0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Juliette Has a Gun – Estel Georgia ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია

ნინა რიჩის შვილთაშვილის, რომანო რიჩის მიერ, საფრანგეთში, პარიზსა და გრასს შორის შექმნილი სუნამოს გმირი, შექსპირის უკვდავი პერსონაჟის, ჯულიეტას, 21-ე საუკუნისეული ვერსიაა. ის თანამედროვეობას მეტაფორული იარაღით – მაცდური სუნამოთი ევლინება.

ფრანგული ბრენდის – Juliette Has a Gun-ის სუნამოები იქმნება მათთვის, ვინც აცნობიერებს, რომ საფირმო სურნელი ბევრად მეტია, ვიდრე – “კარგი არომატი”. ეს არის სურნელოვანი გამოხატულება იმისა, თუ ვინ ხარ შენ?!

Juliette Has a Gun

რომანო რიჩის მიზანი, სუნამოსთვის მისი პირვანდელი დანიშნულების, სტილისა და ორიგინალურობის ემბლემის სტატუსის დაბრუნებაა. უკვე თხუთმეტი წელია, რაც რომანომ  ნიშ პარფიუმერიის ინდუსტრიაში საავტორო ბრენდით – Juliette Has a Gun-ით შეაბიჯა.

აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლად, საქართველოში, Estel Holding-ი მოგვევლინა, რომელიც, პორტფოლიოში ათეულობით ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს. ჰოლდინგის ქართული წარმომადგენლობა, 19 ოქტომბერს, თბილისში, მორიგ პომპეზურ წვეულებასა და პრეზენტაციას გამართავს, ექსკლუზიურად, თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ირჩევენ Juliette Has a Gun-ს.

ასევე წაიკითხეთ