სპა ცენტრებითა და ისტორიებით ჯადოსნურ მასაჟებზე, დღეს ვერავის გააკვირვებ. მოდით შევთანხმდეთ, სწორი ადგილის შესარჩევად მხოლოდ სარეკლამო სტატიები და ცნობილი ლამაზმანების ინსტაგრამსთორები არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობა და სილამაზე ვინმეს ანდო, ზუსტად უნდა იცოდე სად მიდიხარ, რა აპარატურა და როგორი გუნდი დაგხვდება იქ.
ყიფშიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე LPG SPA CORNER, ჯანსაღი ესთეტიკის თვალსაზრისით, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა. მისი მთავარი სიამაყე ფრანგული LPG Alliance-ის აპარატია, უახლესი მოდელის და ერთადერთი დედაქალაქში. ამ უნიკალურ აპარატს ემატება პროფესიონალთა გუნდი, სწორად შერჩეული პროცედურები, ასევე, ცნობილი დიეტოლოგის, ნატალია გოგავას კონსულტაცია და არ არის გასკვირი, რომ იღებთ იმ შედეგს, რომლითაც ეს ადგილი დღეს სამართლიანად ამაყობს.
აქაურობა პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე გავხსენით, დიდი გეგმებითა და შემართებით – გვიყვება პროფესიით ექიმი და “ელპიჯი სპა ქორნერის” დამფუძნებელი, ნინო გამეზარდაშვილი. ნინო თავისი პროფესიით, წლები მუშაობდა გერმანიაში და ამ საქმესაც, თბილისში დაბრუნებული, სწორედ სამედიცინო კუთხით მიუდგა.
პანდემიამ მოგვისწრო და, ბიზნესის განვითარების ნაცვლად, ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ გადავრჩენილიყავით. დიდი შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში. ცხადია, არ იყო მარტივი, მაგრამ გამოგვივიდა და დღეს მართლაც შეიძლება ითქვას, რომ პირველები ვართ.
რა განაპირობებს პირველობას?
უპირველეს ყოვლისა, თავად პროდუქტი. LPG-ის უახლესი მოდელის აპარატი. მოგეხსენებათ, თავად აპარატი 30 წლის წინ, ფრანგმა ინჟინერმა შექმნა. ის ავტოავარიაში მოყვა და აპარატი რეაბილიტაციის მიზნით გამოიგონა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაციის გარდა, ელპიჯის აპარატი მუშაობს სხეულის კორექციაზე, ებრძვის ცელულიტს, ხელს უწყობს დრენირებას…
რეალურად ძალიან კარგი აპარატია და რაც მთავარია, ყოველგვარი უარყოფითი გვერდითი ეფექტის გარეშე. ჩვენ, ყველას, ძალიან გვინდა რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა ისაა, თუ ვინ დგას ამ აპარატთან, ვინ მუშაობს ჩვენს პაციენტებთან. სპა-თერაპევტები, რომლებიც აქ მუშაობენ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, სპეციალურად ელპიჯი გუნდის მიერ დატრენინგებულები, საუკეთესოები არიან. მათი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია ის შედეგი, რაც ჩვენ გვაქვს.
შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. LPG SPA CORNER-ში მოსახვედრად, მინიმუმ, 2 კვირით ადრე უნდა ჩაეწეროთ. პაციენტების მიღება აქ დილის 9 საათიდან იწყება საღამოს 11-მდე. მოდიან დილიდან საქმიანი გოგოები. ვიზიტის გაცდენა, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რადგან სასურველი შედეგი ყოველი ვიზიტის შემდეგ არის თვალსაჩინო.
სულ ახლახანს, LPG SPA CORNER-ის გუნდმა ახალი, ე.წ. ინტენსიური პაკეტი დაამატა.
ვიფიქრე, რომ ჯანსაღი და ლამაზი სხეული მხოლოდ პროცედურები არ არის და ძალიან მინდოდა ამ ყველაფრისთვის სამედიცინო აქცენტი დამემატებინა. ჩვენს გუნდს ცნობილი დიეტოლოგი, ნატალია გოგავა შემოუერთდა. შევქმენით ერთთვიანი პაკეტი, სადაც ნატალიას კონსულტაციასთან ერთად, იღებთ ელპიჯისა და ხელის მასაჟების კურსს, შეფუთვას, სახის პროცედურებს.
ინტენსიური პაკეტი ძალიან სწორად არის შედგენილი. ყოველკვირეულად თქვენ ხვდებით თქვენს დიეტოლოგს, რომელიც სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილ კვებასა და ცხოვრების რიტმს გიწესებთ.
თქვენთვის კარგად ნაცნობი რუსა ჩაჩუა აქაურობის ხშირი სტუმარია. რუსა ხშირად იმეორებს სხვადასხვა ინტერვიუში, რომ ლამაზი და ჯანსაღი სხეული ეს საკმაოდ დიდი შრომის შედეგია.
ელპიჯის დიდი მოყვარული ვარ, რადგან ვიცი, რომ ეს საუკეთესო და ჯანსაღი აპარატია სხეულის კორექციისთვის. დრო ბევრი არ გვაქვს, მესმის, მაგრამ თუ შედეგის მიღწევა გვინდა, საკუთარ თავს კვირაში სამი დღე მაინც უნდა დავუთმოთ. ძალიან კარგი კომბინაციაა _ ჯერ იწყება ხელის მასაჟი და შემდეგ ელპიჯის აპარატით დამუშავება. ჩემი სპა-თერაპევტები მიხსნიან, რომ ელპიჯის ერთი დარტყმა 40 წუთიან მასაჟს უდრის. შედეგს, სადღაც, მესამე ვიზიტის შემდეგ გრძნობთ. ძალიან კარგია ეს აპარატი სახისთვისაც.
მოინიშნეთ ეს მისამართი – LPG SPA CORNER.
აქაურობა აუცილებლად დაგჭირდებათ ზღვიდან თუ სხვა კურორტებიდან დაბრუნებულებსაც. სხეულის კორექციის გარდა, აქ თქვენ მნიშვნელოვან რიტმზე გადაგიყვანენ, ჯანსაღი ცხოვრების რიტმზე.
ავტორი: ნატალია ყიფიანი
ფოტო: Lig Studio
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი