გაიცანით და შეიყვარეთ Vilhelm Parfumerie – ის თანამედროვე ნიშური სუნამოების სახლი, რომელიც 19 მაისს თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ მოწვეული სტუმრების წინაშე საზეიმო გალა ღონისძიებით წარსდგა. სუნამოების შთაგონების ვიზუალიზაციები თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ინსტალაციების სტილის ექსპონატებით იყო წარმოდგენილი. სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ თბილისში პარიზიდან Vilhelm Parfumerie-ის გენერელური მენეჯერი და ბრენდ ამბასადორები. ბრენდი ექსკლუზიურად წარმოგვიდგინა კომპანია ესტელ ჰოლდინგმა.
პირველი შეგრძნება ნიშური სუნამოების სახლის, Vilhelm Parfumerie -ის გაცნობისას, გიქმნით შთაბეჭდილებას, რომ აბსოლუტურად უცნობ, მომნუსხველ არომატს შეხვდით. შემდეგ აკვირდებით თანამედროვე დიზაინის ულამაზეს მზისფერ ფლაკონებს, ისინი ბედნიერებას ასხივებენ და თქვენც გიპყრობთ სურვილი მალე დაეუფლოთ მათ. როდესაც კი, თქვენს რჩეულ ერთადერთ და განუმეორებელს აარჩევთ, აუცილებლად დაგაფიქრებთ თუ როგორ შეძლო მან თქვენი სიყვარულის მოპოვება, რა ემოციები გააღვიძა: წარსულის? ახლანდელის თუ მომავლის? ან, ყველაფრის ერთად?
როგორც ბრენდის ამბასადორი გვირჩევს თუ, არაფერი იცი Vilhelm Parfumerie – ის სუნამოების შესახებ პირველი სჯობს, პარფიუმ Morning chess – „დილის ჭადრაკი“ – ით დაიწყო, რომელიც ბედნიერების, ძალისა და სინათლის ინექციაა. მეც ასე ავირჩიე, მხოლოდ ჩემით, უნებლიედ. Morning chess – მა, რომელიც განკუთვნილია მამაკაცებისთვისაც და ქალბატონებისთვის, ჩემში ბავშვობის უბედნიერესი კადრები გააღვიძა. როდესაც მამას რაღაცით მსგავსი სურნელის სუნამო აჩუქეს. ისე მომწონდა მისი არომატი, კარადიდან ჩუმად ვიღებდი ხოლმე და დროდადრო ვიპკურებდი. რათქმაუნდა, მშობლები ხვდებოდნენ ჩემს „საიდუმლოს“, მაგრამ არ მიშლიდნენ. მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, მამას პარფიუმს რომ ვისხამდი და მგონი ძალიან მალე დავუცალე კიდეც. გავითვალისწინებ, ბრენდის ამბასადორის რჩევას და Morning chess – ის კარგად გაცნობის შემდეგ, ნელ-ნელა აუცილებლად აღმოვაჩენ საოცარ ნოტებს ბრენდის სხვა სუნამოებში.
2015 წელს, Vilhelm Parfumerie – ის სუნამოების შექმნის იდეა იან ვილჰემ ალგრენს ნიუ იორკში დაებადა, ხოლო მათი წარმოება საფრანგეთში, პარიზში დაიწყო. ისტორია იწყება პირველი კრეატიული დირექტორით – იან ალგრენით, რომელიც დაიბადა შვედეთში კარიერა კი პარიზში დაიწყო და მისი კოლაბორაციებით ისეთ ცნობილ დიზაინერებთან, როგორიცაა პიერ დინანი – ცნობილი მინის დიზაინერი, რომელმაც შექმნა სუნამოს ბოთლი, ჯერომ ეპინეტი და ბერტრან დიუშოფური, ცნობილი პარფიუმერები. ანუ ერთად შეიკრიბა ძალიან ნიჭიერი პიროვნებების კლუბი.
VP დაიბადა ნიუ-იორკში, მაგრამ წარმოებულია საფრანგეთში. ეს სიყვარულის ისტორიაა! ოდესღაც იან ალგრენს, პირველ კრეატიულ დირექტორს, ფრენა ჰქონდა ნიუ-იორკში. იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო და ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო. ამის შესახებ მან აეროპორტში გაიგო. უცებ აეროპორტის კაფეში დაინახა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბართან იჯდა და ტიროდა. მივიდა მასთან, ჰკითხა „რა მოხდა“, რატომ ტიროდა და ა.შ. მან უპასუხა, რომ იმავე რეისით ნიუ-იორკში მიფრინავდა, მაგრამ ფრენა გადაიდო და ამიტომ ახლა ფრენის ძალიან ეშინია. გარდა ამისა, მისი მეგობარი ბიჭი, საქმრო ელოდა და ვერ დაუკავშირდა… იანმა სცადა მისი დამშვიდება.
