.

–   იცით, სახლის ავეჯი მის დაგეგმარებამდე უნდა შეარჩიოთ. მოხვიდეთ შოუ რუმში, დაათვალიეროთ და შეარჩიოთ ის ნივთები, რომლებთანაც ერთად წლები უნდა იცხოვროთ. უნდა ჩაჯდეთ თქვენს მიერ მოწონებულ სავარძელში, უნდა მიხვდეთ, თქვენია ის თუ არა, ცხადია, იგივე ეხება საწოლს, მაგიდას, სკამებს. . . აქედან იბადება თქვენი სახლის კონტურები და იქმნება მისი დიზაინი- გვიზიარებენ გამოცდილებას „მონტე სალოტში“.

Salotti Monte

ასეც ხდება. მოდიან შოუ რუმში წყვილები, მოდიან დამკვეთები დიზაინერებთან ერთად და არჩევენ მათი მომავალი სახლების ავეჯს და სტილს.

„მონტე სალოტის“ კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ადეკვატური საფასო პოლიტიკაა. პრემიუმ ხარისხის ავეჯს აქ ადეკვატურ ფასად შეიძენთ, მუშაობს შიდა განვადების სისტემა და მომხმარებლის გეგმაზე მორგებული გადახდის სქემა.

„მონტე სალოტი“ თავდაპირველად  ე.წ. „აუთლეტის“ პრინციპით შეიქმნა, აუთლეტი ძალზედ პოპულარული იყო  იმის მიუხედავად, რომ ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორს იყო განლაგებული. უნდა აღინიშნოს, რომ  ეს პოპულარობა მას ავეიჯსა და განათებების ფართო არჩევანმა, მაღალმა ხარისხმა და რაც მთავარია მომხმარებელზე მორგებულმა სერვისმა მოუტანა. შედეგმაც არ დააყოვნა და დღეს უკვე „ მონტე სალოტის“ ახალ ეტაპს, განახლებულ შოუ რუმსა და საინტერესო და ახალ კოლექციებს ვხედავთ. თუმცა, დამფუძნებელის ინფორმაციით, ძალიან მალე „ მონტე სალოტის“ მესამე სართულზე აღდგება „ აუთლეტის“ სივრცე, სადაც კიდევ უფრო მისაღებ ფასებში ფასდაკლებულ კოლექციებს შეიძენთ.

Salotti Monte Salotti მონტე

ახალი მისამართი და ახალი შოუ რუმი კიდევ ერთი ახალი ეტაპია, რომლის გაგრძელება „მონტე სალოტისგან“ შემოთავაზებული  ბევრი საინტერესო პროექტი იქნება. 

ასევე წაიკითხეთ