0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

FAME საოცნებო სურნელი PACO RABANNE-სგან

FAME ახალი საოცნებო სურნელი ქალბატონებისთვის PACO RABANNE-სგან. მხიარული, მგრძნობიარე, ძლიერი, მუდამ პარიზული. ის არის მუზა, ნამდვილი ვარსკვლავი.

წარმოიდგინეთ –  ჯეინ ფონდა, როგორც Barbarella, ოდრი ჰეპბერნი,  ფილმიდან Two on the road, ბრიჯიტ ბარდო, ჯაჭვის ბრჭყვიალა კაბაში, ფრანსუა ჰარდი, მინი კაბასა და ბრილიანტებში. PACO RABANNE -ის შთაგონების წყარო  ყოველთვის ასეთი განსაკუთრებული, მოდის და ქალურობის ახალი სახის შემქმნელი ქალბატონები იყვნენ.  დღესაც,  FAME-ს ხასიათის წარმდგენი ამერიკელი მსახიობი ელ ფანინგია, როგორც ნიჭიერი  და კრეატიული ქალი  ახალგაზრდული სულისკვეთებით, თანამედროვე ურთიერთობებით და კავშირებით.

FAME შეიქმნა გრასში, უძვირფასესი ინგრედიენტებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.  მთავარი გმირები კი, რა თქმა უნდა, პარფიუმერიის ინდუსტრიის ნამდვილი ვარსკვლავები არიან: Alberto Morillas, Dora Baghriche, Marie Salamagne და Fabrice Pellegrin. სწორედ მათი კრეატიული ხედვის და კონცეფციის ერთობლიობით, სუნამოში გამოყენებულია ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც აქამდე არცერთ არომატში არ გამოუყენებიათ: ახლად დამწიფებული წვნიანი მანგო, დელიკატური, ჰაეროვანი და გამორჩეულად ნაზი ჟასმინი და ბოლოს, მგრძნობიარე, მომაჯადოებელი კრემოვანი საკმეველი, რომლის გამოყენების ნოვატორული იდეა  Dora Baghriche-ს ეკუთვნის და რომელმაც სუნამო  პაკო რაბანის სტილის ნამდვილ გამოხატულებად აქცია. ინოვაციურობას ასევე ხაზს უსვამს მაღალტექნოლოგიური ბუნებრივი მოლეკულა, DREAMWOOD,   რომელიც ბუნებრივი წარმომავლობისაა და რაც მთავარია, ბიოდეგრადირებადია. 

paco rabanne

FAME-ს ფლაკონი პაკო რაბანის საკულტო სტილითაა შთაგონებული.  დღესაც აქტუალურია   და ისევეა აღფრთოვანების ობიექტი, როგორც 1966 წელს. იმ დროს, როდესაც დიზაინერმა თავისი სახელობის ბრენდი შექმნა და საზოგადოების წინაშე პირველი კოლექცია, „მანიფესტო“ წარადგინა. თორმეტმა დაუვიწყარმა კაბამ მეტალის ბადეებით, დაპრესილი მეტალით თუ სხვა წარმოუდგენელი მასალის დეტალით, შექმნა სრულიად ახალი, თანამედროვე კინეტიკური სილუეტი.   

პაკო რაბანის სახლის ახლანდელი სამხატვრო ხელმძღვანელის,   Julien Dossena-ს კოლექციებში თანამედროვე ქალი ნამდვილად  პაკო რაბანის  დნმ-ის მატარებელია. ჯულიენმა ახალ თაობას საშუალება მისცა ეხილა ბრენდის საკულტო დიზაინის რეინკარნაცია. დღევანდელი მოდა  პაკო რაბანის სახლისთვის, 1969 წლის ანარეკლია. დღეს    ის მეტალის პრიალაფარფლებიანი მინი კაბით, დიდი ზომის სამკაულებით და უამრავი განსხვავებული დეტალითაა გადმოცემული. 

Paco Rabanne-ს ეს კოდი ცოცხალ, გლამურულ და მგრძნობიარე არომატშიც გარდაისახა. ის ასხივებს მხიარულებას, სიტკბოს, სიამოვნებას და გაბედულ სექსუალურობას.  ფლაკონი, კი ბრენდის ახალი, მომხიბვლელი და ძვირფასი ამბასადორი გახდა.  FAME-ისფლაკონი ქალია! ის მეტალისაა, მისთვის შეიქმნა კაბა, სამკაულები, პირსინგები და კატის თვალების ფორმის  სათვალე, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავებისთვის აუცილებელი აქსესუარია. 

ici pari

სუნამოს სახელია – FAME და ის ნამდვილად  ვარსკვლავია.  თუმცა FAME  არ ნიშნავს მხოლოდ ცნობილს. ის გრძნობებია, ის ემოციაა, ის შენი არომატია.

ასევე წაიკითხეთ