შემდეგ ისინი გვერდი-გვერდ დასხდნენ გადადებული ფრენისას თვითმფრინავში და 9 საათის შემდეგ სანამ პარიზიდან ნიუ-იორკში ჩაფრინდნენ, ახალგაზრდა ქალს საქმრო აღარ სჭირდებოდა. სამ თვეში ისინი დაქორწინდნენ. სწორედ ამ ახალგაზრდა ქალს ერქვა პოლი. რომელმაც დაარწმუნა, რომ მათ უნდა იცხოვრონ NY-ში. ამიტომ იანმა თავისი ბიზნესი პარიზში დაასრულა და NY-ში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ, კი იანი მიხვდა, რომ პარფიუმი არის მისი მოწოდება და შექმნა VILHELM PARFUMERIE ბრენდი.
სურნელი ეძღვნება სიყვარულს – Dear Polly.
· რა განასხვავებს ამ სუნამოებს სხვებისგან? მათ აქვთ ძალიან ძლიერი სუნი და ამავდროულად მსუბუქიც და მდგრადი. რაიმე საიდომლოა ალბათ?
„დიახ, არსებობს რამდენიმე საიდუმლო! ყველა სუნამო არის კომბინაცია ძვირფას ბუნებრივ ზეთებსა და მაღალ ტექნოლოგიებს შორის – ახალი მოლეკულები, მიღებული ბუნებრივი მცენარეებიდან. ეს ხდის სუნამოებს ძალიან განსხვავებულს, კანზეც კი ამოუცნობს. და ძალიან, ძალიან სექსუალურს. ისინი ჰგავს სხეულის მაკიაჟს, ფერომონების აურას ან სასიყვარულო ისტორიას. ისინი უბრალოდ ლამაზები არ არიან; ისინი ხაზს უსვამენ თავიანთი მფლობელის სილამაზეს.“
· ბევრ სურნელს აქვს უჩვეულო სახელები: დილის ჭადრაკი, ბაზილიკი და ფელინი, მანგოს კანი. სადან მოვიდა შთაგონება ბრენდის შემქმნელებთან?
ბავშვობა
ხელოვნება
კინო
სიყვარული
ფანტაზიები
„მანგოს კანი (აქაც მარაოს თემა) – არის ისტორია პირველი სიყვარულისა და პირველი ვნების შესახებ, რომელიც სუნამოდ იქცა 20 წლის შემდეგ.
ბაზილიკი და ფელინი, ეძღვნება უდიდეს რეჟისორს პირველ ცივ აფროდიზიაკს.“
· თუ არაფერი ვიცით VILHELM PARFUMERIE-ს შესახებ, რომელი სუნამოდან დაწყებას გვირჩევდით?
„Morning chess დილის ჭადრაკი – ბედნიერების, ძალისა და სინათლის ინექცია.“
· არსებობს თუ არა განსხვავება ქალისა და მამაკაცის სუნამოებს შორის?
„რა თქმა უნდა! მაგრამ განსხვავება არის სხეულის შიგნით, კანში. და ყველა VILHELM PARFUMERIE სუნამო ფოკუსირებულია ამ განსხვავებაზე. ერთიდაიგივე სუნამო მამაკაცზე იძლევა ძალიან მამაკაცური ნოტების არომატს და აბსოლუტურად განსხვავებული სურნელი შეიგრძნოთ თუ ის ლამაზ ქალს ასხია – ნაზი და ქალური.“
· მაგრამ რა იქნება ყველაზე მამაკაცური და ყველაზე ქალური თქვენი გადმოსახედიდან?
„რა თქმა უნდა, არსებობს სუნამოები, რომლებიც შექმნილია სპეციალურად ქალებისთვის, როგორიცაა Mango Skin, ხოლო მამაკაცებისთვის – To My Father. To My Father – ეს არის მამაკაცის ხასიათის საუკეთესო მხარეების პატივისცემა. ძალა, სავსე მზრუნველობით და სიყვარულით. თავდაჯერებულობის და დაცვის შეგრძნება. რა თქმა უნდა, ეს სუნამო შექმნილია მამაკაცებისთვის, მაგრამ ქალებს ნამდვილად მოსწონთ.“
· შესაძლებელია თუ არა ორი ან სამი ან კიდევ მეტი სუნამოს ერთად ტარება?
„კი შეგიძლიათ. მაგრამ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ სწორედ. გაჩვენებთ.
ერთი სუნამო შეისხუროთ მარჯვენა მხარეს, მეორე მარცხენა მხარეს.“
· როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები? WHAT ARE THE BRAND’S PLANS FOR THE FUTURE?
„ახალი სუნამოები ეძღვნება ხელოვნებას, პარიზს და ყველაზე ლამაზ ქალებს.
გაიხსნება ხელოვნებასთან დაკავშირებული ახალი ბუტიკები.
ახალი ქვეყნები სავსეა პარფიუმერიის ნამდვილი მცოდნეებით.“
Vilhelm Parfumerie სუნამოს შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ მაღაზიის საშუალებით: Vilhelm.store