სიცოცხლე არის დღესასწაული!
მე მინდა… საუბარი ღმერთთან.
მე არ მინდა… საუბარი… ჩემს პირად ცხოვრებაზე და არ მიყვარს საუბარი პოლიტიკაზე.
მე ვარ… ლაღი და ემოციური, ცვალებადი და ჯიუტი.
მე არ ვარ… მორალისტი და ყალბი.
მე ვიყავი… ხულიგანი.
მე არ ვიყავი… თვინიერი, გაწონასწორებული ხასიათის.
მე მაქვს ძალა… ყველა დაცემის მერე კვლავ ადგომის.
მა არ მაქვს ძალა… დროის შეჩერების და ჩემი ოჯახის გარეშე ცხოვრების.
მე მიყვარს… როცა შეყვარებული ვარ. მიყვარს ჩემი ოჯახი და მეგობრები. მიყვარს დადებითი ემოციები.
მე არ მიყვარს… როცა გაურკვევლობაში ვარ, როდესაც მოწყენილი ვარ, ავად ვარ, როდესაც რამე მტკივა.
მე მყავს… ფანტასტიკური მეგობრები.
მე არ მყავს… შვილი.
მე მსურს… რომ შალიმ, ითამაშოს NBA-ში.
მე არ მსურს… სიმარტოვე, წვალებით სიკვდილი.
მე ვნახავდი… ბრაზილიას, ტიბეტს.
მე არ ვნახავდი… ომს და არაკეთილგანწყობილ ადამიანებს.
მე გირჩევთ… დააფასოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. ყველა წამი და ყველა წუთი, სიცოცხლე არის დღესასწაული! ჰოდა, კიდევ, გირჩევთ არასდროს თქვათ არასდროს.
მე არ გირჩევთ… რთულ და იმავდროულად, საინტერესო გამოწვევებზე უარის თქმას.
მე ვნანობ… რომ უფრო დიდი დრო არ გავატარე მამაჩემთან და ბებიაჩემთან.
მე არ ვნანობ… ჩემს შეცდომებს.
მე ჩემში შევცვლიდი… ზედმეტ ემოციურობას და პასუხისმგებლობის ისეთ ხარისხს, რომელიც ხშირად შემაწუხებელიც ხდება.
მე ჩემში არ შევცვლიდი… იმას, რომ სასწაულების მჯერა.
მე ვკითხულობ… ყველაფერს, დეტექტივების გარდა.
მე არ ვკითხულობ… ყვითელ პრესას და სხვის სმს-ებს.
მე ვუყურებ… ზღვას და მზის ჩასვლას, კარგ ფილმებს, სერიალებს.
მე არ ვუყურებ… ჰორორს, პოლიტიკურ გადაცემებს.
მე ვსწავლობ… ყოველდღიურად ჩემს თავს.
მე არ ვსწავლობ… სხვის შეცდომებზე და პრინციპში, არც საკუთარზე.
მე ვაპირებ… რომ ვიცოდე რას დავაპირებ იმიტომ, რომ არასდროს ვიცი წინასწარ.
მე არ ვაპირებ… გაჩერებას.
მე ვუსმენ… .მიყვარს ზღვის ხმაურის სმენა და რა თქმა უნდა, მუსიკის.
მე არ ვუსმენ… მძიმე მეტალს, ქანთრის და ხალხურ ბალადებს.
მე დავდივარ… ყველგან _ ქუჩებში, სახლებში, გამოფენებზე, მუზეუმებში.
მე არ დავდივარ… ფაბებში ლუდის დასალევად, ღამის კლუბებშიც აღარ დავდივარ.
მე მიხდება… კარგი განწყობა.
მე არ მიხდება… ავადმყოფობა, დაღლილობა, უძილობა.
მე ვცდილობ… გავუფრთხილდე იმ ადამიანებს, ვინც ჩემთვის ძვირფასია და მიყვარს. ვცდილობ გავუფრთხილდე ჩემს ჯანმრთელობასაც.
მე არ ვცდილობ… ყველასთვის კარგი ვიყო.
მე მწყინს… უყურადღებობა, გაუთვალისწინებლობა.
მე არ მწყინს… კრიტიკა.
მე მიხარია… ცხოვრება. ამ ბოლო დროს, თითქმის ყველა წამი და წუთი დავაფასე.
მე არ მიხარია… ჩაკეტილობა. ის, რომ თითქმის ყველაფერი, მეტწილად, ვირტუალური გახდა და რეალური ურთიერთობები ჩაანაცვლა ინტერნეტმა.
მე ვიქნებოდი… ის, ვინც ვარ.
მე არ ვიქნებოდი… არასდროს პოლიტიკოსი.
მე მენატრება… ყველაზე მეტად, მამაჩემი.
მე არ მენატრება… 2009 და 2010 წლები.
მე, თამუნა ქორქია, ვარ ბედნიერი
და მიხარია, რომ მიხარია ცხოვრება.
პროექტის ავტორები: ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე
ფოტო: იკა ხარგელია
თმა: ეკატერინე ტაბატაძე
სამოსი: DALOOD
მაკიაჟი: ლანა მატახერია & ESTEE LAUDER