0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ვაკის საცურაო აუზი – სივრცე თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის!

რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რასაც საკუთარი თავისა და შვილებისთვის სპორტული კომპლექსის შერჩევისას ითვალისწინებთ?  

უსაფრთხოება და სისუფთავე, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, სასიამოვნო გარემო და მულტიფუნქციურობა – ერთ სივრცეში თავმოყრილი უამრავი სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობა. ამ სტატიით, სწორედ ასეთი სივრცის შესახებ გვინდა მოგიყვეთ.  

ვაკის საცურაო აუზის მთავარი კომფორტი ისაა, რომ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანი აქ სასურველ აქტივობას პოულობს. 1965 წლიდან დღემდე ამ სივრცემ უამრავ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა და დღემდე აგრძელებს კლუბის წევრების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას.

სპორტულ კომპლექსში ხელმისაწვდომია ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ყველაზე უსაფრთხო მეთოდით იფილტრება. ამავე სივრცეში დაგხვდებათ ჯგუფური ვარჯიშების მრავალფეროვანი არჩევანი: კრივი, აკვა აერობიკა, მიქს აერობიკა, პილატესი, ბოდი სლიმი;  ულტრათანამედროვე ფიტნეს დარბაზი; მრავალფეროვანი მასაჟის პროცედურები, ფინური და თურქული საუნები; ცხელი და ცივი ჯაკუზები, მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, ღია ტერასა და ჯანსაღი კაფე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაკის საცურაო აუზზე დაცულია ყველა ის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა, რაც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერ მიმართულებას, იქნება ეს ცურვა, ჯგუფური ვარჯიშები თუ მასაჟი, მხოლოდ მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული პერსონალი უწევს ზედამხედველობას.

ლიკუნას, ნინასა და ნიტასთან ერთად ვიზიტი კაფე „რეფრეშიდან“ დავიწყეთ, რომელიც ვაკის საცურაო აუზის პირველ სართულზე მდებარეობს. დილა აქ უგემრიელესი ყავით, იოგურტებითა და ნოყიერი საუზმით იწყება. დღის განმავლობაში კი მრავალფეროვანი, დათვლილი კალორაჟით შექმნილი დაბალანსებული კერძების დაგემოვნებასაც შეძლებთ. საუზმის შემდეგ, ლიკუნას და გოგოების გზებიც იყოფა – ბავშვები აუზზე ინაცვლებენ, ლიკუნა კი – სავარჯიშო დარბაზში.

ლიკუნა მეტრეველი

მოდელი

დაახლოებით ერთი წელია, რაც ვაკის საცურაო აუზის კლუბის წევრი გავხდი. სამი თვის წინ კი, ბავშვებიც შემომიერთდნენ. რეალურად, როდესაც აქტიური ვარჯიშის დაწყების გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბევრი არ მიფიქრია და არჩევანი მალევე შევაჩერე ვაკის საცურაო აუზზე.

მოსვლის წამიდან, ეს სივრცე ჩემი ფავორიტია. პირველ რიგში, დიდი კომფორტია ამ სივრცის მულტიფუნქციურობა –  როცა ყველაფერი ერთ სივრცეშია და ნებისმიერ დროს შემიძლია განსხვავებული აქტივობით დავკავდე. კვირაში, დაახლოებით, სამ დღეს ვვარჯიშობ და ვანაცვლებ სხვადასხვა ტიპის აქტივობას – პილატესს, აკვა აერობიკას და ფიტნეს დარბაზში ვარჯიშს. ბავშვები კი ამ დროს „საჭყუმპალაოს“ ცურვის გაკვეთილებს ესწრებიან.

როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცულობა, ამ კუთხით ვაკის საცურაო აუზს შემიძლია სრულად მივენდო. პირველ რიგში, ის მახარებს, რომ სპორტულ კომპლექსი გვთავაზობს სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილ სივრცეს „საჭყუმპალაოს“, სადაც გარდა ცურვის გაკვეთილებისა, არის ბავშვთა მასაჟი და საბავშვო კაფე.

გარდა ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ვაკის საცურაო აუზზე ყველაზე პროფესიონალი და მზრუნველი ინსტრუქტორები არიან, რომლებმაც ჩემს შვილებს ცურვა და ჯანსაღი ცხოვრება შეაყვარეს. რაც ნებისმიერი მშობლისთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცი, რომ როდესაც მე ვარჯიშზე მივდივარ, ბავშვებს სანდო ხელში ვტოვებ.

ავტორი: ანი არაბიძე

ფოტო: ნათია ასანიძე

ვიზაჟი: თაკო ძელური

ასევე წაიკითხეთ